განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდი
The official page of the LEPL-National Center for Educational Quality Enhancement

🔷განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლებთა...
22/09/2026

🔷განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

🔹შეხვედრის მიზანი იყო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის შესახებ მერიის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის გაზრდა და ამ პროცესში მუნიციპალიტეტების როლის გაძლიერება.

🔹მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ და მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაესვათ.

🔹განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეებისთვის განმავითარებელი და მხარდამჭერი ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას.

🔹სამუშაო შეხვედრას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიის 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

21/09/2026

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2026 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ. მიღება გამოცხადებულია 568 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, 37 საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული მისაღები ადგილების საერთო რაოდენობა 21 372-ს შეადგენს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, დაწესებულებების, მიღების პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე - vet.ge.

იხილეთ ვრცლად: https://mes.gov.ge/content.php?id=14932&lang=geo&csrt=16976931238914478917

🔷საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და განათლების ხარისხის განვით...
20/09/2026

🔷საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მუდმივ და მოწვეულ საბჭოს წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

🔹მინისტრის მოადგილემ აკრედიტაციის საბჭოს წევრებს უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის ძირითადი მიმართულებები და ეტაპები გააცნო.

🔹შეხვედრის მიზანი იყო აკრედიტაციის საბჭოს საქმიანობის პრაქტიკული და მეთოდოლოგიური გაძლიერება, აკრედიტაციის პროცესში არსებული გამოცდილების გაზიარება, გამოწვევების იდენტიფიცირება და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბება.

🔹აკრედიტაციის საბჭოს წევრებმა იმსჯელეს საბჭოს საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ეთიკის კოდექსით დადგენილ ნორმებზე.

🔹სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხილვას. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეულმა წევრებმა დეტალურად განიხილეს მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი და სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებული საკითხები.

🔹შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქეთევან კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი მაია შუხოშვილი და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი, ასევე ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები.

🔹ცენტრი აქტიურად აგრძელებს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეებისთვის განმავითარებელი და მხარდამჭერი ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას.

16/09/2026

✅საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების I-XI კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XI კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა.

მსურველი პირები დარეგისტრირებას 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2026 წლის 02 ოქტომბრიდან 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება, ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესების დაცვით:

✔️იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება და სწავლობს სკოლაში - განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

✔️თუ პირი არ სწავლობს სკოლაში - განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით, რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც სავალდებულოა, მითითებული იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);

ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;

ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);

უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;

ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს.

დ) იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220

16/09/2026
🔷საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და განათლების ხარისხის განვი...
08/09/2026

🔷საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

🔹მინისტრის მოადგილემ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები გააცნო.

🔹სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების მიმართულებით, ავტორიზაციის სტანდარტებსა და პროცედურებში შესატანი ცვლილებების განხილვა. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება ასევე გამახვილდა საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების საქართველოში აღიარების მიმართულებით დაგეგმილ სამართლებრივ ცვლილებებზე.

🔹განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეებისთვის განმავითარებელი და მხარდამჭერი ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას.

🔹სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქეთევან კობახიძე და ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები.

Address

მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N 2
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322022121

Alerts

Be the first to know and let us send you an email when განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი:

Shortcuts

Share