Academy of Literacy • წიგნიერების აკადემია

Academy of Literacy • წიგნიერების აკადემია

Share

შპს "წიგნიერების აკადემია" გათვლილია 5-დან 12 წლამდე ბაშვებისთვის.

Photos from Academy of Literacy • წიგნიერების აკადემია's post 01/07/2020

ცოტა გავივარჯოშოთ ინგლისურ ენაში ჩვენო ,,starer" -ებო.👇 👉მოუსმინეთ, 👉წაიკითხეთ, 👉გაიმეორეთ🦉 https://youtu.be/WCVhD7z_RVA- გახსენი ბმული !

05/06/2020

https://1c7951e0f713f82c10d3-9c5e6fbd2c9d828eb37b6bf0399bddd6.ssl.cf1.rackcdn.com/clean-green/index.html
დაალაგე ოთხი ,,წიგნიერების აკადემიასთან" ერთად. 🧐👀თან გაიუმჯობესე ინგლისურის ლექსიკა, თან ცოტათი ეკო-ლექსიკონიც გაიმდიდრე. მოკლედ მაგარი თამაშია დაიწყე 👇✊

Clean and Green

გაასწორე მაღვიძარას ისრები - სწავლა და გართობა 04/06/2020

ძალიან სახალისო სავარჯიშო საათის ცნობის გასაუმჯობესებლად. ✔
ისწავლე საათის ცნობა ,,წიგნიერების აკადემიასთან" ერთად. 🎈🎈🎯🎯

გაასწორე მაღვიძარას ისრები - სწავლა და გართობა თამაშით „გაასწორე მაღვიძარას ისრები“, ბავშვები შეძლებენ საათზე გამოსახული დროის წაკითხვას, ცნობას და თვითონ მო...

I can run 08/05/2020

https://learnenglishkids.britishcouncil.org/songs/i-can-run

ძალიან მარტივი და სახალისო სავარჯიშო ჩვენი starer-ებისთვის. 👀👂 გავიხსენოთ ზმნები და მოდალური ზმნები.

👂მოუსმინეთ სიმღერას;
👀მიჰყევით ტექსტს;
👂შემდეგ კვლავ მოუსმინეთ და ეცადეთ გაიმეორეთ სიმღერა;
✍️ შეუსამაბეთ ზმნები მოდალურ ზმნას; (იხ: სავარჯიშო კომენტარებში).

I can run Practise saying what you can do with this song about sports and activities.

05/05/2020

⏳იფიქრე; ✏იაზროვნე; 🎲იხალისე და
📝გვიპასუხე
მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებს მათემატიკის ლოგიკურ ამოცანებს გთავაზობთ:
Მოგვწერეთ თქვენი პასუხები,
შაბათს შემოგთავაზებთ სწორ პასუხებს. Გისრუვებთ წარმატებას!👍
1⃣სკამზე სხედან ბაბუა, კატა, ძაღლი და შვილიშვილი. თუკი ძაღლი, რომელიც ზის ყველაზე მარცხნივ, დაჯდება კატასა და ბაბუას შორის მაშინ ბაბუა აღმოჩნდება ყველაზე მარცხნივ. ვინ სად ზის❓
2⃣სამმა ძმამ დაიჭირა 29 თევზი. როდესაც ერთმა ძმამ კერძისთვის გადადო 6 თევზი, მეორემ – 2, ხოლო მესამემ – 3, სამივეს თანაბარი რაოდენობის თევზი დარჩა. რამდენი თევზი დაიჭირა თითოეულმა ძმამ❓
3⃣ნინო ცხოვრობს 16-სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე, თუ გადავთვლით ზევიდან. რომელ სართულზე ცხოვრობს ნინო❓
4⃣ოჯახში არის 4 ბავშვი. მათი ასაკია: 5, 8, 13 და 15 წელი. მათი სახელებია: ანა, გიორგი, მარიამი და ელენე. რამდენი წლისაა თითოეული მათგანი, თუკი ერთი გოგონა დადის საბავშვო ბაღში, ანა გიორგიზე უფროსია, ხოლო ანასა და მარიამის ასაკთა ჯამი იყოფა 3-ზე❓
5⃣ გოჭუნამ დათესა 8 რკო. ყველა რკოსაგან, გარდა ორისა გაიზარდა მუხა, ყველა მუხაზე, გარდა ორისა იზრდება რკო. ყველა ნაყოფიანი მუხის რკო, გარდა ერთისა, არ არის გემრიელი. რამდენი მუხის რკო არ არის გემრიელი❓

29/04/2020

ძალიან საინტერესო და სახალისო გაკვეთილი ჩვენი Starer-ებისთვის.
👂მოუსმინეთ ვიდეოს;
👀წაიკითხეთ ტექსტი;
👂ისევ მოუსმინეთ ვიდეოს და ეცადეთ გაიმეორეთ ვიდეოს პერსონაჟების დიალოგები ოჯახის წევრებთან ერთად. ბევრჯერ ბევრჯერ ✊🦉

https://www.youtube.com/watch?v=UYOgiNu_63Y

ტექსტი და სამუშაო ფურცელი.pdf 20/04/2020

ძალიან საინტერესო, სახალისო აქტივობა ჩვენი მესამე და მეოთხე კლასელებისთვის.
👀წაიკითხეთ მოცემული ტექსტი და ......👇👇
შენ იცი რა არის „წყალწყვის ხაზი“?
👇 ვინ შექმნა პირველი ხომალდი და რა მასალისგან;
🦉სხვადასხვა ქვეყნის გემების მშენებლობის ისტორიის ცოდნა დაგეხმარება თავად სცადო მარტივად, რა მასალით აგებული გემი, რა დანიშნულებით შეგიძლია გამოიყენო!
✊ რა უნდა გაითვალისწინოთ გემის მშენებლობის დროს, თუ ის ტვირთვის გადასატად არის შექმნილი?
👀👀აირჩიე დავალებებიდან ერთ-ერთი, შეასრულე და გაგვიზიარე შენი ჩატარებული ცდა ვიდეოს ან ფოტო კოლაჟის მეშვეობით...✊✊გელოდები 🤝👏 მოდი ,,წიგნიერების აკადემიაში" და მიიღე ხარისხიანი განათლება.

ტექსტი და სამუშაო ფურცელი.pdf

18/04/2020

ჩვენი Starer-ებისთვის აღდგომის დღესასწაულისთვის აუცილებელი სიტყვები. 🦉✍️მიჰყევით ინსტუქციას:
1.https://learnenglishkids.britishcouncil.org/sites/kids/files/attachment/flashcards-easter.pdf - შეისწავლეთ მითითებული ბმულიდან ახალი სიტყვები;👀👀
2. https://learnenglishkids.britishcouncil.org/word-games/easter- მოუსმინეთ და გაიმეორეთ ნასწავლი სიტყვები;👂👂
3https://learnenglishkids.britishcouncil.org/sites/kids/files/attachment/flashcards-easter-bw.pdf - გააფერადეთ შესაბამისი ნახატი, იმეორეთ სიტყვა ინგისურად რასაც აფერადებთ და მიუწერეთ გვერდით უჯრაში ცარიელ ადგილას.✍️✍️
#ისწავლეხალისითმიიღეხარისხი მოდი ,,წიგნიერების აკადემიაში" და მიიღე ხარისხიანი განათლება.

learnenglishkids.britishcouncil.org

Photos from Academy of Literacy • წიგნიერების აკადემია's post 14/04/2020

📣📣📣Სასკოლო მზაობის ასაკის ბავშვებს ოქროს ხანა აქვთ, სანამ სკოლაში შეაბიჯებენ, მნიშვნელოვანი უნარები უნდა გამოიმუშაონ და აკადემიური ცოდნაც შეიძინონ! ⬇გთავაზობთ, აქტივობებს, მშობლის ჩართულობით მათი განხორციელება სახალისო და სასარგებლო იქნება.
📝📝ამობეჭდეთ ან დაწერეთ ანბანი(გაუკეთეთ წერითი მიმართულების ისარი) .
მოაგროვეთ სათამაშოები , დაალაგეთ მაგიდაზე.📚🐜🎲📐📏✏⏰💡🐥
სთხოვეთ ბავშვს, დაალაგოს მათ გასწვრივ ის ასოები:
✅რომელზეც იწყება ამ სათამაშოს სახელი.
✅დადოს შესაბამისი ასო,რომელზეც იწყება და მთავრდება ამ სათამაშოს სახელი
✅ თანმიმდევრობით დააწყოს ბგერები ამ სათამაშოს სახელის შესაბამისად.
✅მიეცით ფლომასტერი და ასოების კონტური შემოხაზოს იმ მიმართულებით როგორც ისარი დაუხატეთ
✅ბგერები წარმოთქვით მკაფიოდ და გარკვევით
✅მოძებნეთ სახლში კიდევ რა ნივთების სახელები იწყება ამ ბგერებზე...
გისურვებთ წარმატებებს!

12/04/2020

ესეც ჩვენი Starter-ებისთვის

👂👂უყურეთ ვიდეოს;
✍️მოიძიეთ ახალი სიტყვები ტექსტში;
👀სიტყვების შესწავლის შემდეგ კვლავ უყურეთ ვიდეოს 👇🦉

https://www.youtube.com/watch?v=UJFogynsOk8

კარგი სკოლა / კვირის გზავნილი 12/04/2020

სახალისო დავალება ჩვენი მეორე კლასელებისთვის 👇🦉

მოუსმინე აუდიოვერსიას 👂👂
"როგორ მიაჭირა ქონდრისკაცმა თავი მთვარეს", თან ტექსტს თვალი მიაყოლე. რა თვისებებით გამოირჩეოდა ქონდრისკაცი და იყო თუ არა, მისი ხასიათი სიკეთის მომტანი?
✍️როგორ ფიქრობ, რეალურ ცხოვრებაში არსებობენ ქონდრისკაცები თუ მხოლოდ ზღაპრებში გვხვდებიან ისინი?
გაგვიზიარე შენი ცოდნა, რა იცი მათ შესახებ?ან დახატე შენი წარმოსახვით, როგორია ქონდრისკაცი.🧠👀
ტექსტი იხილეთ კომენტარებში👇

კარგი სკოლა / კვირის გზავნილი

27/03/2020

ძალიან სახალისო თამაში ,,წიგნიერების აკადემიის" ინგლისური ენის ,,Starter"-ებისთვის ანბანის გასამეორებლად. Go 👊👇

ABC

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address

გლდანი, ა/მიკრო რაიონი, ახმეტელის თეატრის უკან "ბლექ სი 1"-ის შენობა
Tbilisi

Opening Hours

Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Saturday 00:00 - 19:00