თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა, College & University, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 240, Tbilisi.

საბაკალავრო პროგრამა შემუშავდა წამყვანი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების სოციალურ, პოლიტიკურ და თავისუფალ მეცნიერებათა სკოლების სასწავლო პროგრამების ანალიზის საფუძველზე.

სწავლის განმავლობაში მიიღებ ფართო განათლებას ჰუმანიტარულ საგნებში (ისტორია, ხელოვნება და ლიტერატურა), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში (ფილოსოფია, ანთროპოლოგია, სოციოლოგია და ფსიქოლოგია). აითვისებ ბიზნესის, ეკონომიკისა და სამართლის საწყისებს, დახელოვნდები პროექტების მართვასა და ადმინისტრირებაში.

მარიამ სუხიტაშვილი2024 წლის გამოშვებამარიამი წელს სწავლას კემბრიჯის უნივერსიტეტში (King's College-ში) ფილოსოფიის სამაგის...
11/09/2026

მარიამ სუხიტაშვილი
2024 წლის გამოშვება

მარიამი წელს სწავლას კემბრიჯის უნივერსიტეტში (King's College-ში) ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.

"კარიერულ გზაზე ჩემი პირველი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კურსის არჩევა, რომელმაც, ფაქტობრივად, ცენტრალური როლი ითამაშა ჩემი ინტერესების განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაში. პირველადი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ კურსისგან მიმეღო მრავალფეროვანი გამოცდილება, რომელიც, ერთი მხრივ, დამეხმარებოდა, ამემაღლებინა ზოგადი ცოდნა და მეორე მხრივ, მომცემდა სწორ მიმართულებას კარიერული განვითარების გზაზე. საკუთარი პოტენციალი, სურვილები და მისწრაფებებიც სწორედ კურსზე აღმოვაჩინე, რადგან მქონდა შესაძლებლობა თავი სხვადასხვა სფეროში გამომეცადა, მესწავლა ერთმანეთისგან სრულიად განსახვევბული საგნები და თან თითოეული მათგანისგან მნიშვნელოვანი ცოდნა მიმეღო.

შედეგად, ძიების პროცესში მივხვდი, რომ პოლიტიკური ფილოსოფია და იდეათა განვითარების შესწავლა ყველაზე მეტად მაინტერესებდა, სამომავლოდ ჩემს თავს კი აკადემიური კვლევების მიმართულებაში ვხედავდი. კერძოდ, უფრო მყარად ჩემს მიზნებში მას შემდეგ ჩამოვყალიბდი, რაც გავიარე საგანი "იდეების ისტორია", სადაც კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციისა და ფიქრის სრულიად ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინე. მიუხედავად იმისა, რომ შევძელი ინტერესების დავიწროვება და კონკრეტული მიმართულების არჩევა, მართვის სკოლის დამსახურებთ კვლავ ვრჩები ისეთ ადამიანად, რომელსაც არა მხოლოდ პოლიტიკური ფილოსოფიის დარგში აქვს ცოდნა, არამედ შეუძლია ფართო მსჯელობა უამრავი სხვა სფეროს ირგვლივაც.

კარიერის შემდეგ ეტაპებს ოქტომრბიდან უკვე კემბრიჯის უნივერსიტეტში გავივლი, სადაც მჯერა, რომ სწორედ მართვის სკოლის ამ მრავალფეროვანი პროფილის დამსახურებით მოვხვდი. მიუხედავად იმისა, რომ კემბრიჯში ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამოწვევებით სავსე მიმართულებაა, მაინც თავდაჯერებითა და შემართებით ვარ, რადგან მაქვს ცოდნის ის საფუძველი, რომელიც აუცილებლად დამეხმარება კურსის რთული და ინტენსიური სწავლების დაძლევაში.

ჩემი პროგრამა შეისწავლის პოლიტიკური აზრის ისტორიას და მოიცავს ფილოსოფიურ კონტექსტში აზრის განვითარების სხვადასხვა ეტაპის სიღრმისეულად გაანალიზებას. ჩემი კვლევითი ინტერესები კი უკავშირდება პოლიტიკური იდეების გავრცელებას, ტრანსფორმაციასა და გამოყენებას პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით კი ინტელექტუალური მემკვიდრეობის გავლენას თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დისკურსზე. სწორედ ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ვიმუშავებ თემაზე „The Political Afterlives of Ivan Ilyin: Intellectual Reception and Ideological Uses in Post-Soviet Georgia“, რომლის მიზანია რუსი ფილოსოფოსის, ივან ილინის, პოლიტიკური იდეების ინტერპრეტაცია და იდეოლოგიური გამოყენების შესწავლა პოსტსაბჭოთა საქართველოში."

ნანა ჭიღლაძე2024 წლის გამოშვებანანა წელს სწავლას ვენაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური ანთრ...
06/09/2026

ნანა ჭიღლაძე
2024 წლის გამოშვება

ნანა წელს სწავლას ვენაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.

