თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა LEPL Ilia Chavchavadze Tbilisi Public School N23 is the only school with enhanced French language te

თბილისის ილია ჭავჭავაძის N23 სკოლა დაარსდა 1873 წელს. 1937 წლიდან დიდი ილია ჭავჭავაძის სახელი მიენიჭა.

ჩვენი პირველკლასელები✨️🎒🛎
15/09/2026

ჩვენი პირველკლასელები✨️🎒🛎

14/09/2026

💠ჩვენი კალენდარი💠

💠ვაგრძელებთ ვიდეორგოლების ციკლს. ამჯერად წარმოგიდგენთ 23-ე საჯარო სკოლის საამაყო კურსდამთავრებულს, მსოფლიოვარსკვლავს -ელისო ვირსალაძეს.💫

💠პროექტზე მუშაობენ მასწავლებლები: მარიკა მუმლაძე და თეა აბულაძე. გახმოვანება ეკუთვნის IX გ კლასის მოსწავლეს, ანა გოგიშვილს.

💠”ჩვენი კალენდარი “📜
⚜️1942 წლის 14 სექტემბერს დაიბადა გამოჩენილი ქართველი პიანისტი, მუსიკოსი, საქართველოს სახალხო არტისტი, პედაგოგი 🎼💫
✨️ელისო ვირსალაძე✨️

14/09/2026

🌟 ჩვენი კურსდამთავრებულები „იმედის“ ეთერში! 🌟
სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ საზოგადოებას და კიდევ ერთხელ გვაძლევენ სიამაყის მიზეზს 💜💫
ლიზი კაპატაძე და ანი გუგბერიძე სტუმრად იმედის ეთერში იმყოფებოდნენ, სადაც აბიტურიენტობის პერიოდზე, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესზე, გამოცდებთან დაკავშირებულ გამოცდილებასა და იმ ემოციებზე ისაუბრეს, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი ეტაპის თანმდევია. 📚🎓
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მომავალ თაობას💜💫

13/09/2026

ნინო გაჩეჩილაძე ყველასთვის საყვარელი, ყურადღებიანი და მზრუნველი პედაგოგია💜
ის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. მისი კეთილგანწყობა და ადამიანური სითბო თითოეული მოსწავლისთვის განსაკუთრებულ გარემოს ქმნის💫
ნინო მასწავლებელი თავისი უშუალობითა და სიყვარულით მყისიერად იპყრობს ბავშვების გულებს და აყალიბებს სივრცეს, სადაც მოსწავლეებს უყვართ სწავლა და მოტივირებულნი ხდებიან ახალი ცოდნის მისაღებად📚
ქალბატონი ნინო 23-ე საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელს ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს წარმატებულ პირველ ნაბიჯებს, რომლებიც მათ კარს გაუხსნის ცოდნის დიდ სამყაროში. 📚💜

13/09/2026

2026 წლის ზაფხულში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამართულ ახალგაზრდულ ბანაკებში მიეღოთ მონაწილეობა, სადაც მოსწავლეებმა შეიძინეს ახალი ცოდნა, გაიცნეს თანატოლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, იმუშავეს გუნდური და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზე. 🤝❤️
ახალდაბისა და ყვარლის ბანაკებში ჩვენი სკოლიდან მონაწილეობდნენ:
🔹 XI-დ კლასის მოსწავლე ალექსანდრე ზენტეკი
🔹 XI-დ კლასის მოსწავლე ანასტასია ყორშია
🔹 XII-გ კლასის მოსწავლე ანა მეღვინეთუხუცესი-კობიაშვილი

ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს კიდევ უამრავ საინტერესო შესაძლებლობას, ახალ აღმოჩენებსა და წარმატებებს! 💜
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

23-ე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი მოსწავლის დავით ნარიმანიძის გარდაცვალების გამო.დავითი ჩვენს სკოლაში ...
10/09/2026

23-ე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი მოსწავლის დავით ნარიმანიძის გარდაცვალების გამო.
დავითი ჩვენს სკოლაში მე-10 კლასამდე სწავლობდა. იგი გამორჩეული იყო თავისი წესიერებით, კეთილშობილებით, ზრდილობითა და საუკეთესო თვისებებით.
ვუსამძიმრებთ დავითის ოჯახის წევრებს, ახლობლებლებს, მასწავლებლებსა და მეგობრრბს ამ უდიდეს და უმძიმეს დანაკარგს🙏

09/09/2026

🪻არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც უბრალოდ საგანს კი არ ასწავლიან, არამედ პატარების გულებში სამუდამოდ ტოვებენ სითბოს, ნდობასა და ცოდნისადმი სიყვარულს.
სწორედ ასეთი გამორჩეული აღმზრდელია ჩვენი პირველკლასელების დამრიგებელი ნონა ჯინჭარაძე, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი პროფესიონალიზმით, საქმისადმი ერთგულებითა და უსაზღვრო სამართლიანობით.
ნონა მასწავლებლისთვის თითოეული მოსწავლის მხარდაჭერა, მათი პატარა წარმატებების შემჩნევა და ყოველდღიური განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია. იგი თავისი მეგობრული, გულთბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულებით სკოლის პირველ ნაბიჯებს ბავშვებისთვის უსაფრთხო, საინტერესო და დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს.
ნონა მასწავლებელი ულოცავს თავის საყვარელ პირველკლასელებს სწავლის დაწყებას! 🔔

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა  #წარმატებები📚
08/09/2026

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა
#წარმატებები📚

✅გამოქვეყნდა PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად 2022 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი.

