ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

Share

ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მ?

დეკანი: სერგო ვარდოსანიძე

დეკანის მოადგილე: ლევან ჯიქია

მთავარი სპეციალისტი: გვანცა ბურდული

წამყვანი სპეციალისტი: თამარ ფხალაძე

სპეციალისტი: თამარ ბოტკოველი

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი: ლია კარიჭაშვილი

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე:
http://sangu.edu.ge/index.php?page=472&lang=geo

06/08/2020

მნიშვნელოვანი შეღავათი სტუდენტებს
****
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო · 🎓 საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ. ✅ 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ ნახევარი წლის (2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის) სწავლის საფასური - 1125 ლარი. ✅ 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ 1 წლის (2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულისა და 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის) სწავლის საფასური - 2250 ლარი.

21/06/2020

ონლაინ ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ქართულ უნივერსიტეტში
***
21 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში პლათფორმა „Google meet“-ის გამოყენებით გაიმართა ონლაინ ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“.
თამაში მიჰყავდა ბატონ ბიძინა ყალიჩავას. გუნდებმა საინტერესო თამაში აჩვენეს. ქართულ უნივერსიტეტში ონლაინ ინტელექტუალური თამაშები გრძელდება.

"თემის ელჩები 2020"-განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ქართველი ახალგაზრდებისთვის 21/06/2020

ამერიკული კუთხის საინტერესო პროექტი „განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა ქართველი ახალგაზრდებისთვის"
***
📣❗️ჩვენი ამერიკული კუთხე აშშ-ს საელჩოს დაფინანსებულ პროგრამა "თემის ელჩებში" გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ახალ და საინტერესო პროგრამას წარმოგიდგენთ - „განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა ქართველი ახალგაზრდებისთვის".

👉პროექტის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების, სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჯგუფების, ცნობიერების ამაღლება და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

📚 მონაწილეობა შეუძლიათ უფროსკლასელებს (IX - XII კლასი) და ბაკალავრიატის სტუდენტებს (I-IV კურსი).

🇬🇪 სამუშაო ენა: ქართული

‼️ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად, გადადით შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2NgMOWv

🔒აპლიკაციის ბოლო ვადა: 28 ივნისი, 12:00 საათი

"თემის ელჩები 2020"-განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ქართველი ახალგაზრდებისთვის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები.....

21/06/2020

ახალგაზრდა დოქტორთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია
****
2020 წლის 22 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ახალგაზრდა დოქტორთა და დოქტორანტთა ყოველწიური სამეცნიერო კონფერენცია. იმუშავებს ორი სექცია - ისტორიისა და ფილოლოგიის. ისტორიის სექცია იმუშავებს პლათფორმაზე zoom (კოდი - 395-442-3984, პაროლი - 672680). ფილოლოგიის სექცია იმუშავებს პლათფორმაზე zoom (კოდი - 897-858-5107, პაროლი - 875897).
პროგრამა იხილეთ ბმულზე

dl.sangu.edu.ge

Photos from ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა's post 16/05/2020

102 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან
***
26 მაისს, სამშაბათს, 12 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 102 წლისთავს ეძღვნება. კონფერენცია გაიმართება ონლაინ რეჟიმში. კონფერენციას გახსნის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესორი ვახტანგ გურული, პროფესორი ზურაბ პაპასქირი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე, პროფესორი ლევან ჯიქია, დოქტორანტი ირაკლი ხვადაგიანი, დოქტორანტი ირაკლი ირემაძე, დოქტორანტი დიმიტრი სილაქაძე.
კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებთ ბმულით
https://meet.google.com/vhn-uevy-ztr…

12/05/2020

წმიდა ანდრია პირველწოდებულისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

ქართულ უნივერსიტეტში

***

12 მაისს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ქართულ უნივერსიტეტში, ტრადიციისამებრ, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც წმიდა ანდრია პირველოდებულის საქართველოში შემოსვლას მიეძღვნა. კონფერენცია ამჯერად ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ამ დღის მნიშვნელობას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა და სრულიად საქართველოსთვის. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, პროფესორი ლევან ჯიქია, პროფესორი გვანცა ბურდული, პროფესორი ბესიკ გაფრინდაშვილი, ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე. კონფერენციას ესწრებოდნენ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

Tbilisi