14/08/2023
რეგისტრაცია მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე ” აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები ხელოვნური ინტელექტის პირობებში: პრაქტიკა და გამოწვევები”
2023 წლის 24 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება მესამე საერთაშორისო კონფერენცია – აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები ხელოვნური ინტელექტის პირობებში: პრაქტიკა და გამოწვევები
კონფერენციის სამუშაო თემებია:
აკადემიური კეთილსინდისიერება და ხელოვნური ინტელექტი;
სტუდენტების შეფასება;
კვლევის ეთიკა;
სწავლების მეთოდები;
აკადემიური კეთილსინდისიერება სკოლაში
ღონისძიების მიზანია გამოცდილების გაზიარება და შემთხვევების ანალიზი, რომელიც შეაჯამებს არსებულ პრაქტიკას და მონაწილეებს დაეხმარება წარმატებული მაგალითების იდენტიფიცირებაში.
კონფერენციაზე წარსადგენი ნაშრომის ფორმატია მოხსენება/პრეზენტაცია და/ან კვლევის ანგარიში. მონაწილეთა მიღებისათვის აუცილებელია 2023 წლის 20 სექტემბრამდე გამოგვიგზავნოთ მომხსენებლის ბიოგრაფია/CV და პრეზენტაციის მცირე აბსტრაქტი, მაქს. 200-250 სიტყვა, მისამართზე: [email protected] (ქართულ და ინგლისურ ენაზე).
კონფერენცია პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებაა
კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური.