მხიარული ლაბორატორია • Funny Laboratory

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მხიარული ლაბორატორია • Funny Laboratory

მხიარული ლაბორატორია •  Funny Laboratory მხიარული ლაბორატორია/ Funny Laboratory

28/07/2026

✨ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გზაზე!

2026 წლის 23–24 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებით უმასპინძლა II Global Symposium on Chemistry, Biochemistry and Health Sciences (GSCBH 2026)-ს.

სიმპოზიუმი ჩატარდა "Chemistry and Human Health"-ის ინიციატივითა და ორგანიზებით, რომელიც დააფუძნა მარინე შავლაყაძემ Marika Shavlakadze. პლატფორმის მისიაა მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციების განვითარება, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება და მეცნიერებისთვის, მკვლევრებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მდგრადი სივრცის შექმნა.

🌍 23-24 ივლისს სიმპოზიუმმა კიდევ ერთხელ გააერთიანა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები და დარგის ექსპერტები, რომლებმაც ერთმანეთს გაუზიარეს თანამედროვე კვლევები, სამეცნიერო მიღწევები და მომავალი თანამშრომლობის იდეები.

ორდღიანი სამეცნიერო პროგრამა მოიცავდა:
🔸 3 პარალელურ სამეცნიერო სექციას;
🔸 საერთაშორისო მოწვეულ სპიკერებს;
🔸 ზეპირ, ონლაინ და პოსტერულ პრეზენტაციებს;
🔸 სამეცნიერო დებატებს;
🔸 პრაქტიკულ ვორქშოპს;
🔸 პროფესიულ დისკუსიებს თანამედროვე მეცნიერების აქტუალურ საკითხებზე;
🔸 სამეცნიერო-საგანმანათლებლო გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იყო "Chemistry and Human Health"-ის საგანმანათლებლო და სამეცნიერო რესურსები, ასევე სიმპოზიუმის სპონსორების — MAKLINE COSMETICS-ისა და PIEL NATURALS-ის ნატურალურ ექსტრაქტებზე დამზადებული პროდუქცია;
🔸კულტურულ პროგრამას — ძველი ბათუმის საფეხმავლო ტურს პროფესიონალი ქართულ-ინგლისურენოვანი გიდის თანხლებით, რომელმაც უცხოელ და ქართველ სტუმრებს გააცნო ქალაქის ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა და ბათუმის უნიკალური არქიტექტურა.

დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ GSCBH მხოლოდ საერთაშორისო სიმპოზიუმი აღარ არის — ის იქცა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის, ახალი პარტნიორობების, ინოვაციური იდეებისა და მომავალი ერთობლივი კვლევითი პროექტების პლატფორმად.

🙏 განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით:

▪️ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტს— მასპინძლობისთვის, ნდობისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.
▪️ სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს — უდიდესი შრომის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, რომელმაც ეს მასშტაბური ღონისძიება წარმატებით აქცია რეალობად.
▪️ სამეცნიერო კომიტეტს — მაღალი პროფესიონალიზმის, აკადემიური მხარდაჭერისა და სიმპოზიუმის მაღალი სამეცნიერო ხარისხის უზრუნველყოფისთვის.
▪️ ჩვენს სპონსორებს — Makline Cosmetics-სა და Piel Naturals პიელ ნატურალსი — ნაყოფიერი თანამშრომლობის, ნდობისა და ღონისძიების მხარდაჭერისთვის.
▪️ მოწვეულ ქართველ და უცხოელ სპიკერებს, ყველა მომხსენებელს, მონაწილესა და მსმენელს — ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარებისთვის, რამაც GSCBH 2026 კიდევ უფრო გააძლიერა, როგორც საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პლატფორმა.

💙 თითოეული თქვენგანის ჩართულობამ, პროფესიონალიზმმა და მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების წარმატებაში. გულითად მადლობას გიხდით, რომ ამ ისტორიის ნაწილი გახდით!

📸 მომდევნო დღეების განმავლობაში გაგიზიარებთ სიმპოზიუმის ყველაზე საინტერესო მომენტებს, გამორჩეულ გამოსვლებს, ემოციებს, ფოტოებსა და ვიდეოებს.