"მართვაზე ჩაბარების ამბავი ჩემთვის ძალიან მარტივად გადაწყდა - თავისუფალ უნივერსიტეტში ერთი მისვლით და ლექსო დორეულის გაცნობითი ლექციით, რომელმაც ხორხე ლუის ბორხესის ,,შემოჭრილით’’ მოახერხა, სრულიად ახალი სამყარო ეჩვენებინა ჩემთვის. ეს სამყარო აღმოჩნდა ის ცოდნა, ადამიანები და გარემო, რომლის არც გემო და არც ფასი ამ უნივერსიტეტამდე არ ვიცოდი და რომელიც ყველაზე ძვირფასი აღმოჩნდა ჩემთვის.

ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო უამრავი გაკვირვება, გაოცება და აღფრთოვანება - არა მხოლოდ იმ ცოდნით, რომელსაც ვიღებდი, არამედ იმ ადამიანებით, რომლებიც ჩემთან ერთად იღებდნენ ამ ცოდნას და რომლებთან შეხვედრაც გულრწფელად ყველაზე დიდი იღბალი იყო. მათთან და ჩემს საყვარელ ლექტორებთან ერთად ფილოსოფიის, ლიტერატურის, ანთროპოლოგიის, ფოტოგრაფიის, სივრცითი აზროვნების და ხელოვნების სწავლა იქცა ჩემი ახალგაზრდობის და ზრდასრულობის საუკეთესო გამოცდილებად.

ანთროპოლოგიისადმი ინტერესი პირველად ანა მგელაძისა და თინათინ ხომერიკის საოცარი ლექციების დროს გამიჩნდა, მაგრამ ამ ინტერესზე სერიოზულად მხოლოდ მესამე კურსზე, ნუცა ბათიაშვილისა და ლიკა ცნობილაძის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის კურსის განმავლობაში დავფიქრდი. მეოთხე კურსზე უკვე ვიცოდი, რომ რელიგიის სოციოლოგია და რელიგიის ანთროპოლოგია მაინტერესებდა. საბაკალავრო ნაშრომი ,,ღვთისმშობლის წილხვედრობა ქართულ ნაციონალურ დისკურსში’’ მარიამ კალანდაძის ხელმძღვანელობით დავწერე - მარიამი იყო წმინდად ყველაზე სწორი არჩევანი და ყველაზე დიდი გამართლებაც. სწორედ საბაკალავროს წყალობით აღმოვჩნდი უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მეხსიერებისა და შფოთის კვლევის ლაბორატორიაში, რომელშიც ნუცასთან და ნინო ჟღენტთან ერთად მუშაობისას სრულიად განსხვავებულად გადავიაზრე სოციოლოგია, შფოთის ანთროპოლოგია და საქართველოს ისტორია. ამის შემდეგ, მარიამის ლექტორობის პერიოდში გავხდი სოციოლოგიის სემინარისტი, რაც ასევე ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას გამოცდილებად იქცა - არამხოლოდ მარიამის, არამედ სტუდენტების დამსახურებითაც.

წელს სწავლას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელებ. ორწლიანი პროგრამა იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემი კვლევის ინტერესები თავიდანვე მკაცრად არ შევზღუდო და სრულფასოვნად შევძლო როგორც სოციოლოგიის, ისე სოციალური ანთროპოლოგიის საფუძვლების სწავლა. ვაპირებ მაინორის (დამატებითი სპეციალობის) აღებას ვიზუალურ თეორიასა და აუდიო-ვიზუალურ წარმოებაში, რაც უკვე დიდი ხანია მაინტერესებს და რაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამატებად წარმომიდგენია ჩემს პროფესიაში."

გვანცა თულაშვილი2024 წლის გამოშვებაგვანცა წელს სწავლას მილანში, Università Cattolica-ში, გააგრძელებს, უცხოური ენების, ლი...
05/09/2026

გვანცა თულაშვილი
2024 წლის გამოშვება

გვანცა წელს სწავლას მილანში, Università Cattolica-ში, გააგრძელებს, უცხოური ენების, ლიტერატურისა და კულტურების ფაკულტეტზე, პროგრამაზე "The Art and Industry of Narration”, რისთვისაც უნივერსიტეტის შიდა დაფინანსებაც მოიპოვა.

ამ პროგრამის გარდა, გვანცა მიიღეს ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტშიც, დასავლური ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამაზე Anne Hart-ის სახელობის დაფინანსებით, ასევე ერასმუსის სრულიად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამით სტრასბურგის უნივერსიტეტსა და მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Università degli Studi di Milano Statale) პროგრამაზე "Cultural, Intellectual, and Visual History“.

