ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი, College & University, Kakutsa Cholokashvili Avenue 3/5, Tbilisi.

🔬 ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები — ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2026-ზე! 🧪🌱გინდა, შენი სამეცნიერო იდეები სხვებსაც გაუზიარო...
30/08/2026

🔬 ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები — ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2026-ზე! 🧪🌱
გინდა, შენი სამეცნიერო იდეები სხვებსაც გაუზიარო, საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარო და მეცნიერების პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანო?

✨ არ გამოტოვო შესაძლებლობა და გახდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკი 2026-ის მონაწილე!

📅 26 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო მეცნიერების, ექსპერიმენტებისა და აღმოჩენების სივრცედ გადაიქცევა.
ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები ყოველწლიურად მონაწილეობენ სამეცნიერო პიკნიკში და მოსწავლეების აქტიური ჩართულობა ღონისძიებას კიდევ უფრო მხიარულს, სახალისოსა და ინტერაქტიულს ხდის. 🔍🧬

🧠 როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

🔹 შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
👉 https://forms.gle/CaR1dfDuPbP4sPc68

🔹 სარეგისტრაციო ფორმაში დეტალურად და ზუსტად მიუთითოთ მოთხოვნილი ინფორმაცია;

🔹 ყურადღებით გაეცნოთ ფორმაში მოცემულ ინსტრუქციებს.

🔬 როგორ შეირჩევიან კლუბები?

შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თქვენს მიერ შემოთავაზებულ აქტივობებსა და ექსპერიმენტებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აქტივობები იყოს:

✨ უსაფრთხო — თქვენი და ვიზიტორების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. გთხოვთ, პროგრამაში არ შეიტანოთ საფრთხის შემცველი ექსპერიმენტები, მათ შორის „სპილოს კბილის პასტა/სპილოს ხორთუმი“, „ქიმიური ცეცხლი“, „ცეცხლოვანი ხელი/ცეცხლი ხელისგულზე“ ან კონცენტრირებული მჟავებისა და ტუტეების გამოყენებით ჩატარებული ექსპერიმენტები;

💡 ორიგინალური — გვინდა ვიხილოთ საინტერესო და კრეატიული სამეცნიერო იდეები;

🙌 ინტერაქტიული — ჩართეთ პიკნიკის სტუმრები და მიეცით მათ მეცნიერების საკუთარი ხელით აღმოჩენის შესაძლებლობა.

შექმნილი იქნება სპეციალური კომისია, რომელიც შემოთავაზებულ აქტივობებს შეაფასებს და სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობის მისაღებად საუკეთესო აქტივობების მქონე გუნდებს შეარჩევს.

⛺ რას უზრუნველყოფს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი?

მონაწილე ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის ჩვენ უზრუნველყოფთ:

🔸 საკმარის სივრცეს კარვებში;
🔸 ელექტროენერგიის წყაროს კარვებში;
🔸 ექსპერიმენტებისთვის საჭირო მაგიდებსა და სკამებს;
🔸 მონაწილე მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის შესაბამის სერტიფიკატებს. 📜

⏰ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 5 სექტემბერი, 2026.

📩 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
[email protected]

მოიფიქრე, შექმენი, გამოიკვლიე და გაუზიარე მეცნიერება სხვებს! 🔬✨

გელოდებით ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2026-ზე!

🚀 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად იწყებს Pyt...
13/10/2025

🚀 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად იწყებს Python-ის საბაზისო უფასო ონლაინკურსს მოსწავლეებისთვის.
🖥️ კურსის მიზანია მოსწავლეებმა Python-ზე ისწავლონ პროგრამირების საწყისები, მიიღონ საბაზისო ცოდნა, რომელიც მათ დაეხმარება პროგრამირების სფეროში განვითარებასა და მომავალში პითონის საფუძვლიანად შესწავლაში.
👉 რეგისტრაცია შეუძლიათ VII-XI კლასების მოსწავლეებს, რომელთაც სურთ პროგრამირების საფუძვლების შესწავლა. კურსი არის დამწყებთათვის, ამდენად საბაზისო ცოდნა საჭირო არ არის.
📌 პროექტში მონაწილეობისთვის არა უგვიანეს 23 ოქტომბრისა უნდა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა ბმულზე:
https://forms.gle/Ekd7QQZoeJqsaoWc6
⭕ კურსი ჩატარდება დისტანციურად Google meets-ის გამოყენებით. კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა
📅 ტრენინგის ხანგრძლივობა: კვირაში 2 დღე, 1.5 საათი
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://shorturl.at/XhuuV

🚀 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან
ერთად იწყებს Python-ის საბაზისო უფასო ონლაინკურსს მოსწავლეებისთვის.

🖥️ კურსის მიზანია მოსწავლეებმა Python-ზე ისწავლონ პროგრამირების საწყისები, მიიღონ საბაზისო ცოდნა, რომელიც მათ
დაეხმარება პროგრამირების სფეროში განვითარებასა და მომავალში პითონის საფუძვლიანად შესწავლაში.

👉 რეგისტრაცია შეუძლიათ VII-XI კლასების მოსწავლეებს, რომელთაც სურთ პროგრამირების საფუძვლების შესწავლა. კურსი არის დამწყებთათვის, ამდენად საბაზისო ცოდნა საჭირო არ არის.

