Sdasu Student Self-Government / სდასუ სტუდენტური თვითმმართველობა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Sdasu Student Self-Government / სდასუ სტუდენტური თვითმმართველობა

Sdasu Student Self-Government / სდასუ სტუდენტური თვითმმართველობა David Aghmashenebeli University of Georgia (DAUG - hereinafter), was founded in 1991

05/06/2026
📣 პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის...
03/06/2026

📣 პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი მეგი ლემსაძე, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, სასწავლო-საინფორმაციო ვიზიტით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა.

➡️ შეხვედრის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, პროკურორის უფლებამოსილებები და მისი როლი მართლმსაჯულების სისტემაში.

➡️ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებს. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია გამოძიების პროცესში პროკურორის ჩართულობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების შესახებ. ასევე, განხილული იყო საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და მათი გავლენა სამართლებრივ გარემოზე.

➡️ შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები პრაქტიკოსი პროკურორებისგან.

🤝 საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გულწრფელ მადლობას უხდის საქართველოს გენერალურ პროკურატურას სტუდენტებისთვის საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრის ორგანიზებისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის.

26/05/2026
9 აპრილი- დღე, რომელიც სამუდამოდ დარჩა საქართველოს ისტორიაში, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო.ამ დღეს ჩვენ პატივ...
09/04/2026

9 აპრილი- დღე, რომელიც სამუდამოდ დარჩა საქართველოს ისტორიაში, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო.
ამ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას.

მათი თავგანწირვა არის ჩვენი ერთიანობის, თავისუფლებისა და ღირსების საფუძველი.

ჩვენ გვახსოვს.
ჩვენ ვაფასებთ.
ჩვენ ვაგრძელებთ მათ გზას.

🇬🇪 #მადლობათავისუფლებისთვის
🇬🇪 #მადლობასამაგალითოერთობისთვის
🇬🇪 #9აპრილი
🇬🇪 #დიდებაგმირებს♥️

3️⃣0️⃣ მარტი - ექიმთა საერთაშორისო დღე!🔸 ჩვენს აკადემიურ პერსონალსა  და ყველა ექიმს  სდასუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის...
30/03/2026

3️⃣0️⃣ მარტი - ექიმთა საერთაშორისო დღე!

🔸 ჩვენს აკადემიურ პერსონალსა და ყველა ექიმს სდასუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის სახელით გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ სიძლიერეს.

🥼ღირსეულად გეტარებინოთ თეთრი ხალათი!

#სდასუ
#სდასუსსტუდენტურითვითმმართველობა
#ექიმებისდღე
#ღირსეულადატარეთეთრიხალათი

🚦 ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი სტუდენტებს შეხვდა.🚌 სააგენტოს ხელმძღვანელი ახალგ...
23/03/2026

🚦 ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი სტუდენტებს შეხვდა.

🚌 სააგენტოს ხელმძღვანელი ახალგაზრდებს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გეგმის შესახებ ესაუბრა, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

➡️ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტებმა მათთვის აქტუალურ თემებზე გაამახვილეს ყურადღება.

☑️ დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. სააგენტო მსგავსი ფორმატის შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქ...
18/03/2026

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
ილია II გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობა იყო არა მხოლოდ ეკლესიის სულიერი წინამძღოლი, არამედ ქართველი ერის გამაერთიანებელი ძალა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში რწმენით, სიბრძნითა და სიყვარულით ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას.

მისი სიტყვა იყო იმედი რთულ დროს, მისი ლოცვა - ძალა მრავალი ადამიანისათვის, ხოლო მისი ცხოვრება - მაგალითი მომავალი თაობებისთვის.

დღეს საქართველო ემშვიდობება დიდ მამულიშვილს, რომლის ღვაწლი და სულიერი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება ჩვენს ისტორიასა და გულებში.

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, მართლმადიდებელ ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც მისი სულიერი ხმა იყო გზის მაჩვენებელი.

🕯️ ნათელი მის სულს.

ძვირფასო ქალბატონებო,გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! 🌷გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ბედნიერებით სავსე დღეებს რ...
08/03/2026

ძვირფასო ქალბატონებო,
გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! 🌷

გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ბედნიერებით სავსე დღეებს როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში.
იყავით ყოველთვის ძლიერი, შთამაგონებელი და წარმატებული! ✨

Address

ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზ. #25
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 17:00
Sunday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sdasu Student Self-Government / სდასუ სტუდენტური თვითმმართველობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Sdasu Student Self-Government / სდასუ სტუდენტური თვითმმართველობა:

Shortcuts

Share