"აბიტურიენტობისას მართვასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებზე საკმაოდ გააზრებულად ჩავაბარე, რადგან ვიცოდი, რომ ეს ფაკულტეტი ჩემს მრავალფეროვან ინტერესებს გააერთიანებდა. რა თქმა უნდა, ამ დროს ზუსტად არ წარმომედგინა როგორი იქნებოდა მომავალი ოთხი წელი, თუმცა საბოლოოდ სწორედ ასეთი ინტერდისციპლინური განათლების მიღების შედეგად ჩამომიყალიბდა უფრო კონკრეტული ინტერესები. სწავლის განმავლობაში მომიწია უამრავი სრულიად განსხვავებული საკითხის სიღრმისეულად დამუშავება, თეორიული მასალის კვლევა, ანალიტიკური ტექსტების წერა თუ პრაქტიკულ და შემოქმედებით პროექტებზე მუშაობა.

ამ მრავალფეროვანი გამოცდილების შემდეგ მივხვდი, რომ საბაკალავრო ნაშრომი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით, კერძოდ, „ქალურ წერაზე“ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, მინდოდა დამეწერა. სწორედ ამ კვლევით პროცესში გამოიკვეთა და დავიწროვდა ჩემი ძირითადი ინტერესის სფერო.

ამის შემდეგ სწავლა გავაგრძელე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე. მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებებზე მიღებული ბაზისი, კულტურული ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის, ფილოსოფიის, რელიგიის, ლიტერატურისა და იდეების ისტორიის ცოდნა, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისთვის, როგორც დიალოგური და კულტურათშორისი დარგისთვის.

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისა და თანამედროვე მედიათაშორისი კვლევების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის ინტერმედიალობა, რაც ჩემთვის განსაკუთრებულ სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს. ჩემ მიერ არჩეული პროგრამა ჩემთვის იდეალური ლოგიკური გაგრძელებაა, რადგან აერთიანებს ჩემს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერერებების ბაზისს და მაძლევს საშუალებას, ინტერმედიალობის ფენომენი ნიშანთა სისტემებისა და ტექსტის ტრანსფორმაცია/ტრანსპოზიცია სხვადასხვა მედიუმში არა მხოლოდ თეორიულად შევისწავლო, არამედ დავინახო მისი პრაქტიკული და ინდუსტრიული ლოგიკა, თუ როგორ გარდაიქმნება ლიტერატურული ტექსტი კინოდ, სერიალად თუ ანიმაციად."

მარიამ სოლომონია2024 წლის გამოშვებამარიამი წელს სწავლას გერმანიაში გააგრძელებს Martin Luther University Halle-Wittenberg...
04/09/2026

მარიამ სოლომონია
2024 წლის გამოშვება

მარიამი წელს სწავლას გერმანიაში გააგრძელებს Martin Luther University Halle-Wittenberg-ის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე „Christianity in Global Transformations“. ამასთანავე, მან მოიპოვა Tholucksches Konvikt -ის ორწლიანი სტიპენდია, რომელიც გერმანიაში ცხოვრების ხარჯებს სრულად დაუფარავს.

"სკოლის დამთავრებისას ვიცოდი, რომ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები მაინტერესებდა, მაგრამ ერთ კონკრეტულ დისციპლინაზე არჩევანის გაკეთება ჩემთვის ნაადრევი იყო. შესაბამისად, 2020 წელს ჩავაბარე მართვასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებზე, პროგრამაზე, რომელიც ჩემს ყველა იმდროინდელ ინტერესს მოიცავდა. თავისუფალ უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელი ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ გამოცდილებად მიმაჩნია, რადგან სწორედ ამ მიმართულებამ განსაზღვრა ჩემი ინტერესები და გამომიმუშავა საჭირო უნარ-ჩვევები. ასევე მაინორის სპეციალობად ესპანური ენის არჩევამ მაგისტრატურის საფეხურზე მომცა შესაძლებლობა, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გრანადაში ესპანურ ენაზე მესწავლა.

რელიგიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მოზარდობიდანვე მქონდა. პირველ კურსზე საგანმა, ,,რელიგიის საფუძვლები“, ეს ინტერესი კიდევ უფრო გამიღრმავა. მოგვიანებით კი საშუალება მომეცა, სხვა რელიგიასთან დაკავშირებული კურსებიც ამერჩია. შორეული აღმოსავლეთის რელიგიების ფარგლებში კი ჩავუღრმავდი კავშირს ქრისტიანობასა და ჰინდუიზმს შორის და რელიგიის შესწავლით კიდევ უფრო მეტად დავინტერესდი. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მომიჯნავე დისციპლინების, ფილოსოფიის, პოლიტიკის მეცნიერების, კვლევის მეთოდების, ისტორიის, სოციოლოგიისა და კულტურული ანთროპოლოგიის, შესწავლა, რამაც ჩემი პერსპექტივა გააფართოვა.

აკადემიური მიმართულებით გამოცდილების მიღების ნაწილში მნიშვნელოვანი იყო როგორც საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობა, ასევე ის ფაქტი, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში ორჯერ მომეცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ლექტორის ასისტენტი- პირველად მეოთხე კურსზე, ქართული ენისა და ქართველების ფარგლებში, მოერედ კი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ბიზნესის კვლევების ლექტორის ასისტენტის როლში.
ბაკალავრიატის დასრულებისთანავე სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, „რელიგიის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამაზე გავაგრძელე. მგონია, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა იმ უნარების გამომუშავებაში, რომელიც საჭირო იყო იმისათვის, რომ სიღრმისეულად გამეაზრებინა რელიგიის კვლევების ინტერდისციპლინური და მრავალშრიანი ბუნება, თეოლოგიის, სოციოლოგიის, ანთროპოლოგიისა თუ ბიბლიური კვლევების გადაკვეთა.

ჩემ მიერ არჩეული სამაგისტრო პროგრამა საშუალებას მომცემს, ქრისტიანობა გლობალური პროცესების, კულტურული ტრანსფორმაციებისა და თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში შევისწავლო და უფრო სიღრმისეულად გავეცნო ქრისტიანულ თეოლოგიასა და ისტორიას."

მარიამ მოსიავა2024 წლის გამოშვებამარიამ წელს სწავლას აგრძელებს ბელგიაში, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (KU Leuven) კუ...
03/09/2026

მარიამ მოსიავა
2024 წლის გამოშვება

მარიამ წელს სწავლას აგრძელებს ბელგიაში, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (KU Leuven) კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე. სწავლისათვის მარიამმა მოიპოვა Anne Hart-ის სახელობის დაფინანსება.
ამ ფაკულტეტის გარდა, მარიამი KU Leuven-ში სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზეც მიიღეს. ის ასევე მიიღეს ესპანეთში, Universidad Pompeu Fabra-ში და იტალიაში, პადუის უნივერსიტეტში.

“თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კურიკულუმი და შესაძლებლობა, რომ ბაკალავრიატის ფარგლებში მესწავლა მულტიდისციპლინურ ფაკულტეტზე და საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებით გამომეცადა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაპირობა გახდა და 2020 წელს მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სტუდენტი გავხდი.

4 წლის განმავლობაში ბევრი განსხვავებული გამოცდილება მივიღე: ვიყავი ანთროპოლოგიის ტუტორი, ვმუშაობდი განათლების რეფორმაზე, გავხდი ბიზნესის კვლევის კონსულტანტი, შემდეგ UX მკვლევარი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მქონდა ჩემი გამოცდილების სტუდენტებთან გაზიარების შესაძლებლობა, როგორც ლექტორის ასისტენტს. პარალელურად, გავიღრმავე ცოდნა იმ მიმართულებებით, რომლებიც ყოველთვის მაინტერესებდა და ამასთანავე, აღმოვაჩინე ახალი დისციპლინები.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შესაძლებლობა მეოთხე კურსზე ყოფნისას მომეცა, როდესაც უნივერსიტეტისა და ანთროპოლოგიის პროფესორის, ანა მგელაძის, ხელშეწყობით, შევძელი, ვყოფილიყავი მოხალისე ესპანეთში, ატაპუერკაში, UNESCO-ს ერთ-ერთ არქეოლოგიურ ძეგლზე. იქ გატარებულმა ორმა კვირამ და ისტორიებმა, რომლებსაც არქეოლოგები, პალეონტოლოგები თუ ანთროპოლოგები ნამარხი ნაშთებიდან იღებენ, შემდგომ კი არა მხოლოდ ადამიანის ევოლუციის, არამედ ცხოვრებისა და კულტურის შესახებ ახალ ინფორმაციას გვაწვდიან, დამაფიქრა, ერთი მხრივ, მატერიალური და არამატერიალური კულტურის კავშირზე, მეორე მხრივ კი, თუ როგორ შეიძლება სამეცნიერო აღმოჩენებსა და საზოგადოებას შორის მედიატორის როლის შერულება.

პარალელურად, ამ პერიოდში ნინო ქილარჯიანის ხელმძღვანელობით საბაკალავრო ნაშრომს თბილისში არსებული ნეოჰინდუისტური ორგანიზაციების შესახებ ვწერდი და ზოგადად ძალიან დაინტერესებული ვიყავი როგორც აღმოსავლური რელიგიებით, ისე კულტურით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ინტერესის სფეროები შედარებით დავიწროვდა და კულტურის, იდენტობის და კვლევების გარშემო კონცენტრირდა, მაგისტრატურაზეც მინდოდა მქონოდა შესაძლებლობა, გამეგრძელებინა მრავალფეროვანი გამოცდილებების მიღება. ბევრი ძიების შემდეგ, ჩემი ინტერესების კვეთა ლუვენის უნივერსიტეტში, კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ვიპოვე. ამ ფაკულტეტზე შევძლებ, ინფორმაცია მივიღო როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური კულტურის შესწავლის მეთოდების შესახებ, უფრო სიღრმისეულად შევისწავლო უშუალოდ კულტურის სხვადასხვა ასპექტი და გავხდე უკეთესი მკვლევარი.”

