ფინანსთა სამინისტროს აკადემია / MOF Academy

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფინანსთა სამინისტროს აკადემია / MOF Academy

ფინანსთა სამინისტროს აკადემია / MOF Academy სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ოფიციალური გვერდი

Official page of the Academy of the Ministry of Finance of Georgia

ფინანსთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მოწოდებულია საზოგადოების ყველა სეგმენტს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და მოთხოვნებზე მორგებული მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები და ტრენინგები.

აკადემია ზრუნავს პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაზე ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით ადამიანური რესურსის კომპეტენციის გაძლიერებაზე. აკადემია მიზნად ისახავს, დააკმაყოფილოს საქართველოში არსებული საჭიროებები პროფესიული ცოდნის, უნარებისა და განვითარების მხრივ, ჩვენი მსმენელების, თანამშრომლების თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო და ღირებული ინფორმაციის მოგროვების, ანალიზისა და გავრცელების გზით.

აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საუნივერსიტეტო წრეებთან. აკადემიის პრიორიტეტული მიმართულებებია: ფინანსები, ბიუჯეტირება, საგადასახადო ადმინისტრირება, ბუღალტერია, მენეჯმენტი, უცხო ენები და პროფესიული უნარების განვითარებაზე მიმართული სხვა პროექტები.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა: ...
15/07/2026

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა: “კორპორაციული სამართლის პრაქტიკული საკითხები” მიმდინარეობს.

შეხვედრის მიზანია მონაწილეებს გააცნოს კორპორაციული სამართლის ძირითადი ინსტიტუტები — საწარმოთა რეორგანიზაცია და დაშლა, გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის რეგულირება, კორპორაციული მართვის სტანდარტები (მათ შორის სახელმწიფო საწარმოებისთვის), კაპიტალისა და სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირება შპს-სა და სააქციო საზოგადოებაში, ასევე მოგებისა და დივიდენდების განაწილების საკითხები.

სამუშაო შეხვედრას აკადემიის სერტიფიცირებული ტრენერი დავით მაისურაძე და მოწვეული ტრენერი სოფიო მაჭავარიანი უძღვებიან.

 #ფინანსთასამინისტროსაკადემია #6თვისგანმავლობაში
13/07/2026

#ფინანსთასამინისტროსაკადემია
#6თვისგანმავლობაში

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებითა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ქალაქ თბილისი...
07/07/2026

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებითა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსი: “სახელმწიფო შესყიდვები” განხორციელდა.

კურსს აკადემიის სერტიფიცირებული ტრენერი ალექსანდრე ჩხიკვიშვილი უძღვებოდა.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მიხეილ ამაშუკელმა გადასცეს.

ფინანსთა სამინისტროს აკადემია მომავალშიც განაგრძობს საჯარო სექტორის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

📚აკადემია აგრძელებს თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის გაზიარებას.გთავაზობთ საჯარო ლექციას თემაზე: საგადასახადო სისტემის ძ...
03/07/2026

📚აკადემია აგრძელებს თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის გაზიარებას.

გთავაზობთ საჯარო ლექციას თემაზე: საგადასახადო სისტემის ძირითადი პრინციპები.

შეხვედრის მიზანია სტუდენტებში საგადასახადო ცნობიერებისა და კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითადი პრინციპების გაცნობა და იმ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

თარიღი: 9 ივლისი
დრო: 19:00 საათი
ხანგრძლივობა: 2 საათი
ფორმატი: Online

▶️ 8 ივლისის ჩათვლით დარეგისტრირდით ბმულზე: https://e.mofacademy.ge/ka/Course/ViewCourse/4302

🔸საჯარო ლექციას გაუძღვება თათია ბერიანიძე

#ფინანსთასამინისტროსაკადემია
#საჯაროლექცია
#საჯაროლექცისტუდენტებისთვის
#საგადასახადოსისტემა

📢 ფინანსთა სამინისტროს აკადემია იწყებს რეგისტრაციას საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე. პროგრამა მ...
02/07/2026

📢 ფინანსთა სამინისტროს აკადემია იწყებს რეგისტრაციას საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე.

პროგრამა მიზნად ისახავს, ქვეყნის მასშტაბით, შიდა აუდიტის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად მიახლოვებას, შიდა აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით.

📝 საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა შემუშავებულია ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის - ჰარმონიზაციის ცენტრისა და OECD-SIGMA-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

პროგრამის მოდულები:
📑 I მოდული — შიდა აუდიტის საფუძვლები
📑 II მოდული — შიდა აუდიტის პრაქტიკა
📑 III მოდული — მმართველობა, სტრატეგია, რისკის მართვა და კონტროლი
📑 IV მოდული — ადგილობრივი კანონმდებლობა

პროგრამის ღირებულება: 5000 ₾

ფორმატი: ჰიბრიდული (პირისპირ, ონლაინ)

📅 თარიღი: I და II მოდული: 14 სექტემბერი – 18 დეკემბერი, 2026 წელი
III და IV მოდული: 18 იანვარი - 23 აპრილი, 2027 წელი

▶️ დეტალური ინფორმაცია:https://mofacademy.ge/Content/files/Audit2.pdf

▶️ სარეგისტრაციო ბმული: https://e.mofacademy.ge/ka/Course/MyInterests/1333

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომაშვილი
📱მობ: +995 591 32 03 10
📧 [email protected]

#ფინანსთასამინისტროსაკადემია
#შიდააუდიტისსერტიფიცრებისპროგრამა

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვ...
29/06/2026

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
თანამშრომლებისთვის განხორციელდა ტრენინგკურსი: „კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების სახელმძღვანელო პრინციპები“.

ტრენინგის მიზანია მონაწილეთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების ნაწილის მომზადების მიმართულებით.

კურსს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სერტიფიცირებული ტრენერი შორენა კახიძე უძღვებოდა.

26/06/2026
23/06/2026

#ინდივიდუალურიმეწარმე #სტაჟიორი #საგადასახადო #ინდმეწარმე #ხელფასი #შემოსავალი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ ორგანიზაციას - International Bank for Reconstr...
18/06/2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ ორგანიზაციას - International Bank for Reconstruction and Development (IBRD) - შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.

აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას პროფესიული განვითარების, ცოდნის გაზიარებისა და რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.

მემორანდუმი წარმოადგენს თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტს, რომლის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ერთობლივი სასწავლო პროგრამების, ტრენინგების, კვლევითი და ცოდნის გაზიარების ინიციატივების განხორციელებას.
თანამშრომლობა ორიენტირებული იქნება საჯარო სექტორის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებაზე.

ხელმოწერამდე შეხვედრა გაიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუასთან.

#ფინანსთასამინისტროსაკადემია

#მემორანდუმი

15/06/2026

🔷 ფინანსთა სამინისტროს აკადემია გთავაზობთ ტრენინგკურსს: ტრანსფერ ფრაისინგის რისკების მართვა და დოკუმენტირება.

🔸ტრენერი: მარიამ გუგუტიშვილი

დეტალური ინფორმაცია: https://mofacademy.ge/ka/training/tfrmd

#ფინანსთასამინისტროსაკადემია
#ტრანსფერფრაისინგი
#ტრენინგკურსი

Address

ვლადიმერ წითლანაძის ქ. №5
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599082090

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფინანსთა სამინისტროს აკადემია / MOF Academy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ფინანსთა სამინისტროს აკადემია / MOF Academy:

Shortcuts

Share