Home
>
Georgia >
Tbilisi >
ილიაუნის კონკურსი: დაწერილი ფოტო-ამბები _ ჩვენი ქალაქის ფლორა და ფაუნა
ილიაუნის კონკურსი: დაწერილი ფოტო-ამბები _ ჩვენი ქალაქის ფლორა და ფაუნა
Share
ილიაუნის კონკურსი: ფოტო-ამბები _ ჩვენი ქალაქის ფლორა და ფაუნა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სემიოტიკის კვლევითი ცენტრი
აცხადებს კონკურსს
მხოლოდ ილიას სახელმწიფომუნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
(ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები)
თემაზე
ფოტო-ამბები: ჩვენი ქალაქის ფლორა და ფაუნა
კონკურსის პირობები
Ø კონკურსში მონაწილეობენ წყვილები: სტუდენტი-მწერალი და ფოტოგრაფი, რომლებიც ერთობლივ ნამუშევარს ქმნიან შემოთავაზებულ თემაზე. ფო
ტოგრაფი წარმოადგენს მხოლოდ ერთ ფოტონამუშევარს (შეძლებისდაგვარად, მაღალი ხარისხის ფოტო) და მწერალი ნებისმიერი ჟანრის (პოეზია, მცირე პროზა) მხატვრულ ნაწარმოებს (არაუმეტეს ერთი გვერდისა, A4 ფორმატი, შრიფტი _ Sylfaen, ზომა _ 12).
Ø წყვილებს შეუძლიათ ნებისმიერად, სურვილისამებრ, აირჩიონ ერთმანეთი დამოუკიდებლად ან მობრძანდნენ საინფორმაციო შეხვედრაზე, სადაც მოწვეულები იქნებიან სტუდენტი-მწერლები და სტუდენტი-ფოტოგრაფები.
Ø მხატვრული გამოხატვის ვიზუალური და ვერბალური ფორმები ორგანულად უნდა ავსებდეს ერთმანეთს, იყოს ურთიერთშესაბამისი და წარმოადგენდეს ერთ საერთო სათქმელს.
Ø თქვენი ნამუშევრები 2014 წლის 20 იანვრის 18.00 საათამდე უნდა გადმოაგზავნოთ მისამართზე: [email protected]
Ø 20 იანვრიდან 27 იანვრამდე სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს 20 საუკეთესო ფოტოამბავს, რომელიც დაიბეჭდება და გამოიფინება „ლიგამუსში“ ტექსტებთან ერთად;
Ø გამოფენის შემდეგ ფოტოები დაამშვენებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებს;
Ø 20 ნამუშევრის ავტორებს გადაეცემათ დიპლომები, ხოლო საუკეთესო სამი ნამუშევარი დაჯილდოვდება:
I პრემია _ 1000 ლარი
I I პრემია _ 700 ლარი
I I I პრემია _ 500 ლარი
მიღებული პრემია თანაბრად გაიყოფა მწერალზე და ფოტოგრაფზე.
Ø დაჯილდოება და ფოტოგამოფენა გაიმართება თებერვლის დასაწყისში „ლიგამუსში“.
Ø საინფორმაციო შეხვედრა შედგება 2013 წლის 13 დეკემბერს, 15.00 საათზე, A კორპუსში, აუდ. 101. შეხვედრაზე მოწვეულები იქნებიან სტუდენტი-მწერლები და სტუდენტი-ფოტოგრაფები, შეგიძლიათ მობრძანდეთ და აირჩიოთ ერთმანეთი.