GLC School

GLC School ჯურხა ნადირაძის #46

www.glcschool.ge

სკოლა „ჯი–ელ–სი“ დაფუძნდა 1995 წელს და ჩამოყალიბდა, როგორც საავტორო სკოლა.

სკოლა „ჯი–ელ–სი“, თბილისის გარდა ზუგდიდშიც ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ სწავლება თბილისის ცენტრალური სკოლის პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს.


თბილისში მდებარე სკოლის შენობა ხუთსართულიანია. ყველა სართული უზრუნველყოფილია ნათელი საკლასო ოთახებით, ავტონომიური გათბობითა და თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. ფუნქციონირებს სასადილო. სკოლას გააჩნია უახლესი ტექნიკით მოწყობილი კომპიუტერული კლასი უწყვეტი ინტერნეტით, სასკოლო ბიბლიოთეკა (სახელმძღვანელოები და მხატვრული ლიტერატურა ქართულ და უცხოურ ენებზე). სკოლაში მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ინგლისურისა და გერმანულის კათედრები. შესაბამისი ინვენტარით მოწყობილია სასწავლო კაბინეტები, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია, სააქტო და სპორტული დარბაზები, სამხატვრო სტუდია, ქორეოგრაფიული და სამუსიკო სტუდია.



სკოლის მთვარი მიზანია ყველა კურსდამთავრებულისთვის წარმატებული მომავლის უზრუნველყოფა. "ჯი–ელ–სი" წლების განმავლობაში ითავსებს სკოლა–რეპეტიტორის ფუნქციას, ატარებს მრავალ სასარგებლო ღონისძიებას და ზრუნავს მოსწავლეებზე სწავლების, სულიერი და პიროვნული ჩამოყალიბების კუთხით. სკოლაში ფუნქციონირებს შემოქმედებითი წრეები. სეზონურად მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ აქტიურად დაისვენონ საზაფხულო და ზამთრის ბანაკებში. სასწავლო წლის მანძილზე მოსწავლეებს აქვთ არჩევანის საშუალება ევროპის წამყვან სკოლებში გაიარონ სასერტიფიკატო ენის კურსები და მოინახულონ საინტერესო ადგილები.



სკოლის დევიზია „სკოლა რეპეტიტორების გარეშე“, აქედან გამომდინარეობს, ცხადია, მისიაც – მოსწავლეთა უმაღლესი სასწავლებლებისათვის მზადება სკოლის ფარგლებში. სკოლა წარმატებით თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან.


სკოლის პროგრამული პრიორიტეტები:

• უცხოური ენის შესწავლა I კლასიდან (ინგლისური);
• გერმანული ენის შესწავლა გერმანული ენის სადიპლომო DSD - ჯგუფებში;
• მესამე უცხო ენის შესწავლა VII კლასიდან (რუსული);
• მათემატიკის გაძლიერებული სწავლება;
• პროფილური სწავლება X კლასიდან;
• ქართული ენისა და ლიტერატურის გაძლიერებული სწავლება X კლასიდან;
• ბიზნესის სპეციალური საგნები VIII კლასიდან;
• XI-XII კლასებში მზადება უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად, გამოცდის ყოველკვირეული იმიტაციით.

27/05/2026

✅👌🏻

ჯურხა ნადირაძის #46

www.glcschool.ge

✅📚📐📏საზეიმო და ემოციურ გარემოში ჩატარდა მათემატიკური კონკურსის ,,გალუას თასის’’  — ფინალური ტური, რომელშიც მონაწილეებმა ...
26/05/2026

✅📚📐📏საზეიმო და ემოციურ გარემოში ჩატარდა მათემატიკური კონკურსის ,,გალუას თასის’’ — ფინალური ტური, რომელშიც მონაწილეებმა საკუთარი ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური უნარები წარმოაჩინეს. მრავალეტაპიანი და საინტერესო შეჯიბრის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც ღირსეულად მოიპოვეს საპრიზო ადგილები🥇🥈🥉

✅ფინალისტებსა და გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და სხვადასხვა წამახალისებელი პრიზები 🎁 რაც მათი შრომისა და წარმატების დაფასების სიმბოლოდ იქცა ❤️
ღონისძიებამ განსაკუთრებული სიხარული და მოტივაცია შესძინა მოსწავლეებს, რადგან კონკურსმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მათემატიკის მნიშვნელობა, შემოქმედებითი აზროვნება❣️❣️❣️

✅კონკურსის დასასრულს გამარჯვებულებისთვის დაიგეგმა შემეცნებითი და გასართობი ექსკურსია მონუმენტი „საქართველოს მატიანე“-თან, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული და ისტორიული სივრცე, უკეთ გაეცნონ ქართული ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვან ეპიზოდებს და სასიამოვნო გარემოში ერთად აღნიშნონ მიღწეული წარმატება🥰

✅გალუას თასი უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიებაა ჩვენს სკოლაში , რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს და ხელს უწყობს მათი ნიჭის, ინტერესებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას👌🏻❤️

22 მაისს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება.ყველა მცენარე, პეპელა, ფრთოსანი  და პატარა მწერიც კი ბუნების დი...
26/05/2026