კვლევამ აჩვენა, რომ:

✔️საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს;

✔️ მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, ჩვენმა ქვეყანამ მიღწევები გააუმჯობესა;

✔️ შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, რაც ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს პროცენტულად ნაკლებმა მოსწავლემ მიიღო დაბალი შედეგი.

✔️ საქართველო დაბალი მიღწევების მოსწავლეთა მონაცემების გაუმჯობესების კუთხით 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია;

✔️ შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, რაც თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთი ფაქტორია. აქ აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სფეროებში სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევების ზრდა;

✔️ საქართველოში მოსწავლის სოციალურ სტატუსს და მასთან კავშირში მყოფ ფაქტორებს, OECD ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები გავლენა აქვთ მოსწავლის მიღწევებზე, რაც ცალსახად პოზიტიური მაჩვენებელია. კერძოდ, საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო მაღალია „გამორჩეულ მოსწავლეთა“ წილი, რომლებიც, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, PISA-ს ტესტში მაღალ შედეგებს აჩვენებენ;

✔️ კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება;

✔️ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს;

✔️ 2022 წლის შედეგების თანახმად, პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნების მიღწევებზე, თუმცა საერთაშორისო ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველოს მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. მხოლოდ არაარსებითად დაიკლო კითხვაში, რაც დღესდღეობით გლობალური ტრენდია;

2025 წელს შეფასების ძირითადი სფერო იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. თუ შევხედავთ ქვეყნებისა და ეკონომიკების შედარებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით, დავინახავთ, რომ საქართველოს ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა:

✔️ ბულგარეთი
✔️ მოლდოვა
✔️ ყაზახეთი
✔️ მალაიზია
✔️ კვიპროსი
✔️ ჩრდილოეთ მაკედონია
✔️ სომხეთი
✔️ აზერბაიჯანი
✔️ ბრაზილია
✔️ არგენტინა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ თუ წინა, 2022 წლის PISA-ს კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 81 სახელმწიფო, 2025 წლის კვლევაში ქვეყნების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, რაც საქართველოს მიღწევებს უფრო წარმოსაჩენს ხდის.

2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, 2025 წლიდან კი PISA-ს ციკლის ხანგრძლივობა 4 წლამდე გაიზარდა.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს ჩაერთო.

PISA 15 წლის მოზარდების ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებისთვის მზაობას აფასებს. შეფასების ძირითად სფეროებია: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

🌐კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://www.ncer.gov.ge/en/_files/ugd/53bb71_30ff38a79c9f4f05a23bc488675fbc5d.pdf

08/09/2026

🌸 ჩვენს პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანი ულოცავს…
ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება — ნანა კალანდარიშვილი, მრავალი თაობის აღმზრდელი, ყველასთვის საყვარელი, კეთილი და თბილი მასწავლებელი. 💜
ქალბატონი ნანა წლების განმავლობაში სიყვარულით, მზრუნველობითა და უდიდესი პასუხისმგებლობით ემსახურებოდა ბავშვების აღზრდასა და განათლებას. მისი ყურადღება და მეგობრული დამოკიდებულება არაერთი თაობის ოცდამესამელს გაჰყვა ცხოვრების გზაზე.
ნანა მასწავლებლის აღზრდილი არაერთი მოსწავლე დღეს წარმატებული და ღირსეული პიროვნებაა — ადამიანები, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ამ მიღწევებში კი უდიდესი დამსახურება სწორედ მათ პირველ მასწავლებელს მიუძღვის. ✨
დღეს ქალბატონი ნანა თავისი გულწრფელი, თბილი სიტყვებით ჩვენს ყველაზე პატარა მოსწავლეებს მიმართავს და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს!

07/09/2026

🎒📚 სკოლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება…
პირველკლასელები დიდი მოლოდინით ემზადებიან ახალი სასწავლო წლისთვის: არჩევენ სასკოლო ნივთებს, ირგებენ ფორმებს, ეგუებიან ახალ გარემოს და სულ მალე პირველად შეაბიჯებენ სკოლის დიდსა და საინტერესო სამყაროში. 🏠✨
ამ მოლოდინისა და სიახლის დღეებში ჩვენი მასწავლებლებიც განსაკუთრებულად ემზადებიან თავიანთ პატარა მოსწავლეებთან შესახვედრად, მათ გასაცნობად, გასამხნევებლად და იმისათვის, რომ სკოლის დასაწყისი ბავშვებისთვის სასიხარულო და დაუვიწყარი იყოს. 🎈🎀💜
დღეს უნდა გაგაცნოთ I „ა“ კლასის დამრიგებელი — ფატი კალაძე.
ფატი მასწავლებელი ყურადღებიანი, კეთილი, მეგობრული და სამართლიანი ადამიანია. მისი სიმშვიდე და დადებითი განწყობა თავისთავად გადადის გარშემომყოფებზე, განსაკუთრებით კი იმ პატარა ადამიანებზე, რომლებსაც იგი ასწავლის.💖🌸
გვჯერა, რომ სწორედ ეს სიყვარული, სიმშვიდე და კეთილგანწყობა დაეხმარება ჩვენს პირველკლასელებს, მალევე შეიყვარონ 23-ე სკოლა, როგორც ეს „ოცდამესამელებს“ სჩვევიათ.💟💜
დღეს ფატი მასწავლებელი თავის პატარა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და მათ ახალ, საინტერესო სასკოლო თავგადასავალს სიყვარულით ეგებება. 📚✨

Address

დ. უზნაძის N59
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 09:00 - 18:30
Tuesday 09:00 - 18:30
Wednesday 09:00 - 18:30
Thursday 09:00 - 18:30
Friday 09:00 - 18:30

Telephone

+995322950742

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category