მადლობა
სიყვარულისთვის და ნდობისთვის!
შემოქმედებითი სახელოსნო-სალონი
Semoqmedebiti centri
ძვირფასო ბავშვებო!
მოგესალმებით და გთავაზოვთ საინტერესო სიახლეს
..თუ ხარ კრეატიული, მეგობრობ წიბნებთან, გიყვარს წერა და გსურს დაეუფლო სიტყვის ხელოვნებას გთავაზობთ შესანიშნავ პროგრამას, რომელსაც ქალბატონი ქეთი ჯაყელი ხელმძღვანელობს. შენ დაეუფლები, ერთი შეხედვით ურთიერთშეუსაბამო მოვლენების დაკავშირებას ერთმანეთთან, რასაც შემოქმედებითი აზროვნება ქვია. თბილი და მეგობრული გარემო, სწავლების ფორმა- არტ თერაპიის კომპონენტებს შეიცავს. გახდი პატარა მწერალი და იამაყე საკუთარი შემოქმედებით!
ჯგუფები ფუნქციონირებს, დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე:
577 319008; 577 309072
ჩემი სიამაყე-ნინი ირემაძე
"იზრუნე სხვაზე ისევე, როგორც საკუთარ თავზე"
სოციალური პროექტი-"არტ-აქტივი"
24/06/2015
მადლობას ვუხდით მიხეილ კიანს!
21/05/2015
რატომ უნდა იყოს 21-ე საუკუნის მოსწავლე სოციალურად აქტიური და მედიაწიგნიერი?
შემოგვიერთდი და თავად გახდი პროცესების უშუალო მონაწილე. კრეატიულობა, ანალიტიკური აზროვნება და კვლევა არის "მოსწავლეთა სადისკუსიო კლუბი"-ს წევრების ძირითადი იარაღი.
"პიკის საათი" 14.05.15.
სადისკუსიო კლუბი სოციალურად აქტიური მოსწავლეებისთვის!
11/05/2015
სადისკუსიო კლუბის წევრების სამუშაო შეხვედრა.
თემა: "პიროვნება და სოციუმი-თვითაღიარების პრობლემა"
მონაწილეები:
165-ე სკოლის მოსწავლეები, AIA-GESS გიმნაზიის მოსწავლეები.
"27 არასამთავრობო გაერთიანებული ორგანიზაციის" წარმომადგენლები- გიორგი გოგუა, Dadu Ballard.
შემოგვიერთდი და იყავი პროცესების უშუალო მონაწილე!
სადისკუსიო მაგიდა შედგება 30 მაისს, 17:00 საათზე, "მედიათეკის"-ვაკის ფილიალში.
იყავი აქტიური და იგრძენი თავი სოციუმის სრულფასოვან წევრად!
ბავშვთა ესთეტიკური აღზრდისა და განვითარების ცენტრის და "მედიათეკების გაერთიანების" ერთობლივი პროექტი მემორანდუმის საფუძველზე-
"სადისკუსიო კლუბი"-სოციალურად აქტიური მოსწავლეებისთვის!.
კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე საფეხურის ნებისმიერ მსურველს, სადისკუსიო ფორმატი მოიცავს შემდეგ თემებს:-სოციოლოგია, კულტურა, ხელოვნება,მედიაწიგნიერება, სამოქალაქო განათლება, მეცნიერება. პროექტი მიზნად ისახავს არაფორმალურ ვითარებაში მიღებული ცოდნის აქტიურ ზემოქმედებას ფორმალურ განათლებაზე. სადისკუსიო შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია.
მხარდამჭერი-"მედიათეკის ვაკის ფილიალი"..
03/05/2015
ბავშვთა ესთეტიკური აღზრდისა და განვითარების ცენტრმა შესთავაზა მოსწავლეებს შემეცნებითი ციფრული გაკვეთილი-"მეცნიერება და თანამედროვე ტექნოლოგიები", ასევე მოსწავლეების პრეზენტაცია თემაზე: "იზრუნე გარემოზე- დაიწყე საკუთარი საკლასო ოთახიდან!". ასეთი ფორმატის აქტივობა მიზნად ისახავს მოსწავლეებს შორის სადისკუსიო უნარ-ჩვევების განვითარებას, პრეზენტაციის მართვას, საკუთარი თავის წარმოჩენას პატარა მეცნიერის როლში.
მადლობას ვუხდით:
მიხეილ კიანს და პროექტში მონაწილე მოსწავლეებს!
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Telephone
Website
Address
Tbilisi
0100