22/04/2026
თბილისის N63 საბავშვო ბაგა-ბაღი
საბავშვო-ბაგა ბაღი, იღებს აღსაზრდელებს 2-6 წლამდე .2-3 ბაგის ჯგუფში. 3-6წლამდე ბაღის ჯგუფში.
22/04/2026
მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო!ვაგრძელებთ შეხვედრებს,,მშობელთა კლუბის"ფარგლებში თემაზე ,,სკოლამდელი ასაკის ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარება:მშობლის როლი და ჩართულობა".
შეხვედრას წარუძღვება ჩვენი საბავშვო ბაღის ფსიქოლოგი-
მანანა მუმლაძე.
გელოდებით სამშაბათს 17 მარტს
16:30 სთ-ზე ბაღის დარბაზში.
შეხვედრა გაგრძელდება 40 წუთი,შეხვედრის შემდეგ საშუალება გექნებათ დასვათ კითხვები თქვენთვის საინტერესო თემებზე.
პატივისცემით საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია
📚📚📚წიგნი არის ფანჯარა სამყაროს შეცნობისკენ მიმავალ გზაზე.
N63 საბავშვო ბაგა-ბაღის ბავშვების ფანტაზია თავისუფლად დაფრინავს, ოცნებები იბადება და პირველი დიდი აღმოჩენები იწყება.
წიგნის საჯაროდ კითხვის საინტერესო კვირეულში განსაკუთრებული სტუმარი — მწერალი ნინო ქადაგიძე გვესტუმრა, რომელმაც თავისი თბილი ისტორიებით, ბავშვებს წიგნის სამყარო კიდევ უფრო ახლოს გააცნო.
მადლობა ჩვენს სტუმარს შთაგონებისთვის, და მადლობა წიგნს — რომელიც ყოველთვის გვასწავლის, გვაერთიანებს და გვზრდის.
📚✨
27/02/2026
ბავშვის ჰარმონიული განვითარების საფუძველი ოჯახსა და ბაღს შორის თანამშრომლობაა, სადაც ურთიერთგაგება, მხარდაჭერა და ნდობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
N63 საბავშვო ბაგა-ბაღში, მშობელთა კლუბის ფარგლებში, გაიმართა მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა თემაზე — „პოზიტიური მშობლობა“,რომლის ორგანიზატორიც ჩვენი საბავშვო ბაგა-ბაღის ფსიქოლოგი- Manana Mumladze-ა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მშობლების ცნობიერების ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებასა და იმ მიდგომების განხილვას, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის ემოციურ კეთილდღეობასა და ჯანსაღ განვითარებას.
მადლობას ვუხდით მშობლებს ❣️❣️აქტიური ჩართულობისთვის, ნდობისა და თანამშრომლობისთვის❣️
🤍
18/02/2026
ზამთრის დღეებში განსაკუთრებით გვათბობს შემოდგომისა და საახალწლო ღონისძიებების ბედნიერი მოგონებები 🍁🎅
2025 წელი სავსე იყო სითბოთი, შემოქმედებით და ბავშვების დაუვიწყარი
ემოციებით ✨
გიზიარებთ 2025 წლის შემოდგომისა და საახალწლო ღონისძიებების ფოტოებს.
მადლობა ჩვენს პატარებს და მშობლებს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის 💛
09/02/2026
🧩 თამაში პოზიტიური მშობლობის შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც თქვენი შვილის განვითარებას და მენტალურ ჯანმრთელობას უწყობს ხელს.
➡️ გაიგეთ, თუ როგორ აძლიერებს თამაში ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობას: https://shorturl.at/iHrTR
🧩 Play is one of the most important components of positive parenting, contributing to your child’s development and mental well-being.
➡️ Learn how play strengthens a child’s mental health: https://shorturl.at/g3HTr
09/02/2026
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the school
Telephone
Website
Address
Tbilisi
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |