თბილისის 92-ე საჯარო სკოლა

თბილისის 92-ე საჯარო სკოლა თბილისის 92-ე საჯარო სკოლის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი

💕
23/09/2026

💕

მოგესალმებით, ძვირფასო მშობლებო!
24/08/2026

მოგესალმებით, ძვირფასო მშობლებო!

09/08/2026

💜

17/07/2026

სიხარულით და დიდი პასუხისმგებლობით გაცნობებთ, რომ ჩვენმა სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი და მიიღო 9-წლიანი ავტორიზაცია დათქმის გარეშე.

ეს მნიშვნელოვანი მიღწევა თითოეული თქვენგანის ერთობლივი შრომის, პროფესიონალიზმის, თავდადებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების ერთგულების შედეგია. მადლობას ვუხდით ჩვენს პედაგოგებს, ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს, მოსწავლეებს, მშობლებსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ხარისხიან, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს.

9-წლიანი ავტორიზაცია დათქმის გარეშე არის მაღალი შეფასება იმისა, რომ სკოლა სრულად აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს და წარმატებით ახორციელებს თავის საგანმანათლებლო მისიას. ეს მიღწევა გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, მომავალშიც განვაგრძოთ ხარისხიანი განათლების, ინოვაციური მიდგომებისა და თითოეული მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა.

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას! დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სკოლა მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან მიზანს მიაღწევს და კიდევ უფრო გააძლიერებს თავის პოზიციებს, როგორც წარმატებული და პროგრესზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება.

პატივისცემით,

სკოლის დირექცია ❤️

საქართველო 1700 წელი მართლმადიდებლობის სადარაჯოზე!  წმინდა გრიგოლ ხანძთელის კვალდაკვალ!💖„დიდებულთა კვალზე სიარული მომავლ...
19/06/2026

საქართველო 1700 წელი მართლმადიდებლობის სადარაჯოზე!

წმინდა გრიგოლ ხანძთელის კვალდაკვალ!💖

„დიდებულთა კვალზე სიარული მომავლის უკეთ შეცნობას გვასწავლის.“ 🇬🇪🙏🏻

92-ე საჯარო სკოლის მე-10ა კლასში ჩატარდა შთამბეჭდავი საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს — 1700 წელს მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

ღონისძიებამ მოსწავლეებს საშუალება მისცა, კიდევ ერთხელ ჩაღრმავებოდნენ იმ ისტორიულ გზას, რომელმაც საქართველო ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთ გამორჩეულ კერად აქცია.

წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა, მსჯელობებმა და ისტორიულმა მიმოხილვებმა ნათლად წარმოაჩინა, თუ რა უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანობის მიღებას ქართველი ერის სახელმწიფოებრივი, კულტურული და სულიერი განვითარებისათვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წმინდა გრიგოლ ხანძთელისა და მისი თანამოაზრეების, მოწაფეების ღვაწლს — მოღვაწეების, რომლებმაც თავიანთი სიბრძნით, შეუპოვრობითა და რწმენით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ქართული ეკლესიის, განათლებისა და კულტურის ისტორიაში. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს მათი მოღვაწეობის მნიშვნელობა და ის ფასეულობები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აძლიერებდა ქართველ ერს ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი.

ღონისძიება არ ყოფილა მხოლოდ ისტორიული ფაქტების გახსენება. ეს იყო შეხვედრა საკუთარ ფესვებთან, ეროვნულ მეხსიერებასთან და იმ სულიერ ძალასთან, რომელმაც საქართველოს მრავალჯერ გადაალახვინა განსაცდელი. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ ისტორიის ცოდნა წარსულის გახსენებასთან ერთად მომავლის პასუხისმგებლობაცაა.

სწორედ ასეთი აქტივობები აძლიერებს ახალგაზრდებში პატრიოტულ სულისკვეთებას, ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების სურვილსა და საკუთარი ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობას.

მადლობას ვუხდით მე-10ა კლასის მოსწავლეებს მაღალი ჩართულობის, საინტერესო პრეზენტაციებისა და ღირსეული მუშაობისთვის.

