British-Georgian Academy • ბრიტანულ-ქართული აკადემია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • British-Georgian Academy • ბრიტანულ-ქართული აკადემია

British-Georgian Academy • ბრიტანულ-ქართული აკადემია The British Georgian Academy (BGA) is a private school in Tbilisi, Georgia.

16/08/2026

🎓 კომბინირებული ცოდნა და დაწყებითი საფეხურის მთავარი უპირატესობები - „სასარგებლო პოდკასტის“ ახალი ეპიზოდი ბავშვის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს ეთმობა.

✨ ეპიზოდი განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო იქნება როგორც მშობლებისთვის, ისე პედაგოგებისთვის!

▶️ გამოიწერეთ ბრიტანულ-ქართული აკადემიის YouTube არხი და დაელოდეთ მორიგ ეპიზოდს! 🔔

https://www.youtube.com//videos

#სასარგებლოპოდკასტი

🎓✨გაიცანით მარიამ ხუხუნაიშვილი - ბრიტანულ-ქართული აკადემიის IB სადიპლომო პროგრამის (IB DP) კურსდამთავრებული და 100%-იანი...
14/08/2026

🎓✨გაიცანით მარიამ ხუხუნაიშვილი - ბრიტანულ-ქართული აკადემიის IB სადიპლომო პროგრამის (IB DP) კურსდამთავრებული და 100%-იანი საგრანტო დაფინანსების მფლობელი, რომელიც სწავლას The University of Hong Kong (HKU)-ის 4-წლიან საბაკალავრო პროგრამაზე, საბუნებისმეტყველო მეცნიერების (Bachelor of Science) მიმართულებით გააგრძელებს!

💰 მან მოიპოვა 100%-იანი სრული დაფინანსება (Full-Tuition Entrance Scholarship), რომლის ჯამური ღირებულება $128,000 USD-ს შეადგენს.

🇭🇰 The University of Hong Kong-ს მსოფლიო რეინტინგში მე-11 ადგილი უჭირავს, ხოლო აზიაში 1-ელი ადგილი.

🏆 მარიამის გამორჩეული მიღწევები:

🎯 IB DP-ის სადიპლომო გამოცდის შედეგი: მარიამმა IB-ის მაქსიმალური 45 ქულიდან 43 მიიღო და მსოფლიოს საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულთა ტოპ 5%-ში მოხვდა. 43 ქულის მისაღებად მოსწავლემ მაღალი შედეგი სხვადასხვა საგანში, კვლევით დავალებებსა და პროგრამის ძირითად კომპონენტებში უნდა აჩვენოს, რაც ფართო აკადემიური მომზადების, თანმიმდევრული შრომისა და ინტელექტუალური დამოუკიდებლობის მაჩვენებელია.

🇬🇧 Ellison Scholars Undergraduate Programme: 2025 წლის ნახევარფინალისტი გლობალურ ინოვატორებს შორის. ეს არის ოქსფორდის უნივერსიტეტის (University of Oxford) სრულად დაფინანსებული, პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამა. მას აფინანსებს EIT Oxford-ი და ის ავლენს გამორჩეულ ახალგაზრდებს, რომლებსაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით გლობალური პრობლემების გადაჭრა სურთ.

🌎 Global Changemaker Challenge: მარიამმა მსოფლიოს საუკეთესო 20 ფინალისტს შორის დაიკავა ადგილი - Global Changemaker Challenge არის საერთაშორისო კონკურსი, რომელსაც ინდიანას (აშშ) University of Evansville თავის პარტნიორ კომპანია Toyota-სთან ერთად მასპინძლობს. კონკურსი მსოფლიოს მასშტაბით უძლიერეს სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს, რომლებიც რეალური სოციალური, გარემოსდაცვითი და ტექნოლოგიური გამოწვევების გადასაჭრელად ინოვაციურ პროექტებს ქმნიან.

🇬🇧 მარიამმა შემოთავაზებები დიდი ბრიტანეთის Russell Group-ის რეიტინგული უნივერსიტეტებიდანაც მიიღო:

🔹University of Warwick
🔹University of Bristol
🔹Cardiff University

გილოცავთ, მარიამ! 🚀👏

13/08/2026

🎧 როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი მეცადინეობისთვის და რა როლი აქვს მშობელს ბავშვის განვითარებაში?

📚 დაწყებითი საფეხურის პედაგოგი ხათუნა რაზმაძე სასარგებლო პოდკასტის ახალ ეპიზოდში მნიშვნელოვან და პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებს ბავშვის მხარდაჭერისა და განვითარების მიმართულებით.

