სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი . State University of Sport

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი . State University of Sport

სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი . State University of Sport GEORGIAN STATE UNIVERSITY OF SPORT

🏅 საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტი ჩვენს უნივერსიტეტში მხოლოდ მოძრაობა არაა — ეს არის ცოდნა, მეცნიერება და წარმატების გზა!

სპორტის უნივერსიტეტი წარმოადგენს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.

🎓 ჩვენს გუნდში არიან სფეროში აღიარებული პროფესორები, მრავალწლიანი გამოცდილებითა და თანამედროვე საგანმანათლებლო ხედვით.

🏃 სტუდენტებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს, განსაკუთრებით — მაღალი მიღწევის მქონე სპორტსმენებისთვის.

🤝 აქ დაგხვდება მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო და შესაძლებლობა, აკადემიური ცოდნა რეალურ სპორტულ პრაქტიკაში აქციო.

🌟 აირჩიე საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი — აქ სწავლობენ ჩემპიონები, იზრდებიან ლიდერები და იქმნება წარმატების ისტორიები.

📍 კოდი: 186
#სპორტუნი #ჩემპიონებისწავლობენაქ

🇬🇪 გზა ევროპის ჩემპიონატისკენ იწყება!დღეს საქართველო უმნიშვნელოვანეს თამაშს უმასპინძლებს - ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე ...
25/09/2026

🇬🇪 გზა ევროპის ჩემპიონატისკენ იწყება!

დღეს საქართველო უმნიშვნელოვანეს თამაშს უმასპინძლებს - ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება!

💪პირველი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატზე!

წარმატებები საქართველოს ნაკრებს!🔥
ერთად საქართველოსთვის! 🇬🇪

#სპორტუნი #ჩემპიონებისწავლობენაქ #საქართველო #საქართველოსნაკრები #ფეხბურთი #ევროპისჩემპიონატი

🗻ქართველი მთამსვლელი, რომელსაც ევერესტის მწვერვალზე ასვლის შესაძლებლობა არ მიეცაარსებობს ისტორიები, რომლებიც მხოლოდ სპორ...
24/09/2026

🗻ქართველი მთამსვლელი, რომელსაც ევერესტის მწვერვალზე ასვლის შესაძლებლობა არ მიეცა

არსებობს ისტორიები, რომლებიც მხოლოდ სპორტის ისტორიას არ ეკუთვნის. ისინი დროთა განმავლობაში ადამიანური ღირსების, პროფესიონალიზმისა და სამართლიანობის საკითხებადაც იქცევა.

ერთ-ერთი ასეთი ისტორიაა აკაკი (ხუტა) ხერგიანის - გამორჩეული ქართველი მთამსვლელის, სპორტის დამსახურებული ოსტატისა და ადამიანის ცხოვრება, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მთებს, ალპინიზმსა და სპორტულ განათლებას მიუძღვნა.

აკაკი (ხუტა) ხერგიანი 1947 წელს მესტიაში დაიბადა. ალპინიზმით აქტიურად 1970 წლიდან დაინტერესდა. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები დაკავშირებული იყო პროფკავშირების ალპინიადაში მონაწილეობასთან, რომელიც ყაზბეგის რაიონში გაიმართა. მწვერვალ კუროზე ასვლის შემდეგ მის ცხოვრებაში ალპინიზმმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
ხერგიანმა დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი თანდათან ჩამოყალიბდა მაღალი კვალიფიკაციის მთამსვლელად, რომლის სპორტულ ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა 1982 წლის პირველ საბჭოთა ექსპედიციაში ევერესტზე.