პროექტის ხელმძღვანელი:
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი — დალი გოშუა. ❤️

92-ე საჯარო სკოლის მე-6გ კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს პროექტი „მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა“, რომლის მიზა...
05/06/2026

92-ე საჯარო სკოლის მე-6გ კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს პროექტი „მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობა, ისტორიული და კულტურული ძეგლების შესწავლა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და შემოქმედებითი უნარების განვითარება.📜🖍
პროექტის დასაწყისში,
კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, მოამზადეს პრეზენტაციები და გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს სასწავლო პროცესში. ასევე გამოიყენეს Google Earth პროგრამა, რომლის დახმარებითაც ვირტუალურად მოინახულეს სხვადასხვა ქვეყანა და ღირსშესანიშნაობა, დაათვალიერეს ისინი სხვადასხვა რაკურსიდან და მიიღეს რეალური წარმოდგენა მათი მასშტაბისა და მდებარეობის შესახებ. 🌏💻
მიღებული ცოდნა მოსწავლეებმა პრაქტიკულ საქმიანობაში გადაიტანეს და საკუთარი ხელით ააწყეს მსოფლიოს ცნობილი ღირსშესანიშნაობების 3D მოდელები, მათ შორის: ეიფელის კოშკი, ტრიუმფალური თაღი, თაჯ მაჰალი, ჩინეთის დიდი კედელი, პიზის დახრილი კოშკი, წმინდა პეტრეს ბაზილიკა, ნოიშვანშტაინის სასახლე, თავისუფლების ქანდაკება და სხვა ცნობილი ძეგლები.🗽🕌🙌
პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, ისაუბრეს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, მის დაცვასა და შენარჩუნებაზე. 📝🙏
მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში კვლევითი, შემოქმედებითი, ტექნოლოგიური და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას, ამავდროულად კი უღვივებს პატივისცემასა და პასუხისმგებლობას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.🧑‍🏫💌

პედაგოგი: მარი ჩიკვილაძე

04/06/2026

92-ე საჯარო სკოლის მე-4ა კლასში ჩატარდა ღონისძიება თემაზე “საქართველოს კუთხეები”.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე, ისაუბრეს მათ ისტორიაზე, ტრადიციებსა და ღირშესანიშნაობებზე.
ღონისძიება იყო საინტერესო, შემეცნებითი და პატრიოტული. ❤️🤍🇬🇪

პედაგოგი: ნათია გოგიტაშვილი

2026 წლის 29 მაისს, 92-ე სკოლის IIგ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი სალომე ბანძელაძე), წარმოადგინეს პროექტის ,,ქართული ...
29/05/2026

2026 წლის 29 მაისს, 92-ე სკოლის IIგ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი სალომე ბანძელაძე), წარმოადგინეს პროექტის ,,ქართული კულტურა და ტრადიციები", პრეზენტაცია. 🇬🇪
მათ რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუშავეს ამ პროექტზე, ექვსმა ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე: ✍️
1. ქართული ტრადიციული სუფრა.
2. ქართული ხალხური სიმღერა.
3. ქართული ხალხური ცეკვა.
4. ქართული ხალხური ზღაპრები.
5. ტრადიციული სამოსი.
6. ძველი ქართული ქალაქი - მცხეთა.
პროექტი მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გამოვიდა.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული კულტურისა და ტრადიციებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავება.
მადლობა თითოეულ მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისთვის, მშობლებს მხარდაჭერისთვის და დამსწრე საზოგადოებას გულთბილი დამოკიდებულებისთვის.🙏

,,ვინც საკუთარ კულტურას იცნობს და აფასებს, ის მომავალსაც ღირსეულად ქმნის". ❤️

2026 წლის გაზაფხულზე (მარტი, აპრილი, მაისი), მე-8 ა და მე-9 ა კლასებში (დამრიგებლები: მაგული ცხადაძე და სოფიკო თოფურია) ...
29/05/2026

