ქალთა ალიანსი Women's Alliance

ქალთა ალიანსი Women's Alliance ,,ქალთა ერთობა, ძალა, გაძლიერება"

💛 ✅იცი, რა არის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში?! ის, რომ არასოდეს არის გვიან და არასოდეს ხარ მარტო!📝📍2027 წლიდან „ქალთა ალია...
22/08/2026

💛 ✅იცი, რა არის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში?! ის, რომ არასოდეს არის გვიან და არასოდეს ხარ მარტო!

📝📍2027 წლიდან „ქალთა ალიანსი“ აფართოებს წრეს და აცხადებს ახალი წევრების მიღებას. ეს არ არის უბრალოდ ორგანიზაცია — ეს არის უსაფრთხო სივრცე, სახლი, სადაც ერთმანეთის გვერდით დგომით, გულწრფელი მხარდაჭერითა და აზრების გაცვლით ვსწავლობთ ბედნიერებას.

💡💛ჩვენი მიზანი არ არის წარმატების მხოლოდ რაღაც სტანდარტული ფორმულებით გაზომვა. „ქალთა ალიანსის“ საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

🌟 1. ქალები, რომლებმაც უკვე შექმნეს საკუთარი გზა — წარმატებული პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან, გახდნენ შთაგონების წყარო, გაუწიონ სხვებს რეკომენდაცია, გაუზიარონ პირადი გამოცდილება და გაუწოდონ დახმარების ხელი.

🌱 2. ქალები, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარი ცხოვრების გზის გაკვალვას — თუ ახლა იწყებ შენი თავის ძიებას, თუ ფიქრობ, რომ რაღაცის შეცვლა გიჭირს, ან უბრალოდ გჭირდება მეგობრული ხელი და რწმენა — იცოდე, რომ ეს სირთულეები დროებითია. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ ან რა გზა გამოიარე, შენს მხარდასაჭერად ყოველთვის ვიქნებით ჩვენ.

👉📖მიზანი ერთმანეთის გაძლიერებაა. გვჯერა, რომ სწორი რჩევა, სტრესის სწორად მართვა და საკუთარი თავის რწმენა ცვლის ცხოვრებას.

👉💡📍მნიშვნელოვანია რეალური თანადგომა და შესაძლებლობები — ჩვენი წევრები მზად არიან, პრაქტიკული რეკომენდაციებითა და დასაქმების გზების ძიებით გვერდში დაუდგნენ თითოეულ ქალს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ძლიერი ზურგი.

💛💫იყავი ჩვენი ისტორიის ნაწილი. ერთად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ქალის ძალა უსაზღვროა, როდესაც ისინი ერთმანეთს უჭერენ მხარს.

👉 მოგვწერე პირად შეტყობინებაში და გახდი ჩვენი დიდი ოჯახის წევრი.

#ქალთაალიანსი
#ქალთაერთობა

💛იამაყეთ იმით, ვინც ხართ და არასდროს შეწყვიტოთ წინ სვლა! #ქალთაალიანსი #ქალთაერთობა #თავდაჯერებულობა
22/08/2026

💛იამაყეთ იმით, ვინც ხართ და არასდროს შეწყვიტოთ წინ სვლა!

#ქალთაალიანსი
#ქალთაერთობა
#თავდაჯერებულობა

📍👉შვედი ბესტსელერი დეტექტივების ავტორი, კამილა ლეკბერგი, სარაევოში ქალთა და ლიტერატურის ირგვლივ გამართულ ღონისძიებაზე — ...
20/08/2026

📍👉შვედი ბესტსელერი დეტექტივების ავტორი, კამილა ლეკბერგი, სარაევოში ქალთა და ლიტერატურის ირგვლივ გამართულ ღონისძიებაზე — „წიგნიდან სცენარამდე“ ეწვია, რომელსაც ქალთა ალიანსის წევრები ეწრებოდნენ.

💛💞​ნამდვილი პრივილეგია იყო, პირადად მოგვესმინა მისთვის და აღმოვჩენილიყავით მახვილი თხრობითა და დაუვიწყარი პერსონაჟებით სავსე სამყაროში, რომელსაც ის ქმნის.

📖💚​გვქონდა ძალზე შთამბეჭდავი და ღრმა საუბარი შემდეგ თემებზე,
​როგორ გამოვიყენოთ ჩვენი საკუთარი, მხატვრული ხმა ქალთა გასაძლიერებლად;

📝✍️​რას ნიშნავს წერის პროცესში „ფავორიტების მსხვერპლად შეწირვა“ (ანუ იმ საყვარელი დეტალების დათმობა), როდესაც ნაწარმოებიდან დიდ ეკრანზე გადადიხარ;
​და თხრობის მაგიაზე, რომელსაც შემოქმედებით საქმიანობაში გატარებული ათწლეულები მოაქვს.

​ #ქალთაერთობა
#ქალთაალიანსი
​

👉✊ ქალი, რომელმაც ისტორიის გეზი შეცვალა.📍✅​IV საუკუნეში კაბადოკიიდან შემოსული წმინდა ნინო არ ყოფილა უბრალოდ მოგზაური, მა...
15/08/2026

👉✊ ქალი, რომელმაც ისტორიის გეზი შეცვალა.

📍✅​IV საუკუნეში კაბადოკიიდან შემოსული წმინდა ნინო არ ყოფილა უბრალოდ მოგზაური, მან რწმენითა და თავდადებით შეძლო შექმნა საფუძველი, რომელმაც საქართველო ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილად აქცია.

🌟👏​ქალმა, რომელსაც მატერიალური ძალაუფლება არ ჰქონდა, შეძლო მთელი ერის სულიერი და კულტურული კოდის განსაზღვრა.