ეს იყო ურთულესი ექსპედიცია - მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის, ევერესტის, სამხრეთ-დასავლეთი კედლის ახალი და განსაკუთრებით რთული მარშრუტით დაპყრობის მცდელობა.
ხუტა ხერგიანმა ექსპედიციაში მოხვედრამდე არაერთი მკაცრი შესარჩევი ეტაპი გაიარა და საბჭოთა კავშირის საუკეთესო ალპინისტების შემადგენლობაში აღმოჩნდა. ევერესტისკენ მიმავალ გზაზე მისი როლი მხოლოდ მწვერვალისკენ ასვლით არ შემოიფარგლებოდა. იგი მონაწილეობდა ურთულეს სამუშაოებში - ტვირთების აზიდვაში, მაღალმთიანი ბანაკების მოწყობაში, მარშრუტის მომზადებაში, თოკების დამაგრებასა და ექსპედიციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაში. ასეთი სამუშაო ხშირად უხილავი რჩება, თუმცა სწორედ მასზეა დამოკიდებული მწვერვალზე შტურმის წარმატება და, რაც მთავარია, ადამიანების უსაფრთხოება.

და დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ექსპედიციამ დაახლოებით 7800 მეტრის სიმაღლეზე უშუალოდ მწვერვალის შტურმისთვის მზადება დაიწყო. ალპინისტები მოიერიშე ჯგუფებად გადანაწილდნენ. ხუტა ხერგიანი კი საბოლოო შტურმის ჯგუფში აღარ აღმოჩნდა. ის დარჩა ქვედა, შუალედურ ბანაკში - რეზერვის ფუნქციით.

სწორედ ამ გადაწყვეტილებამ დატოვა იგი ევერესტის მწვერვალიდან ერთი ნაბიჯით - უფრო სწორად, ერთი გადაწყვეტილებით - მოშორებული.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს: ხერგიანის მწვერვალზე არ გაშვების ზუსტი მიზეზების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს და ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი დოკუმენტური პასუხი დღემდე არ არსებობს. თუმცა ფაქტია, რომ იგი ექსპედიციის მონაწილე იყო, უმნიშვნელოვანესი მოსამზადებელი სამუშაოები შეასრულა და საბოლოო შტურმის ჯგუფში არ მოხვდა.

ასე მოხდა ის, რაც ქართული ალპინიზმის ისტორიაში დღემდე განსაკუთრებული ემოციით იხსენება: ქართველი მთამსვლელი, რომელმაც ევერესტამდე მიაღწია, თავად მწვერვალზე ვერ ავიდა.

ზოგჯერ სპორტის ისტორიაში ყველაზე მძიმე მხოლოდ მარცხი არ არის.
ზოგჯერ ყველაზე მძიმე ის შესაძლებლობაა, რომელიც სპორტსმენს ჰქონდა და რომლის გამოყენების საშუალებაც საბოლოოდ აღარ მიეცა.

მაგრამ ხუტა ხერგიანის ისტორია მხოლოდ დაკარგულ შესაძლებლობაზე არ უნდა დავიყვანოთ. წლების შემდეგ იგი საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში ალპინიზმის კათედრას ხელმძღვანელობდა და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდა თაობებს გადასცემდა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან ადამიანი შეიძლება ვერ აღმოჩნდეს იმ მწვერვალზე, რომლისკენაც მთელი ცხოვრება მიდიოდა, მაგრამ მისი ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული კვალი შეიძლება ბევრად მეტხანს დარჩეს.

ხუტა ხერგიანს ევერესტის მწვერვალზე ასვლის შესაძლებლობა არ მიეცა.
მაგრამ მან თავისი ადგილი ქართულ ალპინიზმში მაინც დაიმკვიდრა.
მწვერვალები მხოლოდ ქვისა და ყინულისგან არ შედგება.
ზოგჯერ მწვერვალი არის ადამიანის გამბედაობა, პროფესიონალიზმი, შრომა და ის კვალი, რომელსაც იგი სხვების ცხოვრებაში ტოვებს.

აკაკი (ხუტა) ხერგიანი - ქართველი მთამსვლელი, რომელმაც ევერესტამდე მიაღწია და ქართული ალპინიზმის ისტორიაში საკუთარი მწვერვალი შექმნა.

🎓 საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის 9 სტუდენტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა!საქართველოს ბანკის სასტიპ...
24/09/2026

🎓 საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის 9 სტუდენტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა!