დაელოდეთ სიახლეებს ჩვენგან 💧"Chemistry and Human Health" აგრძელებს საერთაშორისო სამეცნიერო ხიდების შექმნას, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას და მეცნიერების განვითარებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

📚 ეროვნულ გამოცდებამდე დრო ცოტაა!თუ ქიმიის საანგარიშო ამოცანებში მეტი პრაქტიკა გჭირდებათ, გთავაზობთ ორ პრაქტიკულ გზამკვლ...
17/06/2026

📚 ეროვნულ გამოცდებამდე დრო ცოტაა!

თუ ქიმიის საანგარიშო ამოცანებში მეტი პრაქტიკა გჭირდებათ, გთავაზობთ ორ პრაქტიკულ გზამკვლევს:

🧪 ბროშურა 1
ქიმიის ეროვნული გამოცდების 2025 წლის ტიპის ამოცანები

🧪 ბროშურა 2
ქიმიის ეროვნული გამოცდების 2024 წლის ტიპის ამოცანები

✅ დეტალური განხილვები
✅ ნაბიჯ-ნაბიჯ ამოხსნები
✅ ეროვნული გამოცდის სტილზე მორგებული ამოცანები
✅ დამოუკიდებლად მუშაობისთვის

💻 PDF ვერსია – 10 ლარი

🎁 ორივე ბროშურის ერთობლივი შეძენა – 18 ლარი (20 ლარის ნაცვლად)

📩 შეკვეთისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

წარმატებებს ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს! 💙🧪

#ქიმია #ეროვნულიგამოცდები #აბიტურიენტი2026 #ქიმიისმომზადება #ქიმიისამოცანები #ეროვნულები #მოსწავლეები #ქიმიისრეპეტიტორი #უნივერსიტეტი #სწავლა

👨‍🔬 4 წლის ლუკამ დღეს ნამდვილი ქიმიური ექსპერიმენტი ჩაატარა სახლში 🧪🧫 თვითონ აურია ნივთიერებები და შედეგმაც გაგვაოცა 😲ბა...
28/02/2026

👨‍🔬 4 წლის ლუკამ დღეს ნამდვილი ქიმიური ექსპერიმენტი ჩაატარა სახლში 🧪🧫 თვითონ აურია ნივთიერებები და შედეგმაც გაგვაოცა 😲

ბავშვებს მეცნიერება ძალიან უყვართ 🔬
უბრალოდ უნდა მივცეთ საშუალება საკუთარი ხელით აღმოაჩინონ სამყარო.

ეს არის ნამდვილი სწავლა თამაშით ❤️

გინდათ კიდევ დავდოთ ასეთი ექსპერიმენტები ბავშვებისთვის?
დაწერეთ კი კომენტარში 👇





#მხიარულილაბორატორია

 #ლუკასმხიარულიექსპერიმენტები💫🎉🎊🧪🧫
26/02/2026

#ლუკასმხიარულიექსპერიმენტები💫🎉🎊🧪🧫

🔬✨ დღეს ჩვენი ყველაზე პატარა მეცნიერი ლუკა კრისტალებს ზრდიდა!ექსპერიმენტი, ცოტა მოთმინება და დიდი ინტერესით სავსე თვალებ...
13/02/2026

🔬✨ დღეს ჩვენი ყველაზე პატარა მეცნიერი ლუკა კრისტალებს ზრდიდა!

ექსპერიმენტი, ცოტა მოთმინება და დიდი ინტერესით სავსე თვალები — ასე იბადება მეცნიერების სიყვარული ❤️

მეცნიერება ბავშვებისთვის უნდა იყოს არა მხოლოდ სასწავლო, არამედ მხიარული თავგადასავალიც!

#მხიარულილაბორატორია #პატარამეცნიერი

10/02/2026

#𝐖𝐨𝐫𝐤𝐬𝐡𝐨𝐩 პრაქტიკული ვორქშოპი ქიმიაში
👩‍🔬 ინოვაციური სწავლება ხსნარების თემაზე — თეორია ➕ ამოცანები ➕ ლაბორატორია 💫 ერთ სივრცეში

✨ თუ გსურთ, სწავლება გახდეს უფრო ინტერაქტიული, პრაქტიკული და თანამედროვე — ეს ვორქშოპი თქვენთვის არის .

