22/09/2023
📅 29 სექტემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „თავისუფალი მეცნიერებები“ (Liberal Arts) პრეზენტაცია.
🟢 პროგრამის კურსებს წარადგენენ თავისუფალი მეცნიერებების პროფესორები, მათ შორის გია ნოდია და ჩარლზ ფერბენქსი.
🟢 პროგრამის ხელმძღვანელები, ლექტორები და კურსდამთავრებულები დამსწრეთ გააცნობენ პროგრამის სტრუქტურას, ისაუბრებენ ისტორიის, პოლიტიკის, ლიტერატურის, ფილოსოფიისა და ხელოვნების მოდულში შემავალი სხვადასხვა კურსის შესახებ. სტუდენტები გაეცნობიან სწავლების მრავალფეროვან მეთოდებსა და ტექნიკას (მაგ.: სწავლება დისკუსიის გზით, სიღრმისეული კითხვა და სხვ.).
🔻 თავისუფალი მეცნიერებების (Liberal Arts) საბაკალავრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წელს შემუშავდა მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (აშშ) და ჯეიმს მედისონის კოლეჯთან თანამშრომლობით (აშშ) და ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული oნიციატივა” (AGILE) თანამშრომლობით.
🌐 სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
📅 დრო: 29 სექტემბერი, 19:00 საათი
📍 ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
🟢 დასწრება თავისუფალია.
#ილიაუნი