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 2026 წელს, საქართველოს 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში 200-ზე მეტი სტუდენტი შეირჩა, მათ შორის — ჩვენი უნივერსიტეტის 9 სტუდენტი:

🔹 ანი შეყაშვილი — ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
🔹 ელენე გვაზავა — მწვრთნელთა ფაკულტეტი
🔹 გიორგი ჩაკვეტაძე — ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
🔹 გიორგი რურუა — ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
🔹 ლიზა სესიაშვილი — ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
🔹 ბაჩო ჯალაღონია — ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი
🔹 ბექა ბერაია — ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი
🔹 გვანცა შარიქაძე — მწვრთნელთა ფაკულტეტი
🔹 ფრიდონ კოპალიანი — მწვრთნელთა ფაკულტეტი

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ მიღწევას აკადემიურ და პროფესიულ გზაზე! 💙💛

#სპორტუნი #ჩემპიონებისწავლობენაქ #საქართველოსბანკი #სტიპენდია #სტუდენტები

🎓 პირველკურსელებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სპორტუნიში! 2026–2027 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველ...
24/09/2026

🎓 პირველკურსელებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სპორტუნიში!

2026–2027 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართება.

📌 მწვრთნელთა ფაკულტეტი
📅 24–25 სექტემბერი | 12:00
📍 ვაჟა-ფშაველას 76ბ

📌 28 სექტემბერი
📍 ეგნატე ნინოშვილის ქ. 55, V სართული, აუდიტორია №501

🕛 12:00 - ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი
🕑 14:00 - ბიზნესის ადმინისტრირებისა და სპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტი

საორიენტაციო შეხვედრების ფარგლებში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და შესაბამისი ფაკულტეტების წარმომადგენლები პირველკურსელებს გააცნობენ სწავლის დაწყებისთვის საჭირო მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის:

🔹 აკადემიურ კალენდარს
🔹 სასწავლო ცხრილებს
🔹 სტუდენტურ პორტალს
🔹 სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ძირითად პროცედურებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს

შეხვედრის ბოლოს გაიმართება კითხვა-პასუხის სესია, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია.

💙 გელოდებით სპორტუნიში!

#სპორტუნი #პირველკურსელები #საორიენტაციოშეხვედრები #ჩემპიონებისწავლობენაქ

🔷სპორტუნიში სპორტის მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის ფიზიკური მომზადების ნორმატივების გამოცდა ...
23/09/2026

🔷სპორტუნიში სპორტის მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის ფიზიკური მომზადების ნორმატივების გამოცდა გაიმართა.
🔷კანდიდატებმა საგამოცდო დავალებები შეასრულეს და მომავალი პროფესიისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს.

📌 გამოცდის შედეგები მომდევნო კვირას უნივერსიტეტის ვებგვერდზე sportuni.ge -ზე გამოქვეყნდება.

🔷წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს!

#სპორტუნი #ჩემპიონებისწავლობენაქ

📢 სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა.საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივ...
23/09/2026

📢 სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა.

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი სამაგისტრო პროგრამების გამოცდის შედეგები:

🔹 „სპორტული რეაბილიტაცია და რეკრეაცია“
🔗 შედეგები იხილეთ: https://sportuni.ge/samagistro-programis-s/

🔹 „ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი)“
🔗 შედეგები იხილეთ: https://sportuni.ge/samagistro-programis-phizikuri-aghzrdia-da-sporti-pasukhebi/

#სპორტუნი #სამაგისტროპროგრამები #გამოცდისშედეგები

🎓 საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას სპორტის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაზე!პროგრამ...
22/09/2026

🎓 საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას სპორტის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაზე!

პროგრამა განკუთვნილია სპორტის სფეროში დასაქმებული პირებისთვის, მენეჯერებისთვის, სპორტული ორგანიზაციების, ფედერაციების, ასოციაციების, მუნიციპალიტეტებისა და სხვა შესაბამისი დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ მენეჯერული უნარების განვითარება და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.

📅 რეგისტრაცია: 8 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით
🚀 პირველი კურსი დაიწყება 2026 წლის 26 ოქტომბერს
⏱️ ხანგრძლივობა: 1 კვირა | 32 საათი
💳 ღირებულება: 950 ლარი

📘 პროგრამა მოიცავს 6 მოდულს:
• სპორტის მენეჯმენტი
• სპორტული ორგანიზაციების მართვა
• სპორტის მარკეტინგი
• სპორტის ფინანსები და ეკონომიკა
• სპორტის სამართალი
• საერთაშორისო სპორტის მენეჯმენტი

✅ პროგრამის დასრულებისა და დასკვნითი ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის კურსის გავლის სერტიფიკატს.