▶️ გამოიწერეთ ბრიტანულ-ქართული აკადემიის YouTube არხი და დაელოდეთ მორიგ ეპიზოდს! 🔔

https://www.youtube.com//videos

#სასარგებლოპოდკასტი

🎊🎓 ჩვენი IB სადიპლომო პროგრამის (IB DP) კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებული, ანა ტაბაღუა, სწავლას აშშ-ის ერთ-ერთ წამ...
05/08/2026

🎊🎓 ჩვენი IB სადიპლომო პროგრამის (IB DP) კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებული, ანა ტაბაღუა, სწავლას აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან კვლევით უნივერსიტეტში - Drexel University-ში, ფინანსების მიმართულებით გააგრძელებს!

👩‍🎓ანამ ამერიკული უნივერსიტეტებისგან მასშტაბური დაფინანსება მოიპოვა - ჯამში $706,200-ზე მეტი სტიპენდია!

🇺🇸 მიღებული შემოთავაზებები და სტიპენდიები:

🔹 Drexel University - $154,200 აშშ
🔹 Marist University - $160,000
🔹 Adelphi University - $148,000
🔹 Syracuse University - $104,000 სტიპენდია
🔹 Barry University - $80,000 სტიპენდია
🔹 George Washington University - $60,000
🔹 The University of Pittsburgh

💫 გილოცავთ, ანა!

🎓✨ აკადემიის ქართული პროგრამის მოსწავლე, ლუკა ბაქარაშვილი, სწავლას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელ...
30/07/2026

🎓✨ აკადემიის ქართული პროგრამის მოსწავლე, ლუკა ბაქარაშვილი, სწავლას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს!

👨‍🎓 ლუკამ მოწვევა ბელგიის ორი წამყვანი სასწავლებლიდან - KU Leuven-იდან და Vrije Universiteit Brussel (VUB)-იდან მიიღო. მან არჩევანი KU Leuven-ზე შეაჩერა, სადაც სწავლას ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს.

🏛️ KU Leuven-ის გლობალური აღიარება:

🌍 შედის მსოფლიოს TOP 50–60 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის (THE World University Rankings-ში #43-ე ადგილი, QS World University Rankings-ში #59-ე)

🇧🇪 იკავებს #1 ადგილს ბელგიაში და ითვლება ევროპის ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად.

🚀👏 გილოცავთ, ლუკა!

28/07/2026

British-Georgian Academy • ბრიტანულ-ქართული აკადემია-ის IB სადიპლომო პროგრამის (IB DP) კურსდამთავრებულმა, ელენე სულავამ, $370,000 აშშ დოლარის (დაახლოებით 1 მილიონი ლარის) დაფინანსება და სრული გრანტი მოიპოვა კანადის University of British Columbia (UBC)-ში, რომელიც მსოფლიოს TOP 40 უნივერსიტეტის სიაში შედის. ელენე სწავლას საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს.

მან მოიპოვა UBC-ის უმაღლესი აკადემიური ჯილდო - Karen McKellin International Leader of Tomorrow Award (Full Ride სრული დაფინანსება, წლიურად $80,000-მდე), რომელიც მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე გამორჩეულ საერთაშორისო სტუდენტს გადაეცემა.

UBC-ის გარდა, ელენემ შემოთავაზებები და სოლიდური დაფინანსებები მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებიდანაც მიიღო:

დიდი ბრიტანეთი:
● UCL (University College London)
● University of St Andrews
● King’s College London
● Durham University - £10,000-იანი წლიური სტიპენდია
● Trinity College
ევროპა:
● Bocconi University (იტალია)
● IE University (ესპანეთი) - 60%-იანი სტიპენდია - €15,000 წელიწადში.
● Constructor University (გერმანია) - €14,000-იანი წლიური სტიპენდია
კანადა
● University of British Columbia - $370,000 - სრული დაფინანსება

„ბავშვობიდანვე ჩემი მიზანი იყო საერთაშორისო გარემოში სწავლა. სწორედ ამიტომ შევარჩიე კანადის University of British Columbia (UBC) - უნივერსიტეტი, რომელიც მაღალი აკადემიური სტანდარტებით გამოირჩევა. სწავლას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გავაგრძელებ. ამ სფეროთი ინტერესი განსაკუთრებით IB პროგრამის ფარგლებში გაღრმავდა, სადაც გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკას ვსწავლობდი. ამ საგნებმა მასწავლა საერთაშორისო მოვლენების სიღრმისეულად გაანალიზება და კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ სწორედ ამ სფეროში მსურდა პროფესიული განვითარება.

როგორც ბრიტანულ-ქართული აკადემიის (BGA) საგრანტო პროგრამის მონაწილეს, 70%-იანი დაფინანსებით მომეცა შესაძლებლობა მესწავლა IB სადიპლომო პროგრამაზე, რომელმაც ძლიერი აკადემიური საფუძველი შემიქმნა და საერთაშორისო უნივერსიტეტებისთვის კონკურენტუნარიანი გამხადა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო BGA-ის საუნივერსიტეტო მრჩეველს, თათია ობოლაძეს, რომლის პროფესიონალიზმმა და მხარდაჭერამ უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში.“ - ელენე სულავა

🌍 ბრიტანულ-ქართული აკადემიის 2026 წლის კურსდამთავრებულების IB გამოცდის შედეგები, წელსაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებლებს მნი...
27/07/2026

🌍 ბრიტანულ-ქართული აკადემიის 2026 წლის კურსდამთავრებულების IB გამოცდის შედეგები, წელსაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება.

