Spectrroom / სპექტრუმი

Spectrroom / სპექტრუმი სპექტრუმი - ბავშვთა განვითარების ცენტრი.
კონსულტაციაზე ჩასაწერად 👉 https://spr.ge/
რუკა 👉 https://maps.app.goo.gl/5EVhUnHaYcZMepwn8

28/09/2026

💥 ზუმბას დროა 🕺🏻💃🕺🏻💃🕺🏻💃

26/09/2026

არტ თერაპია გვეხმარება გავთავისუფლდეთ და გამოვხატოთ საკუთარი თავი! ✨

22/09/2026

ზუმბაა 🕺🏻🕺🏻🕺🏻💃💃💃💃

17/09/2026

💃 1. ჯანსაღი ფიზიკური განვითარება: ზუმბა აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას 🫀, ავითარებს კუნთებს 💪 და ხელს უწყობს გამძლეობის ამაღლებას 🏃‍♀️⚡️
🎶 2. კოორდინაცია და რიტმის გრძნობა: მუსიკაზე სხვადასხვა მოძრაობების გამეორება ბავშვებს ეხმარება სხეულის ბალანსისა 🤸‍♂️ და მოტორიკის განვითარებაში 👣✨
🤩 3. სტრესის განმუხტვა: მხიარული მუსიკა 🎵 და პოზიტიური გარემო 🌈 ეფექტურად ამცირებს ყოველდღიურ სტრესს ☀️✨

10/09/2026

📣 spectrRoom აფართოებს გუნდს!

ვეძებთ ბავშვებთან მუშაობით დაინტერესებულ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ პროფესიულ და მეგობრულ გარემოში მუშაობა.

🔎 ვეძებთ სპეციალისტებს შემდეგ პოზიციებზე:

🗣️ მეტყველების თერაპევტი / ლოგოპედი
• ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
• მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების შეფასება და განვითარება
• ინდივიდუალური თერაპიული გეგმის შედგენა და განხორციელება

🧠 ფსიქოლოგი
• ბავშვთა განვითარების თავისებურებების ცოდნა
• ემოციურ, სოციალურ და ქცევით სირთულეებზე მუშაობის უნარი
• მშობლებთან და მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა

🧩 სპეციალური პედაგოგი / ქცევითი მიმართულების სპეციალისტი
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
• ABA-სა და ქცევის მართვის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
• ინდივიდუალური მიზნების განსაზღვრისა და მათზე მუშაობის უნარი

🤸 ფიზიკური თერაპევტი
• ბავშვებთან მუშაობის სურვილი და შესაბამისი პროფესიული განათლება
• მოტორული უნარების შეფასებისა და განვითარების მიმართულებით მუშაობის უნარი

🎓 ასევე ვიწვევთ სტაჟიორებს!

თუ ხარ ფსიქოლოგიის, სპეციალური განათლების, მეტყველების თერაპიის, ფიზიკური თერაპიის ან მონათესავე მიმართულების სტუდენტი/კურსდამთავრებული და გინდა რეალურ გარემოში მიიღო პრაქტიკული გამოცდილება — შეგიძლია შემოგვიერთდე.

სტაჟირების ფარგლებში გექნება შესაძლებლობა:

✓ დააკვირდე და ჩაერთო პრაქტიკულ მუშაობაში
✓ გაეცნო ბავშვთა განვითარების სხვადასხვა შემთხვევას
✓ ისწავლო ქცევაზე დაკვირვება და მუშაობის პრაქტიკული პრინციპები
✓ იმუშაო გამოცდილი სპეციალისტების გვერდით
✓ მიიღო პროფესიული უკუკავშირი და სუპერვიზია
✓ წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში განიხილო spectrRoom-ში დასაქმების შესაძლებლობა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ სწავლის სურვილი, პასუხისმგებლობა, ბავშვთან ურთიერთობის უნარი და პროფესიული განვითარების მოტივაცია. 💛

📩 დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV პირად შეტყობინებაში.

თუ ჯერ არ გაქვთ დიდი სამუშაო გამოცდილება, მაგრამ ფიქრობთ, რომ ეს სფერო თქვენია — მოგვწერეთ მაინც.

📍 spectrRoom

09/09/2026
16/08/2026

🌿 ზოგჯერ თერაპიული სივრცე ბილიკია, რომელიც ჩანჩქერამდე მიდის.

გზა ყოველთვის მარტივი არ არის.
იღლები, ჩერდები, ელოდები სხვას, ითხოვ დახმარებას, ეხმარები მეგობარს და მერე ისევ აგრძელებ.

სწორედ ასეთ გარემოში ვხედავთ იმას, რასაც ოთახში ყოველთვის ვერ შევქმნით —
როგორ უმკლავდება ბავშვი სირთულეს, როგორ ეგუება ცვლილებას, როგორ მოქმედებს ჯგუფთან ერთად და როგორ აღმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს.

როჭოს ჩანჩქერამდე მისვლა ამ დღის მხოლოდ საბოლოო წერტილი იყო.

ჩვენთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ის გზა იყო, რომელიც ბავშვებმა იქამდე გაიარეს. 💚
ხო მეგობრებო ჩვენ ამ ბანაკმა ახალი მეგობრები შეგვძინა ამისთვის ძალიან ძალიან დიდი მადლობა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას 🥰🥰🥰🥰გყვარობთ

📍 ლაგოდეხი — როჭოს ჩანჩქერი
spectrRoom

Address

Tbilisi

Telephone

+995577504558

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Spectrroom / სპექტრუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Spectrroom / სპექტრუმი:

Shortcuts

Share