​📝 რა არის მთავარი ძალა, რომელიც ისტორიას ცვლის?

#ქალთაძალა

🌹🌟თითოეული ჩვენგანი უნიკალურია თავისი შინაგანი ძალებითა და ენერგიით.  #ქალთაალიანსი
15/08/2026

🌹🌟თითოეული ჩვენგანი უნიკალურია თავისი შინაგანი ძალებითა და ენერგიით.

#ქალთაალიანსი

„ქალი ისეთი არსებაა, რომელსაც შეუძლია გააღვიძოს ადამიანში ყველაზე მაღალი გრძნობები და ყველაზე დიდი სისუსტეები.“ფრიდრიხ ნ...
02/08/2026

„ქალი ისეთი არსებაა, რომელსაც შეუძლია გააღვიძოს ადამიანში ყველაზე მაღალი გრძნობები და ყველაზე დიდი სისუსტეები.“

ფრიდრიხ ნიცშე

#ქალთაალიანსი
#ქალთაძლიერება
#მომავალი

📍💛 ქალთა სტრატეგიული ალიანსის წევრები ესწრებოდნენ  “დისციპლინის დიზაინის” ერთთვიან კურსს, ამ საინტერესო თავგადასავალში ჩ...
02/08/2026

📍💛 ქალთა სტრატეგიული ალიანსის წევრები ესწრებოდნენ “დისციპლინის დიზაინის” ერთთვიან კურსს, ამ საინტერესო თავგადასავალში ჩვენი ერთ-ერთი მეგზური და მენტორი გახლდათ გვანცა ბარაბაძე☀️

💙✅მადლობა მას საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის.

📚⏩მადლობა ჩვენი კურისის ყველა წევრს და ალიანსის პრეზიდენტს ქალბატონ მაკა კვატანიას მუდმივი ჩართულობისთვის! წარმატებები ამ გზაზე თითოეულ ჩვენგანს.

👉🏻თქვენ კი შეგიძლიათ შემდეგ ნაკადზე დარეგისტრირდეთ და წინასწარ დაჯავშნოთ ადგილი: https://shorturl.at/cXK0d

#დისციპლინა
#ლიდერობა

📍👉ქალის სიტყვა, რომელიც კანონზე მაღლა დგას 🕊️💫📖​ოდესმე დაფიქრებულხართ, რა ძალა იმალება ქალის ნებასა და სიბრძნეში?💡📍​ქართ...
02/08/2026

📍👉ქალის სიტყვა, რომელიც კანონზე მაღლა დგას 🕊️

💫📖​ოდესმე დაფიქრებულხართ, რა ძალა იმალება ქალის ნებასა და სიბრძნეში?

💡📍​ქართულ ტრადიციაში არსებობს უნიკალური ფენომენი, როდესაც კაცებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევდა, ოჯახის ან თემის უფროსი ქალი თავშალს შუაში აგდებდა. ეს ჟესტი არ იყო უბრალო მოქმედება, ეს იყო უპირობო ბრძანება მშვიდობისთვის. ბრძოლა იმ წამსვე წყდებოდა.

💛💙​ეს ტრადიცია გვიჩვენებს, რომ ქალის ძალა არ არის აგრესიაში, ის არის ჰარმონიის, სამართლიანობისა და სიცოცხლის დაცვის უნარში.

✅📍თავშალი, როგორც სიმბოლო, საუკუნეების მანძილზე იყო „მშვიდობის გარანტი“.

​ #ქალისძალა
#ქართულიტრადიცია #მშვიდობისლიდერი #ქალთაგაძლიერება
#ლიდერობა

📖🧠💡იცოდით, რომ ტექნოლოგია, რომლითაც დღეს ჩვენს ტელეფონებს ვაკავშირებთ (Wi-Fi, Bluetooth), ქალმა გამოიგონა? ⏩🌟​ჰედი ლამარ...
02/08/2026

📖🧠💡იცოდით, რომ ტექნოლოგია, რომლითაც დღეს ჩვენს ტელეფონებს ვაკავშირებთ (Wi-Fi, Bluetooth), ქალმა გამოიგონა?

⏩🌟​ჰედი ლამარი იყო არა მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავი, არამედ გენიალური გამომგონებელი. მან დაამტკიცა, რომ სილამაზესა და მაღალ ინტელექტს შორის კონფლიქტი არ არსებობს.

👉💛💙​გვახსოვდეს, ჩვენი შესაძლებლობები არ იზღუდება იმით, რასაც სხვები ჩვენზე ფიქრობენ. განათლება და საკუთარი თავის რწმენა არის ის იარაღი, რომელსაც შეუძლია სამყარო შეცვალოს.

📍🎉​ვისი ისტორია გაძლევთ თქვენ მოტივაციას? გაგვიზიარეთ კომენტარებში! 👇

#ქალთაალიანსი
#თავდაჯერებულობა
#ძლიერიქალი
#ლიდერობა
#განათლება

📍ქალთა სტრატეგიული ალიანსი ესწრებოდა შეხვედრას, სადაც  "ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში წარმატებულად ...
02/08/2026

📍ქალთა სტრატეგიული ალიანსი ესწრებოდა შეხვედრას, სადაც "ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში წარმატებულად ჩატარდა საჯარო დებატი თბილისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ჩართულობით.

✅პროექტი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში სსიპ - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით.

💙🌟მადლობას ვუხდით ჩვენს ახალგაზრდა წევრს ნინო სულაძეს პროექტში ჩართულობისთვის და მოპატიჟებისთვის!

#ლიდერიქალი

Address

ო. ხიზანიშვილის ქ. N30
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალთა ალიანსი Women's Alliance posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category