📌 პროექტში მონაწილეობისთვის არა უგვიანეს 23 ოქტომბრისა უნდა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა ბმულზე:
https://forms.gle/Ekd7QQZoeJqsaoWc6

⭕ კურსი ჩატარდება დისტანციურად Google meets-ის გამოყენებით. კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა

📅 ტრენინგის ხანგრძლივობა: კვირაში 2 დღე, 1.5 საათი
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://shorturl.at/XhuuV

#ფაბლაბი #ილიაუნი

25/09/2025
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს იმ მასწავლებებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებიც და...
28/07/2025

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს იმ მასწავლებებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გახდნენ ტრენერები და მონაწილეობა მიიღონ სამდღიან ტრენინგში.

შეხვედრების კურსი ტარდება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში (26-28 სექტემბერს, თბილისში) და მიზნად ისახავს მონაწილეთა მომზადებას ახალგაზრდების მკვლევართა კლუბის (YEC – Young Explorer’s Club) პროგრამის ტრენერებად.

ტრენინგს უხელმძღვანელებენ კოპერნიკის მეცნიერების ცენტრის გამოცდილი ტრენერები და მასში მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებლები საქართველოდან და სომხეთიდან. ვორქშოპების წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩაატარონ ტრენინგები მასწავლებლებისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია, რომ გახდეს YEC გუნდის წევრი.

ორგანიზატორები უზრუნველყოფენ მონაწილეთა მგზავრობის, საცხოვრებლისა და კვების დაფინანსებას.

კონკურსის საფუძველზე საქართველოს მაშტაბით შეირჩევა 7 აქტიური მასწავლებელი. ტრენინგი მათ საშუალებას მისცემს გაეცნონ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ეფექტური მართვის მეთოდებს და გაიზიარონ პოლონური გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:

https://forms.gle/sXK4hrvV6uuL951q8

რეგისტრაციის ვადები:

რეგისტრაციის შევსების ბოლო ვადა: 10 აგვისტო

მონაწილე მასწავლებლების გამოვლენის ბოლო ვადა: 20 აგვისტო

📣 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრობლობის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვ...
07/07/2025

📣 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრობლობის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის აცხადებს კონკურსს „საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი-2025“. კონკურსის მიზანია „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის“ ფარგლებში ღირებული და ნოვატორული ინიციატივების გამოვლენა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

🏆 კონკურსის ფარგლებში შემოსული განაცხადების საფუძველზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. გამარჯვებული კლუბის მასწავლებელი გაემგზავრება ვარშავაში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში (პოლონეთი) გამართულ ფორუმზე; კლუბს კი გადაეცემა სასაჩუქრე ნაკრები (კლუბის განვითარებისთვის და მისი მუშაობის შემდგომი ხელშეწყობისთვის).
🔎კონკურსში მონაწილეობის ეტაპები:

ეტაპი I – კლუბი ხელმძღვანელის დახმარებით გაივლის რეგისტრაციას.

სარეგისტრაციო ფორმა- https://forms.gle/yVmD4eC1hpwopDU99
აუცილებელია, სარეგისტრაციო ფორმის სრულყოფილად შევსება.

ეტაპი II- სპეციალურად შემდგარი კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა.

კონკურსის შეფასების პირობები:

გუნდი

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია იყოთ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის წევრი.

გუნდი უნდა შედგებოდეს 4 მოსწავლისგან და ყავდეს ხელმძღვანელი მასწავლებელი.

მონაწილეთა ასაკი უნდა აღემატებოდეს 12 წელს.


🗓მნიშვნელოვანი თარიღები:

რეგისტრაციის ბოლო ვადა 07.08.2025

ვიდეოს გამოგზავნის ბოლო ვადა 07.08.2025

გამარჯვებული კლუბის გამოვლენა 15.08.2025

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: [email protected]

გელოდებით ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს 🚀
01/07/2025

გელოდებით ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს 🚀

🔴 12 ივლისს, 15:00 საათზე, Radisson Blu Iveria-ში ილიაუნის ტექნოლოგიური ფორუმის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისოდ აკრედიტებული და აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღე.

🚀 ტექნოლოგიებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორები და პროგრამის ხელმძღვანელები გააცნობენ კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერების და სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამებს.

☑️ ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას, რას ნიშნავს ABET აკრედიტებული პროგრამები და რა უპირატესობას აძლევს ამ პროგრამებზე სწავლა სტუდენტებს.

ღია კარის დღეზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია 🔗 https://shorturl.at/bY8K9

📅 დრო: 12 ივლისი, 15:00 საათი

📌 ადგილმდებარეობა: Radisson Blu Iveria, ვარდების მოედანი N1

ვრცლად ილიაუნის ტექნოლოგიური ფორუმის შესახებ 🔗
https://shorturl.at/yTzzm

იხილეთ სრული პროგრამა 🔗 https://bit.ly/40lIxH9

ილიაუნის ტექნოლოგიური ფორუმი 2025

19/06/2025

🧬

Address

Kakutsa Cholokashvili Avenue 3/5
Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი:

Shortcuts

Share