ქეთევან აბაშიძე2026 წლის გამოშვება2026 წელს ქეთევანი სწავლას ვენაში, Central European University-ში (CEU), პოლიტიკური მე...
02/09/2026

ქეთევან აბაშიძე
2026 წლის გამოშვება

2026 წელს ქეთევანი სწავლას ვენაში, Central European University-ში (CEU), პოლიტიკური მეცნიერებების ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს, რისთვისაც მოიპოვა შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება. დამატებით ქეთევანმა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს "სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის" ფარგლებში სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება.

ქეთევანს ასევე ჰქონდა შეთავაზებები შვედეთის Linköping University-დან და ბრიტანეთის University of York-დან, თუმცა მან არჩევანი მაინც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტზე (CEU) შეაჩერა.

„იშვიათად თუ მოგცემენ ცხოვრებაში ისეთ რჩევას, რომელიც მრავალი წლის შემდეგაც გემახსოვრება, იმიტომ, რომ ზუსტად ისე გამოვიდა, რა გულითაც გირჩიეს და როგორც ჩაიფიქრე. ჩემს შემთხვევაში ასეთი იყო ჩემი დის რჩევა: „თავისუფალში ჩააბარე - საუკეთესო საზოგადოებააო“. მართლაც ასე მოხდა; ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს სწორედ თავისუფალის სივრცეში შევხვდი. პირველივე დღიდან ვიცოდი და მით უფრო ახლა, მას შემდეგ, რაც ამ თავგადასავალმა ჩაიფრინა, რომ მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში ჩაბარება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

მთელი ოთხი წლის განმავლობაში ყოველი დღე იყო დატვირთული ახალი ცოდნის მიღების სიხარულით, საკუთარ თავზე მუშაობითა და პროგრესით, ძლიერი მხარეებისა და ინტერესების აღმოჩენით, ადამიანების გაცნობითა და გაგებით, ერთად სირთულეების გადალახვითა და საუკეთესო მოგონებების დაგროვებით, ერთი სურვილით, ლექციაზე მისულს, ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ ქვაზე ჩამომჯდარი ვინმეს ნააზრევსა და ნაფიქრალზე უფრო მეტი გამეგო. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები საუკეთესო არჩევანია, თუ ეძებ ინტერდისციპლინარულ მიდგომას და შესაძლებლობას, რომ მიიღო საფუძვლიანი მეცნიერული ცოდნა თითქმის ყველა დისციპლინაში. მანამდე არასდროს წარმომედგინა, რომ ფილოსოფია, კერძოდ, პოლიტიკური ფილოსოფია, იქნებოდა ჩემი მთავარი ინტერესი, ის, რისი სწავლა და კეთებაც მთელი ცხოვრება მინდა. ამასთანავე, მართვაზე ჩაბარება იმ ლიტერატურული სამყაროსთვისაც ღირს, რასაც Libri Magni-ის ყველასათვის საყვარელ საგნებზე გაეცნობი.

ცალკე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო იმ ადამიანებზე, რომლებიც თავისუფალ უნივერსიტეტში გხვდება, როგორც სტუდენტებზე, ასევე ლექტორებზე. ახლა, როცა ვიხსენებ, ყველა ურთიერთობა იყო ორმხრივად ცოდნის, სიყვარულის, მხარდაჭერისა და გამოცდილების მუდმივი წყარო.

თავისუფალი უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთი დიდი კულტურა მთელი თავისი ტრადიციებითა და ურთიერთობებით, რომელთაგან ყველა მიყვარს და მეძვირფასება.

ეს წარმატება არ იქნებოდა, რომ არა ჩემი ახლო ადამიანების თანადგომა და იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც თავისუფალი უნივერსიტეტიდან ყოველთვის დაიკავებენ ჩემს გულში განსაკუთრებულ ადგილს.“

სანდრო ქავთარაძე2019 წლის გამოშვებასანდრო სწავლას დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტის Alliance Manchester Business...
31/08/2026

სანდრო ქავთარაძე
2019 წლის გამოშვება

სანდრო სწავლას დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტის Alliance Manchester Business School-ის Full-Time MBA პროგრამაზე გააგრძელებს. მას Bee Remarkable სტატუსით გათვალისწინებული შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა მიენიჭა. ეს სტიპენდია ხელოვნების, კულტურის, სპორტის ან ბიზნესის სხვა არატრადიციულ სფეროებში გამორჩეული მიღწევების მქონე აპლიკანტებს ენიჭებათ.

„მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლამ რამდენიმე ფუნდამენტური მნიშვნელობის უნარი შემძინა. პირველ რიგში, დიდი სურათის დანახვისა და კრიტიკული აზროვნების უნარები, არა როგორც ლამაზი და ხშირად გამეორებული ფრაზები, არამედ რეალური ჩვევა არ დაკმაყოფილდე ზედაპირით, დაინახო მიზეზები, კონტექსტები და კავშირები - ადამიანებისა და სისტემების მიღმა არსებული ლოგიკა.
ამას დაემატა სრულიად განსხვავებულ საგნებთან, საკითხებთან და დავალებების ფორმატებთან მუშაობის დისციპლინა და საბოლოოდ, სასტარტო თავდაჯერება, რომ კარიერის საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ნებისმიერ ისეთ ინდუსტრიაში შემეძლო, რომელსაც ავირჩევდი. ამ დროს ზურგს მიმაგრებდა სხვადასხვა მიმართულებით დაგროვილი, შედარებით მრავალმხრივი საბაზისო ცოდნა.
მე მივენდე სპორტისადმი განსაკუთრებულ მისწრაფებას, ენთუზიაზმს და რწმენას, რომ ამ კომბინაციის ხარჯზე, რაღაც განსაკუთრებული, საინტერესო გამოვიდოდა. მაშინ ეს სფერო საქართველოში ჯერ იმ ფორმით არ არსებობდა, როგორსაც ახლა ვხედავთ: არ იყო ჩამოყალიბებული დიდი სპორტული მედიის კულტურა, ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო სტანდარტთან მიახლოებული გარემო. ჩემდა საბედნიეროდ, გზად შევხვდი ადამიანებს, ვისთან ერთადაც მოხერხდა იმდენი, რომ ეს რწმენა მხოლოდ იდეად არ დარჩა. წლების განმავლობაში ჯერ Adjarasport-ში, შემდეგ კი Setanta Sports-ში, უამრავი გამოწვევის, შეცდომის, სწავლის და ძალიან მაღალი რიტმის ფონზე, გავიარეთ გზა, პატარა News Room-იდან, ერთეული სპორტული კონტენტის უფლებებიდან, 14 ბაზარზე მოქმედ, რეგიონის უმსხვილეს სპორტულ მედია პროდუქტამდე. დღეს ის თამამად მიჰყვება მსოფლიოში გამორჩეული ანალოგების, მრავალწლოვანი ბრენდების სტანდარტებს და ყოველწლიურად ახალი, საინტერესო მიმართულებებით ვითარდება.
ბოლო წლებში ვმუშაობდი სპორტის კონტენტის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, Head of Content-ის როლში, სტრატეგიის, ოპერაციების, კრეატივის და ბიზნესის გადაკვეთაზე. გამოცდილების ნაწილი იყო სპორტული უფლებების გააქტიურება, მრავალ ბაზარზე მომუშავე გუნდების მართვა, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა და მუდმივი ფიქრი კომპანიის მთავარი პროდუქტის, კონტენტის კომერციული პოტენციალის განვითარებაზე. იმაზე, თუ როგორ შეიძლება სპორტული მედია პროდუქტი იყოს არა მხოლოდ კარგი ეთერი, კამპანია ან პოსტი, არამედ რეალური ბიზნეს ღირებულება. ამან ბუნებრივად გამიჩინა სურვილი, შემდეგი ნაბიჯი უკვე უფრო ფართო, საერთაშორისო და სტრატეგიულ დონეზე გადამედგა. MBA ჩემთვის ამ გზის ლოგიკური გაგრძელებაა.
ევროპის Top 15-ში არსებულ MBA პროგრამების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის და რამდენიმე შემოთავაზების მიღების შემდეგ, არჩევანი საბოლოოდ Alliance Manchester Business School-ზე შევაჩერე. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ სწავლას ვაგრძელებ დიდ ბრიტანეთში - ქვეყანაში, რომლის კულტურა, სტანდარტი, ისტორია და გამოცდილება უპარალელოა როგორც ჩემს ბუნებრივ ტრაექტორიასთან, ასევე, ბიზნესის სხვა, მჭიდროდ მონათესავე სექტორებთან მიმართებით.

დღეს თავს უფლებას ვაძლევ, ამ გზით ვიამაყო და ვიყო მადლიერი, რადგან ვდგავარ ახალი შესაძლებლობების წინაშე. ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და ყველა ადამიანს, ვინც ამ გზის ნაწილი იყო - ვინც მასწავლა, მენდო, მომცა პასუხისმგებლობა, დამიჭირა მხარი და მთელ ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.“

ელენე ნაბახტეველი, 2022 წლის გამოშვებაელენე წელს კიოლნის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი...
04/06/2026

ელენე ნაბახტეველი, 2022 წლის გამოშვება

ელენე წელს კიოლნის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის (a.r.t.e.s), ისტორიის დეპარტამენტის სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლასა და კვლევას. ელენემ მიიღო სრული დაფინანსება და სტიპენდია. მისი დისერტაციის თემაა: "სამეცნიერო ცოდნის ცირკულაცია სოციალიზმის პირობებში: ქართველი ფიზიკოსების გამოცდილება დუბნაში (1960-70-იან წლებში)."