❗ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - იჩქარეთ და გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია!

👉 სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/oN7LDeiRc6u9GXxS6

⏳ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
https://sportuni.ge/sportis-menejmentis-sasertiphikato.../

📞 032 256 05 01
📧 [email protected]
🌐 www.sportuni.ge
📍 ვაჟა-ფშაველას 76ბ

#სპორტუნი #სპორტისმენეჯმენტი #სასერტიფიკატოპროგრამა #მენეჯმენტი

🏃‍♀️🏃‍♂️ „თბილისიმარათონი 2026“ - ჩაერთე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში!📅 27 სექტემბერს, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, რიგ...
21/09/2026

🏃‍♀️🏃‍♂️ „თბილისიმარათონი 2026“ - ჩაერთე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში!

📅 27 სექტემბერს, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, რიგით მე-15 „თბილისიმარათონი“ გაიმართება.

ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება და ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათისაა - რეგისტრაციიდან შემოსული თანხა ტრადიციულად საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

🌍 წელს „თბილისიმარათონში“ მონაწილეობას 4000-მდე ადგილობრივი და უცხოელი მონაწილე მიიღებს.

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ, გახდეთ ამ მასშტაბური სპორტული და სოციალური ღონისძიების მონაწილე!
🔗 რეგისტრაცია: www.tbilisimarathon.ge

#სპორტუნი #თბილისიმარათონი #ჯანსაღიცხოვრება #სპორტი

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, პუბლიცისტის, მკვლევ...
21/09/2026

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, პუბლიცისტის, მკვლევრისა და ქართული ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწის, პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო.

პაატა ნაცვლიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. იგი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მრავალი მნიშვნელოვანი გამოცემისა და ნაშრომის ავტორი.

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი უსამძიმრებს პაატა ნაცვლიშვილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ქართულ სპორტულ საზოგადოებას.

📣 სტაჟირება სპორტუნის სტუდენტებისთვისსაქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „სასკოლო ლიგის“ თანამშრომლობის ფარ...
21/09/2026

📣 სტაჟირება სპორტუნის სტუდენტებისთვის

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „სასკოლო ლიგის“ თანამშრომლობის ფარგლებში, „სასკოლო ლიგა“ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს სტაჟირებას შემდეგ მიმართულებებზე:

🩺 სამედიცინო მიმართულების სტაჟიორი
⚽ სპორტული მენეჯმენტის სტაჟიორი

📣 დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია: https://forms.gle/4owkSPX2cQ8TURw89

სტაჟირების ფარგლებში მონაწილეები:
🔹 მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ სპორტულ გარემოში;
🔹 ჩაერთვებიან „სასკოლო ლიგის“ საორგანიზაციო პროცესებში;
🔹 ითანამშრომლებენ გამოცდილ გუნდთან;
🔹 გაეცნობიან მასშტაბური სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის პროცესს.

წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატი და ექნებათ „სასკოლო ლიგასთან“ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა.

📌 „სასკოლო ლიგის“ შესახებ
„სასკოლო ლიგის“ პროექტი 2019 წელს დაიწყო. დღემდე იგი საქართველოს ექვს რეგიონში ტარდებოდა, ხოლო მიმდინარე სეზონიდან პროექტის განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.
ლიგა მთელი წლის განმავლობაში - სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით - სპორტის 15 სახეობაში, სამ ასაკობრივ კატეგორიაში - U12, U15 და U18 - გოგონებსა და ვაჟებს შორის ტარდება.

📧 [email protected]
📞 საკონტაქტო პირი: გარი წერეთელი - 598 402 748

შეუერთდი „სასკოლო ლიგის“ გუნდს და მიიღე პრაქტიკული გამოცდილება სპორტის სფეროში! 💙

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

0322 25 00 40

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი . State University of Sport posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი . State University of Sport:

Shortcuts

Share