ვორქშოპი აერთიანებს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს, ამოცანებზე დაფუძნებულ სწავლებას და აქტიურ ლაბორატორიულ მუშაობას — რათა მიღებული ცოდნა მონაწილეებმა დაუყოვნებლივ გამოიყენებადი იყოს რაქტიკაში.

✔ ქიმიის მასწავლებლებისთვის
✔ უნივერსიტეტის ლექტორებისთვის
✔ STEM სფეროს სპეციალისტებისთვის
✔ თანამედროვე განათლების მეთოდებით დაინტერესებული პროფესიონალებისთვის

📚 ვორქშოპის პროგრამა მოიცავს :
✅ ხსნარების ძირითადი ტიპები — სიღრმისეული განხილვა
✅ კონცენტრაციის ერთეულები და გამოთვლის მეთოდები
✅ ხსნარებზე ამოცანების ამოხსნა (ყველა ძირითადი ტიპის მაგალითით)
✅ სტანდარტული ხსნარების მომზადების პრინციპები
✅ ეფექტური და უსაფრთხო ლაბორატორიული აქტივობების დაგეგმვა

🧪 რა ხდის ამ ვორქშოპს განსაკუთრებულს?
მონაწილეები არ იქნებიან მხოლოდ მსმენელები — ისინი პირადად ჩაერთვებიან ლაბორატორიულ პროცესში და ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით საკუთარი ხელით დაამზადებენ სტანდარტულ ხსნარებს.
👉 რაც უზრუნველყოფს:
✔ თეორიის პრაქტიკაში გადატანას
✔ ლაბორატორიული უნარების განვითარებას
✔ სიზუსტისა და პროფესიული მიდგომის ჩამოყალიბებას
✔ მეტ თავდაჯერებულობას ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარების დროს

👩‍🏫 ვორქშოპის ექსპერტები :
🔹 მადონა სამხარაძე | ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი (თეორიული ნაწილი და ამოცანები)
🔹 მარინე შავლაყაძე | ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის აკადემიური დოქტორი, ქიმიკოსი (ლაბორატორიული და პრაქტიკული ნაწილი)

📅 თარიღი: 28 მარტი, 2026
🕒 ხანგრძლივობა: 4 საათი
📍 თბილისი
💰 ღირებულება: 150 ლარი (ერთი მონაწილე)

📌 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
📩 დამატებით დეტალებზე დაგვიკავშირდით

#ვორქშოპი

31/01/2026
14/01/2026
12/01/2026

თქვენთვის სასიამოვნო შეთავაზება გვაქვს ☺️
🧩 შეიძინეთ პერიოდულობის სისტემის ფაზლი
🎁 და მიიღეთ საჩუქრად ქიმიის ამოცანების ამოხსნის გამარტივებული მეთოდოლოგია - ონლაინ ტრენინგი -ზე დასასწრები ბილეთი

ფაზლი არის პირველი ნაბიჯი —
ტრენინგი კი ცოდნის გაღრმავება.

ონლაინ ტრენინგი მოიცავს ქიმიის ამოცანების ამოხსნას,
ლოგიკურ აზროვნებას და იმ მეთოდოლოგიას, რომელიც შედეგიანია როგორც სწავლების პროცესში, ასევე გამოცდებზე.

👩‍🏫 ტრენერი — მარიკა შავლაყაძე
გამოცდილი ქიმიკოსი, თანამედროვე STEM მიდგომებითა
და მრავალწლიანი სასწავლო პრაქტიკით.

📅 ტრენინგი ჩატარდება:
23.01.2026 | 11:00–12:30 | დისტანციურად

📩 დამატებითი დეტალებისთვის , გთხოვთ გამოგვეხმაუროთ, როგორც კომენტარებში , ისე პირად შეტყობინებაში : [email protected]

✨ თამაში შეიძლება იქცეს სწავლად,
სწავლა — შედეგიან ცოდნად.

Address

Tbilisi
0186

Telephone

995558108069

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მხიარული ლაბორატორია • Funny Laboratory posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to მხიარული ლაბორატორია • Funny Laboratory:

Shortcuts

Share