22 მაისს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ყველა მცენარე, პეპელა, ფრთოსანი და პატარა მწერიც კი ბუნების დიდი სიმფონიის ნაწილია.
რაც უფრო მრავალფეროვანია სიცოცხლე, მით უფრო ძლიერი და ლამაზია ჩვენი სამყარო 💚🦋 ჩვენს სკოლაში ამ დღისთვის საგულდაგულოდ მოემზადნენ❤️🌺🐌🐞✨მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა სახეობის ცხოველების ნახატების კოლაჟი; 🪐✨მეხუთე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ჩვენი სამყაროს - მზის სისტემის მოდელები და ასევე ვიქტორინა ჩატარდა კოსმოსზე 🍀🪵🍃მეექვსე კლასის მოსწავლეებმა 9 მაისს დაამუშავეს ნარჩენების მართვის საკითხები და კომპოსტირების ტექნიკები, იმსჯელეს გარემოს დაბინძურებასა და მის ზეგავლენაზე; 🐛🦋🐜🍄‍🟫მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მთელი სერია შექმნეს სოკოების სამეფოს და ფეხსახრიანების შესახებ, 🪺🦅🦉ასევე საინტერესო პრეზენტაციით და დისკუსიით აღინიშნა გადამფრენი ფრინველების დღე 11 მაისს, 🍀🌸🌿🐝საინტერესო აქტივობები ჩატარდა 20 მაისს ჯიელსის ბუნებისმეტყველების კლუბშიც ფუტკრების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,დაგეგმილია კლუბის გასვლითი ვიზიტი ფუტკრების ოჯახის სასიცოცხლო თვისებების უშუალოდ გასაცნობად. 💚🦋🌸ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა პატარა ასაკიდანვე გაიაზრონ, რომ ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დღეები სკოლაში. ჩვენი წლევანდელი სლოგანიც ესაა "ერთად ვიზრუნოთ სიცოცხლის ფერებზე"✨☀️✨🌈✨

🎨✨ 21 მაისს ჯიელსის სკოლაში გაიმართა დიზაინის სტუდიის შთამბეჭდავი გამოფენა.ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და...
26/05/2026

🎨✨ 21 მაისს ჯიელსის სკოლაში გაიმართა დიზაინის სტუდიის შთამბეჭდავი გამოფენა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და სიყვარულით შექმნილი საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. 🖌️🧵🖼️
გამოფენა გამოირჩეოდა მრავალფეროვანი, კრეატიული და საინტერესო იდეებით, რომლებშიც ნათლად ჩანდა ბავშვების ფანტაზია, ინდივიდუალური ხედვა და შემოქმედებითი უნარები. 🌈✨
მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში მუშაობდნენ დიზაინის სტუდიის ხელმძღვანელის — თათული რევაზიშვილის — ხელმძღვანელობით, რომლის მხარდაჭერამ, პროფესიონალიზმმა და მოტივაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თითოეული ნამუშევრის შექმნაში. 👩‍🎨💫
გამოფენამ სასიამოვნო და თბილ გარემოში ჩაიარა და დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. 👏💖
ვუსურვებთ ჩვენს პატარა ხელოვანებს კიდევ უფრო მეტ წარმატებასა და შემოქმედებით წინსვლას! 🌟🎉

🐝🌼 20 მაისს, ფუტკრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბუნების კლუბის მუშაობის ფარგლებში ბავშვებმა საინტერესო პრეზენტ...
26/05/2026

🐝🌼 20 მაისს, ფუტკრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბუნების კლუბის მუშაობის ფარგლებში ბავშვებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს და ფუტკრების შესახებ მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრეს.
🌿 მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია ფუტკრების ცხოვრების, მათი მნიშვნელობისა და ბუნებაში განსაკუთრებული როლის შესახებ. საუბარი შეეხო იმასაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფუტკრების დაცვა და გარემოზე ზრუნვა. 🍯🌸
✨ კლუბის შეხვედრა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო— ბავშვებმა დიდი ინტერესით წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები და აქტიურად ჩაერთნენ განხილვაში.
👩‍🏫 ბუნების კლუბის ხელმძღვანელის, ქრისტინე კერესელიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს ბუნების სიყვარულისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. 💛🌍
🌱 მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება ბუნების უკეთ გაცნობასა და გარემოზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებაში🤍

📚✅
19/05/2026

📚✅

🎓🇩🇪 გაიმართა გერმანული ენის მეორე დონის — DSD II დიპლომების საზეიმო გადაცემა! 🇩🇪🎓ღონისძიება განსაკუთრებულად ემოციური და ...
18/05/2026