🎓 მარიამ ხუხუნაიშვილმა IB DP-ის გამოცდებზე 43 ქულა მიიღო და მსოფლიოს საუკეთესო კურსდამთავრებულთა 5%-ში მოხვდა. BMG-ის სტატიაში მარიამი ორწლიან მზადებაზე, დროის მართვასა და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რაც ამ შედეგის მიღწევას ახლდა თან.

🔗 ვრცლად წაიკითხეთ BMG-ის სტატიაში 👇

ბრიტანულ-ქართული აკადემიის 2026 წლის კურსდამთავრებულებმა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრა...

🙋 როგორ მოვამზადოთ მოსწავლე დაწყებითი კლასებისთვის, რა როლი ენიჭება მშობლის ჩართულობას ბავშვის განვითარებაში და რატომ არ...
22/07/2026

🙋 როგორ მოვამზადოთ მოსწავლე დაწყებითი კლასებისთვის, რა როლი ენიჭება მშობლის ჩართულობას ბავშვის განვითარებაში და რატომ არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა აქტივობის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში?

✨ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე საინტერესო რჩევებს გვიზიარებს.

🎙️ სასარგებლო პოდკასტის“ ახალი ეპიზოდი - უკვე YouTube-ზე!

💬 თემა: ბავშვის განვითარება დაწყებით საფეხურზე

🔔 გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ეპიზოდები და სტუმრები!

#სასარგებლოპოდკასტი #პოდკასტი #სკოლა #დაწყებითიგანათლება

წამყვანი: თემო ვაშაკიძე - ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებითი საფე...

🎓🎉 IB სადიპლომო პროგრამის 2026 წლის გამოცდების შედეგები ცნობილია!🌍 IB Diploma Programme მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტ...
22/07/2026

🎓🎉 IB სადიპლომო პროგრამის 2026 წლის გამოცდების შედეგები ცნობილია!

🌍 IB Diploma Programme მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის საბოლოო შეფასება ყველა ქვეყანაში ერთიანი საგამოცდო სტანდარტით ხორციელდება.

👩‍🎓 წლევანდელი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეების მაღალ აკადემიურ მიღწევებს!

უკვე მესამე წელია, BGA-ის შედეგები მსოფლიო საშუალო მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება:

🔹 ორენოვანი IB დიპლომის მიღების მაჩვენებელი - 96% | მსოფლიო საშუალო - 82.6%

🔹 საშუალო შედეგი - 34 ქულა 45-დან | მსოფლიო საშუალო - 30.9

🔹 საშუალო საგნობრივი შეფასება - 5.2 ქულა 7-დან | მსოფლიო საშუალო - 4.93

🔹 უმაღლესი შედეგი - 43 ქულა 45-დან | ამ შედეგით მოსწავლე 40+ ქულის მქონე კურსდამთავრებულთა მსოფლიო საუკეთესო 5%-შია

💫 ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

ბრიტანულ-ქართული აკადემია Council of International Schools-ის (CIS) წევრია.რას ნიშნავს ეს საერთაშორისო აღიარება აკადემიი...
21/07/2026

ბრიტანულ-ქართული აკადემია Council of International Schools-ის (CIS) წევრია.
რას ნიშნავს ეს საერთაშორისო აღიარება აკადემიისთვის და რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის?

Entrepreneur Georgia-სთან საუბრობენ CIS-ის ოპერაციული დირექტორი კიმ ჩენზაკი, BGA-ს IB პროგრამის ხელმძღვანელი მარტინ კეონი და აკადემიის დირექტორი სალომე დანელია.
წაიკითხეთ სტატია 👇

British-Georgian Academy • ბრიტანულ-ქართული აკადემია Council of International Schools-ის (CIS) წევრი სკოლა გახდა და 1,600-ზე მეტი სკოლისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან შემდგარ საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებას შეუერთდა.

CIS Member School-ის სტატუსის მიღებას წინ უძღვის სტრუქტურირებული პროცესი, რომლის ფარგლებშიც სკოლა აანალიზებს საკუთარ მისიას, ღირებულებებს, ლიდერობისა და ეთიკური პრაქტიკის სისტემებს, მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მექანიზმებს, სწავლა-სწავლებასა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობას.

გაიგეთ მეტი 👉 https://entm.ag/x8uhZi

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995577227226

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when British-Georgian Academy • ბრიტანულ-ქართული აკადემია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to British-Georgian Academy • ბრიტანულ-ქართული აკადემია:

Shortcuts

Share

Category