2026 წლის გაზაფხულზე (მარტი, აპრილი, მაისი), მე-8 ა და მე-9 ა კლასებში (დამრიგებლები: მაგული ცხადაძე და სოფიკო თოფურია) მათემატიკურ-ლოგიკური შიდასაკლასო კონკურსი ჩატარდა, რომლის ორგანიზატორებიც პედაგოგები — მიხეილ ჩიქოვანი და თამთა აბესაძე იყვნენ. გამოვლენილ გამარჯვებულ გუნდებს სიმბოლური, ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. მოსწავლეთა დიდი ინტერესის გამო, თითოეულ კლასში 8-კაციანი გუნდი შეიქმნა. შეჯიბრზე ორივე კლასის მოსწავლეებმა ბრწყინვალედ გამოავლინეს როგორც ღრმა მათემატიკური ცოდნა, ისე სამაგალითო გუნდური მუშაობის უნარი. მათ შორის გადამწყვეტი პაექრობა 27 მაისს, სკოლის ბიბლიოთეკაში შედგა. დაძაბულ ბრძოლაში, მცირედი უპირატესობით, მე-9 ა კლასმა გაიმარჯვა. მათ საზეიმოდ გადაეცათ სერტიფიკატები და 150-ლარიანი ვაუჩერი. 💞

92-ე საჯარო სკოლის VIგ კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო პროექტ „კულტურული მემკვიდრეობის“ ფარგლებში წარმოადგინეს ისტორიის და ...
29/05/2026

92-ე საჯარო სკოლის VIგ კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო პროექტ „კულტურული მემკვიდრეობის“ ფარგლებში წარმოადგინეს ისტორიის და კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნების ინტეგრირებული პროექტი თემაზე - „ძველი თბილისი“. ✅
პროექტის პირველი ეტაპი ისტორიის გაკვეთილზე დაიწყო, სადაც მოსწავლეები ჯგუფებად განაწილდნენ და სამუშაოდ აიღეს სხვადასხვა თემები: თბილისის დაარსების ლეგენდა, ძველი თბილისის არქიტექტურა, აბანოები, ძველი თბილისური კოლორიტები, კინტოები, ყარაჩოღელები და ა.შ 👥
შემდეგ ეტაპზე, კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე, მოსწავლეებმა ინტერნეტის გამოყენებით მოიძიეს ინფორმაცია, დაამუშავეს მასალა და შექმნეს თემატური პრეზენტაციები. ამ პროცესმა ხელი შეუწყო როგორც კვლევითი, ისე ციფრული უნარების განვითარებას. 🖥️
პროექტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო მტკვარზე მცირე გემით გასეირნება და ძველი თბილისის დათვალიერება. მოსწავლეები გიდის დახმარებით რეალურ გარემოში დააკვირდნენ ისტორიულ ნაგებობებსა და ღირსშესანიშნაობებს, რამაც მიღებული ცოდნა კიდევ უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი გახადა. 🚢
დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა სკოლაში წარმოადგინეს საკუთარი პრეზენტაციები. მათ ისაუბრეს თბილისის ისტორიაზე, კულტურასა და არქიტექტურულ მრავალფეროვნებაზე, გამოავლინეს გუნდური მუშაობის, კვლევისა და საჯარო გამოსვლის უნარები. 👨‍🏫
პროექტმა სწავლების პროცესი უფრო ცოცხალი, საინტერესო და პრაქტიკული გახადა. მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება ცოდნის არა მხოლოდ მიღებაში, არამედ მის გააზრებასა და რეალურ გარემოსთან დაკავშირებაში. 🖇️
მადლობა ყველა მოსწავლეს აქტიური ჩართულობისა და მონდომებისთვის! 🙏

ისტორიის პედაგოგი: მარინა საგატელიანი.
კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი: მარი ჩიკვილაძე.

💙💚

Address

ვაზისუბნის I მ/რ
Tbilisi
0152

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995322781470

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის 92-ე საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to თბილისის 92-ე საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category