🎓🇩🇪 გაიმართა გერმანული ენის მეორე დონის — DSD II დიპლომების საზეიმო გადაცემა! 🇩🇪🎓
ღონისძიება განსაკუთრებულად ემოციური და ამაღელვებელი იყო ✨
დიპლომები გადაეცათ მოსწავლეებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გერმანული ენის საერთაშორისო გამოცდა DSD II. 👏📚
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ:
🇩🇪 საზღვარგარეთის ქვეყნებში გერმანული ენის სწავლების ამიერკავკასიის კოორდინატორი — ქ-ნი ბირგიტ არნდტი,
🏫 სკოლის დირექციის წარმომადგენლები,
👩‍🏫 მასწავლებლები,
👨‍🎓 მოსწავლეები და მათი მშობლები. ❤️
აღსანიშნავია, რომ გამოცდაზე გასული ხუთივე მოსწავლე წარმატებით გავიდა და ღირსეულად მოიპოვა DSD II დიპლომი! (C1 დონე) 🏅👏
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას 🎉

ვუსურვებთ მათ კიდევ უფრო დიდ წინსვლასა და წარმატებებს მომავალში! 🌟📖

🌿✨ 17 მაისს ჩვენი სკოლის VIII კლასის მოსწავლეები მეგი მაისურაძის სადამრიგებლო კლასიდან დაუვიწყარ ექსკურსიაზე იმყოფებოდნე...
18/05/2026

🌿✨ 17 მაისს ჩვენი სკოლის VIII კლასის მოსწავლეები მეგი მაისურაძის სადამრიგებლო კლასიდან დაუვიწყარ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ ბოდბესა და სიღნაღში. 🏞️⛪
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები, მოინახულეს ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი 🙏, გაისეირნეს სიღნაღის მყუდრო და ფერად ქუჩებში 🏘️💖 მოსწავლეების თვალწინ გაცოცხლდა საქართველოს მდიდარი ისტორია და ტრადიციები 🇬🇪📚
ექსკურსია სავსე იყო სასიამოვნო ემოციებით, მხიარული წუთებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით 😊📸🎉
ასეთი დღეები განსაკუთრებით ამახსოვრდებათ მოსწავლეებს და მათ შორის მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს 🤝💫
ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს კიდევ ბევრ საინტერესო და ბედნიერ მოგზაურობას! 🚍🌸

⚽🏆 15 მაისს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მაგდა ღუღუნიშვილის გერმანული ენის გაკვეთილზე წარადგინეს საინტერესო და მრავალფეროვ...
15/05/2026

⚽🏆 15 მაისს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მაგდა ღუღუნიშვილის გერმანული ენის გაკვეთილზე წარადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები თემაზე — „Mein Lieblingsspieler / Meine Lieblingsspielerin“ („ჩემი საყვარელი სპორტსმენი“). 🇩🇪✨
👧👦 მოსწავლეებმა გერმანულ ენაზე ისაუბრეს მათთვის საყვარელ ფეხბურთელებსა და სპორტსმენებზე, წარმოადგინეს საინტერესო ინფორმაცია მათი კარიერის, მიღწევებისა და წარმატებების შესახებ. 🏅⚽🎾
პრეზენტაციების მიმდინარეობისას მოსწავლეებმა გამოავლინეს როგორც გერმანული ენის ცოდნა, ასევე შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარები. 🎤📚🌟
💡 აქტივობამ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია უცხო ენის სწავლება საინტერესო, სახალისო და პრაქტიკულ აქტივობებთან ერთად, რაც მოსწავლეებს მოტივაციასა და თავდაჯერებულობას უმაღლებს. 🚀😊

✅3 აპრილს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა გერმანული ენის გაკვეთილზე წარმოადგინეს საინტერესო და სახალისო სპექტაკლი( ,,Kiki ist...
15/05/2026

✅3 აპრილს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა გერმანული ენის გაკვეთილზე წარმოადგინეს საინტერესო და სახალისო სპექტაკლი( ,,Kiki ist weg”)გერმანულ ენაზე 🇩🇪✨

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მოირგეს სხვადასხვა როლი 🎭, წარმოაჩინეს საკუთარი შემოქმედებითი უნარები 🌟 და კიდევ ერთხელ გვიჩვენეს, რამდენად მნიშვნელოვანია უცხო ენის სწავლა პრაქტიკული და შემოქმედებითი აქტივობებით 📚🎬

თითოეული მონაწილე განსაკუთრებული ენთუზიაზმით იყო ჩართული წარმოდგენაში 👏😊, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი გახადა 💫

მადლობას ვუხდით გერმანული ენის მასწავლებელს, მაგდა ღუღუნიშვილს, გაწეული შრომისა და მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის ❤️

✅”ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” სამართლის სკოლის ,  ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობრივი დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლის კლ...
15/05/2026

✅”ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” სამართლის სკოლის , ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობრივი დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკის ინიციატივით სკოლა ჯიელსიში მეათე და მეთერთმეტე კლასელებთან შედგა შეხვედრა თემაზე: “ქალთა დ გოგონათა მიმართ ძალადობა და დაზარალებულთა დახმარების სერვისები”
შეხვედრა იყო საინტერესო და ინტერაქციული.
მადლობა პრეზენტატორებს და მოსწავლეებს აქტუალური და მნიშვნელივანი თემის საინტერესოდ წარმოდგენისა და ჩართულობისთვის❣️❣️❣️

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GLC School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to GLC School:

Shortcuts

Share

Category