29/09/2026
🌟🌟🌟ნდობით სავსე მზერით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს, რადგან ნდობით განმსჭვალული ბავშვი სიხარულით შეიმეცნებს სამყაროს.
🌟🌟🌟პირველ სასწავლო დღეს განსაკუთრებით მძაფრად ვგრძნობთ, რომ ჩვენი მოსწავლეები დიდი სიყვარულით ეგებებიან მასწავლებლებსა და აღმზრდელებს.
ვალდორფის პედაგოგიკა სწორედ ამ უმშვენიერეს მოცემულობას - ნდობას ეფუძნება.
🌟🌟🌟ჰარმონიული განვითარებისთვის გადამწყვეტია ბავშვის შინაგანი მოთხოვნილებები, ინტერესები და გამოცდილება. როდესაც სასწავლო პროცესი ამას ეყრდნობა, ის გვაშორებს გულგრილობას და პატარებს უღვიძებს სურვილს, მთელი არსებით ჩაერთონ შემეცნებაში, იკვლიონ რეალობა, სიხარულითა და სიყვარულით ისწავლონ და აღიზარდონ.
🌸🌸🌸შემეცნებით აღსავსე, ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ!
#ვალდორფილისი