სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქ. თბილისი, მ. ალექსიძის II შესახვევი, N2, Tbilisi.

სსსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანაა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა; ჰარმონიული, ზრუნვაზე ორიენტირებული, მეგობრული და თანასწორი გარემოს ფორმირებისა და განმტკიცების ხელშეწყობა; ძალადობის/ბულინგის, სარისკო ქცევების პრევენცია და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება; მოსწავლეების და სასკოლო ცხოვრებაში ჩართული სხვა სუბიექტებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების უზრუნველყოფა.

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერ...
29/09/2026

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებზე ტრენინგი გაიარეს.

ტრენინგის მიზანი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის, ასევე პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების გაცნობა იყო.

მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია საქმეთა შესწავლის პრინციპებისა და მეთოდების, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომისა და სექსუალური შევიწროების თაობაზე მგრძნობელობისა და ცნობიერების გაზრდის მნიშვნელობის შესახებ.

მანდატურის სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი 2020 წლიდან არის დანერგილი.

27/09/2026
პავლე მაჭარაშვილმა მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფსიქოსოციალური მო...
25/09/2026

პავლე მაჭარაშვილმა მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიმდინარე საქმიანობის პროცესში გამოკვეთილ სამუშაო საკითხებს, საჭიროებებსა და გამოწვევებს, ასევე ახალ სასწავლო წელს დაგეგმილ ღონისძიებებს.

მანდატურის სამსახურის უფროსმა, მიმდინარე პროგრამებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში დანერგილ სტრუქტურირებულ ტრიაჟის სისტემაზე და აღნიშნა, რომ მისი გამოყენება ხელს უწყობს ცენტრში გადმომისამართებული შემთხვევების საჭიროებების დროულ და თანმიმდევრულ შეფასებას, მათი რისკისა და სირთულის დონის განსაზღვრას, ასევე თითოეული შემთხვევისთვის შესაბამისი ფსიქოსოციალური მომსახურების შერჩევასა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სერვისში გადამისამართებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასკოლო მედიაციის პროგრამის მნიშვნელობას და გადაწყდა, სკოლის დონეზე არსებული კონფლიქტების ეფექტიანი მართვისა და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით, სკოლაში განაწილებული ყველა მანდატურის გადამზადება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის მიმართულებების განვითარების საკითხი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, სოციალური უნარებისა და ემოციური კეთილდღეობის გაძლიერებას.

პავლე მაჭარაშვილმა მადლობა გადაუხადა ფსიქოლოგებს პროფესიული საქმიანობისთვის, ყოველდღიური შრომისა და მოსწავლეთა ფსიქოსოციალური მხარდაჭერის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი სამუშაო ვიზიტით კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ეწვია და შეხვედრები ს...
21/09/2026

მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი სამუშაო ვიზიტით კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ეწვია და შეხვედრები სამსახურის ადგილობრივ თანამშრომლებთან გამართა.

შეხვედრებზე განიხილეს სამსახურის მიმდინარე საქმიანობა, მიღწევები და სამომავლო გეგმები. პავლე მაჭარაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება მანდატურის სამსახურის თანამშრომლების როლზე გაამახვილა და ისაუბრა იმ უსაფრთხო, მშვიდ და მხარდამჭერ გარემოზე, რომელიც მათი ძალისხმევით სკოლებში შეიქმნა.

პავლე მაჭარაშვილმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ერთგული და პროფესიული პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ მანდატურების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების კოორდინირებული თანამშრომლობა რეგიონებში მანდატურის სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრებს ესწრებოდნენ სამსახურის უფროსის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

პავლე მაჭარაშვილმა მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის სპეციალისტებთან სამუშაო...
17/09/2026

პავლე მაჭარაშვილმა მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის საქმიანობაში გამოკვეთილი საკითხები და საჭიროებები, ასევე ახალ სასწავლო წელს დაგეგმილი ღონისძიებები.

მანდატურის სამსახურის უფროსმა ისაუბრა როგორც მიმდინარე, ისე ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით დაგეგმილ პროგრამებზე, მათ შორის, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებისთვის შექმნილ ინტეგრირებულ პროგრამაზე, რომელიც განახლებული კონცეფციის ფარგლებში საპილოტედ განხორციელდება.