"აკადემიისადმი ჩემი ინტერესი იმ სურვილმა განაპირობა, რომ გამეგო, როგორ მუშაობს ცოდნათა სისტემები და რატომ იღებენ ისინი სხვადასხვა ფორმას განსხვავებულ კონტექსტებში. მრავალფეროვანი კურიკულუმი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლამ შემომთავაზა, მაძლევდა იმის პირობას, რომ ერთი ვიწრო არეალით არ შემოვფრაგლულიყავი და მეპოვა ის მულტიდისციპლინალური სივრცე, რომელიც სხვადასხვა
პერსპექტვუიდან მიუდგებოდა საკვლევ იდეებსა თუ თეორიებს. ბიბლიისა და ქრისტიანობის სემინარის შემდეგ, როცა ანთროპოლოგიის ლექციაზე შევედი, სწორედ მაშინ გახდა ჩემთვის ეს ნათელი. მიკროსამყაროებისადმი ინტერესი ლიტერატურის წყალობით გამიჩნდა და, აკადემიურ სივრცემდე, სწორედ ლიტერატურაში ვეძებდი მათ. საბაკალავრო ნაშრომის საკითხიც, სიზმრის ფსიქოლოგიურ და ნარატოლოგიურ ფუნქციაზე, დინო ბუცატის „თათრების უდაბნოს“ მიხედვით, რომელსაც ლექსო დორეული ხელმძღვანელობდა, იმიტომ შევარჩიე, რომ სიზმრები მიკროსამყაროთა დანახვისა და აღწერის უჩვეულო
საკვლევ მასალას წარმოადგენენ. შემდგომში კი რელიგიის კვლევებზე იმიტომ ჩავაბარე, ლიტერატურის კითხვის დროს რომ ის ინტერპრეტაციული შრეები, ე.წ. რელიგიური
ქვეტექსტები, დამენახა, რომელსაც მანამდე ვერ ვამჩნევდი. “აგვისტოს ნათელი” იყო ის ტექსტი, რომელმაც ცხადი გახადა ჩემთვის, რომ ბიბლიური სახე-სიმბოლოების გახსენების გარეშე, თანამედროვე ლიტერატურის საგულისხმო ნაწილის ადეკვატური ნარატიული ანალიზი შეუძლებელია. ბაკალავრიატის შემდეგ სწავლა გავაგრძელე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც ჩემი ინტერესები რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების კვლევებისკენ გადაიხარა. ამ პერიოდში ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა კითხვა, თუ როგორ მიემართება ერთმანეთს რელიგია და მეცნიერება, რწმენა
და ცოდნა, როგორც ერთი შეხედვით თითქოს ორი განსხვავებული, მაგრამ მუდმივად გადაკვეთადი ჩარჩო. სამაგისტრო სწავლების პერიოდში გავხდი კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიატი და მივიღე ჯონ ტემპლტონის ფონდის დაფინანსება. სწორედ მათი დახმარებით ჩემი ნაშრომები წარვადგინე ოქსფორდის, ვარშავისა და ზაგრების უნივერსიტეტებში.
კონფერენციებისა და საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში მონაწილეობამ საბოლოოდ მიმახვედრა, რომ აკადემიურ ცხოვრებას არ მოვწყდებოდი. სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში შევისწავლე საბჭოთა საქართველოს
ფიზიკოსების ეპისტემოლოგიური ჩარჩო რელიგიისა და მეცნიერების დისკურსის ფონზე. ლიტერატურათმცოდნეობიდან გადავედი რელიგიის
კვლევებზე; შემდეგ კი მეცნიერების ისტორიისა და ინტელექტუალური ისტორიის მიმართულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს დისციპლინები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ჩემი კვლევითი ინტერესები არსებითად უცვლელი დარჩა. ფიზიკოსებთან წარმოებული ინტერვიუების პროცესში, განსაკუთრებულად დავინტერესდი დუბნაში არსებული გაერთიანებული ბირთვული კვლევების ინსტიტუტის ისტორიული და ინტელექტუალური მნიშვნელობით და მალევე სწორედ ამ ინტერესის საფუძველზე ჩამოვაყალიბე ჩემი სადოქტორო პროექტი. ეს კვლევა პირველად წარვადგინე სოდერტორნის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში, ხოლო შემდეგ ვიშეგრადის ფონდის დაფინანსებით ორი თვის განმავლობაში ვიმუშავე ბუდაპეშტში, ღია საზოგადოების არქივში, სადაც შევისწავლე ამ ინსტიტუტთან დაკავშირებული საარქივო მასალები. ეს გამოცდილებები გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო სადოქტორო საფეხურზე გადასვლისას. მომდევნო სემესტრიდან გერმანიაში, კიოლნის უნივერსიტეტში ვაგრძელებ კვლევას ინდივიდუალურ სადოქტორო პროგრამაზე DAAD-ის სრული დაფინანსებით. ჩემი პროექტი იკვლევს მეცნიერებისა და ცოდნის ისტორიას საბჭოთა „სოციალისტური ინტერნაციონალიზმის“ კონტექსტში, დუბნაში არსებული გაერთიანებული ბირთვული კვლევების ინსტიტუტისა და 1960-70-იან წლებში ქართველი ფიზიკოსების თანამშრომლობის მაგალითზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ იმ სამეცნიერო აქტორებს, რომლებიც ცოდნის შექმნისა და ცირკულაციის პროცესში პერიფერიებიდან აქტიურად მონაწილეობდნენ. კიოლნის უნივერსიტეტის გარდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანხმობაც მომივიდა დაფინანსებითა და ყოველთვიური სტიპენდიით, თუმცა, საბოლოოდ, დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელება ვამჯობინე კვლევის უფრო გრძელვადიანი პერსპექტივის გამო, რაც, უფრო მეტ რესურსებსა და, შესაბამისად, კვლევის უფრო ხარისხიანად წარმოების შესაძლებლობას მაძლევს. სამაგისტრო ნაშრომის კვლევისას ის ინტერპრეტაციული ხელსაწყოები, რომლებიც მაშინ ჩემს ხელთ იყო, არასაკმარისად მეჩვენებოდა ისტორიული კონტექსტისა და ევრისტიკული ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. სწორედ ამ დანაკლისის შევსების შესაძლებლობას მაძლევს გერმანიაში სწავლის გაგრძელება."

