თსუ განვითარების სტრატეგია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ განვითარების სტრატეგია

თსუ განვითარების სტრატეგია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თსუ განვითარების სტრატეგია, Education, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, Tbilisi.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ რექტორის ინიციატივით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც თსუ სტრატეგიული განვითარების გეგმაზე იმუშავებს. სამუშაო ჯგუფში ჩართული თსუ პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები 3 თვის განმავლობაში იმუშავებენ დოკუმენტზე, რომელსაც თსუ აკადემიური საბჭო დაამტკიცებს და 2017 წლიდან მისი განხორციელება დაიწყება.

20/12/2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ სტრატეგიული განვითარების გეგმა (2017-2021) დაამტკიცა. დოკუმენტზე სპეციალურმა ჯგუფმა იმუშავა, რომელიც თსუ რექტორის ინიციატივით შეიქმნა. სამუშაო ჯგუფი პირველად 6 ოქტომბერს შეიკრიბა და სამი თვის განმავლობაში მუშაობდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: უნივერსიტეტის მართვა, ინფრასტრუქტურის განვითარება, სტუდენტური ცხოვრება და სტუდენტთა მომსახურება, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა, საგანმანათლებლო საქმიანობა, საქმიანობის ხარისხის შეფასება, საზოგადოებასთან ურთიერთობა.

თსუ სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მომუშავე ჯგუფი თსუ პროფესორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს აერთიანებს. სტრატეგიული განვითარების გეგმის განხილვა მიმდინარეობდა საჯაროდ, მასში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული პირი.

საბოლოო დოკუმენტი თსუ-ს კადემიურ საბჭოს 19 დეკემბერს წარედგინა დასამტკიცებლად და მისი განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება.

👇 იხილეთ თსუ სტრატეგიული განვითარების გეგმა 2017-2021

https://www.tsu.ge/data/file_db/PR/2017-2021.pdf

25/11/2016

2017 წლიდან უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება. თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინიციატივით, გამჭვირვალობის და პარიტეტის დასაცავად შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელშიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ. საბჭო შეიმუშავებს იმ კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც გაიცემა დაფინანსება სტუდენტური პროექტების განსახორციელებლად. ინიციატივის საფუძველი გახდა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის განხილვისას სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე სტუდენტების მიერ წამოყენებული მოსაზრებები სტუდენტური პროექტების და ღონისძიებების დაფინანსების თანაბარი პირობების შექმნის შესახებ. წარმოდგენილი დოკუმენტი შეიცავს დაფინანსების სავარაუდო სქემასა და პრიორიტეტულ მიმართულებებს. დოკუმენტი ღიაა სამსჯელოდ. გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი შეხედულებები და წინადადებები.

https://tsu.ge/data/file_db/PR/doc.1.pdf

https://tsu.ge/data/file_db/PR/doc2.pdf

16/11/2016

სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი (კონცეფცია)

16/11/2016

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის განვითარების პროექტი

14/11/2016

მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი აკადემიური საქმიანობის პარამეტრებით

14/11/2016

სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი

14/11/2016

სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მომუშავე მე-4 ჯგუფის (სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა) ამოცანების პირველ სამუშაო ვერსია

11/11/2016

საპროექტო განაცხადი-"ინტერნატის ტიპის თსუ სკოლა" (ავტორები:ქეთევან ჭკუასელი, ლევი გეონჯიანი,ნიკა ქოიავა, მარინა ლომოური)

11/11/2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის განვითარების სტრატეგია (რუსუდან ვაშაკიძე - მულტიმედია ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი)

09/11/2016

თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია (სამუშაო ვარიანტი)

მომზადებულია თსუ გაზეთის რედაქციასთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფის (ნინო კაკულია, რამაზ საყვარელიძე, იაგო კაჭკაჭიშვილი, თამარ ჩიქოვანი, გიორგი კეკელიძე, დოდო შონავა) მიერ.

08/11/2016

კონცეფცია საუნივერსიტეტო განათლების შესახებ და თბილისის უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა (ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დენიზა სუმბაძე) 2013 წ

07/11/2016

საკლუბო მოდელი და მისი სტიმულირების გზები
(თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის ხედვა)

Address

ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ განვითარების სტრატეგია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category