ასევე აღინიშნა, რომ ცენტრის მიერ შემუშავებული „სკოლებში პირველკლასელთა ტრანზიციის საპილოტე პროგრამა“, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სკოლაში ეფექტიანი ტრანზიციის მიზნით შეიქმნა, საქართველოს მასშტაბით 10 საპილოტე სკოლაში განხორციელდება.

პავლე მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ თითოეულ მოსწავლეს სასწავლო პროცესში სრულფასოვანი ჩართულობისთვის სკოლაში შესაბამისი მზაობა და მხარდაჭერა დახვდეს.

მანდატურის სამსახურის უფროსმა სპეციალისტებს მადლობა გადაუხადა მთელი წლის განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და მაღალი პასუხისმგებლობისთვის, რომლის ფარგლებშიც 3000-მდე ბავშვისა და მოსწავლის შეფასება განხორციელდა.

შეხვედრის დასასრულს პავლე მაჭარაშვილმა ახალი სტანდარტიზებული ინსტრუმენტის გამოყენების საკითხებში — „განვითარების შესაფასებელი ქართულ ნორმებზე ადაპტირებული ტესტის ET 6-6-R შესწავლა“ — გადამზადებულ სპეციალისტებს სერტიფიკატები გადასცა.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური გაფართოვდა და ახალი სასწავლო წლიდან დამატებით 15 საჯარო სკოლას მოიცავ...
15/09/2026

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური გაფართოვდა და ახალი სასწავლო წლიდან დამატებით 15 საჯარო სკოლას მოიცავს.

მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის სკოლებს ესტუმრა, სადაც მანდატურის სამსახური პირველად შევიდა.

პავლე მაჭარაშვილი მანდატურებს შეხვდა და წარმატებული, საინტერესო და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. მან მანდატურებს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც ისინი სკოლებში ბავშვების მხარდაჭერასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში ასრულებენ.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უსაფრთხოების კომპონენტით ქვეყნის მოსწავლეთა 90%-ზე მეტს ფარავს. სამსახური საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას ქვეყნის მასშტაბით 735 საჯარო სკოლაში უზრუნველყოფს.

15/09/2026
ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებო და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლე...
15/09/2026

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებო და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებო!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გისურვებთ მშვიდ, წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს, მრავალ სასიამოვნო სიახლეს, ახალ შესაძლებლობებსა და მნიშვნელოვან მიღწევებს.

მანდატურის სამსახური, როგორც ერთიანი და პროფესიონალი გუნდი, კვლავაც მაღალი პასუხისმგებლობით გააგრძელებს ზრუნვას მოსწავლეების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთი მშვიდი, უსაფრთხო, ღირსეული და მხარდამჭერი სასკოლო გარემოს განმტკიცებას, სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, სრულად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, მიიღოს ხარისხიანი განათლება და განვითარდეს.

გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს!

პავლე მაჭარაშვილი თბილისსა და რეგიონებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს შეხვდა.შეხვედრებზე განიხილეს ფსიქოსოციალური მომსახ...
14/09/2026

პავლე მაჭარაშვილი თბილისსა და რეგიონებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს შეხვდა.

შეხვედრებზე განიხილეს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საქმიანობა, არსებული გამოწვევები და ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილი სამუშაოები.

პავლე მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლიდან სოციალური მუშაობის მიმართულება თბილისსა და რეგიონებში ფართოვდება და დამატებით სკოლებს მოიცავს.

მანდატურის სამსახურის უფროსმა ასევე ისაუბრა სკოლებში აღდგენითი მიდგომის დამკვიდრებისა და პოზიტიური მშობლობის პროგრამების დანერგვაზე. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს უსაფრთხო, მხარდამჭერი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასკოლო გარემოს გაძლიერებას.

სოციალური მუშაკები სკოლებში მხარდამჭერ საქმიანობას აგრძელებენ, მათ შორის, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს ხელშეწყობის, ბულინგისა და სარისკო ქცევების პრევენციის, მშობლებისა და მოსწავლეების ჩართულობის გაძლიერების, არაფორმალურ განათლებაში მოსწავლეების მონაწილეობის გაზრდისა და მათი სოციალურ-ემოციური კომპეტენციების განვითარების მიმართულებით. ასევე, მათი საქმიანობა ხელს უწყობს მშობელთა აქტიურ მონაწილეობას სასკოლო ცხოვრებაში.

Address

ქ. თბილისი, მ. ალექსიძის II შესახვევი, N2
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

2 200220 3335

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური:

Shortcuts

Share