ერეკლე ნასიძე, 2023 წლის გამოშვებაერეკლე წელს მადრიდში, IE University-ში, Digital Strategy, AI & Innovation სამაგისტრო პ...
03/06/2026

ერეკლე ნასიძე, 2023 წლის გამოშვება

ერეკლე წელს მადრიდში, IE University-ში, Digital Strategy, AI & Innovation სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას.

“ადრეული წლებიდან არასდროს მქონია ერთი კონკრეტული ინტერესი. ყველაფერი მაინტერესებდა ერთდროულად და ძალიან მიჭირდა ერთი სფეროს/ინტერესის არჩევა. ზუსტად ეს თვისება გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის არჩევაში. უნივერსიტეტში ყოფნისას ამ სკოლამ მომცა საშალება, რომ ერთმანეთსგან ყველაზე განსხვავებული საგნები გამეარა ერთდროულად, რაც ჩემი მოწოდების ძიებაში ძალიან დამეხმარა. კურსის გავლის შემდეგ, მაინც არ მქონდა მკაფიო პასუხი, მაგრამ მიმართულება ვიცოდი - ტექნოლოგეიბი, ოპტიმიზაცია, ინოვაციები, ა.შ. დასრულების შემდგომი პირველი წელი სტარტაპში გავატარე. აქტიურად ვაკვირდებოდი ,რა მომწონს, რა გამომდის, რა არ გამომდის და ა.შ. მალევე გახდა გასაგები, რომ ყველაზე დიდი ინტერესით და სიამოვნებით ვმუშაობდი პრობლემებზე, რომელიც ოპტიმიზაციას ან რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებას ეხებოდა, (მნიშვნელობა არ აქვს სამუშაო ეხებოდა ადამიანური, დროის, ფინანსური თუ სხვა რესურსის გადანაწილებას). სტარტაპის შემდეგ შევუერთდი “ლექსუს თბილისის” გუნდს, სადაც ზუსტად ოპტიმიზაციითა და დიჯიტალ გადაწყუვეტილებებით ყოველდღიური დავალებეგბის ოპტიმიზაცია იყო ჩემი ვალდებულება. ზუსტად “ლექსუსში” მივხვდი, რომ ეს იყო ე.წ. ჩემი „გზა“, ამიტომაც ჩავაბარე IE Madrid-ში Master in Digital Business & Innovation-ის კურსზე, რომელიც დაიწყება 2026 წლის სექტემბერში. მიზანი მაქვს, რომ ამ განათლების მიღების შემდეგ კერძო სექტორის, განსაკუთრებით პატარასა და საშუალოს, დავეხმარო ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, რათა უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავს საკითხების გარშემო ინტერესის სფეროს შევქმნი კურსის გავლის შემდეგ, ე.წ. community-ს, სადაც რეალურად მოხდება ცოდნის გაზიარება, მეგობრობის ჩამოყალიბება, გუნდების შექმნა და არ დაემსგავსება დღვანდელ მსგავს წრეებს, სადაც მხოლოდ ზედაპირული გაყიდვები და საკუთარი ქების გარდა სასარგებლო არაფერია.”

11/02/2026

თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში სწავლის მსურველი აბიტურიენტებისა.....

Address

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 240
Tbilisi
0131

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა:

Shortcuts

Share