12/07/2026
🏛️ თსსა შემოქმედებითი ტური და პლენერი წარმატებით დასრულდა!
11 ივლისს სტუდენტური თვითმმართველობის გასვლითი ტური შედგა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა სამი უმნიშვნელოვანესი ლოკაცია მოინახულეს. დღის პირველი ნახევარი ატენის სიონისა და წეროსხევის მონასტრის ისტორიული ძეგლების გაცნობას დაეთმო, რის შემდეგაც მარშრუტი ლევიტანას ტბასთან გაგრძელდა. სწორედ აქ მოეწყო შემოქმედებითი პლენერი, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბუნებაში ეხატათ და დაესვენათ.
ლოკაციების მონახულებასთან ერთად, თითოეულმა სტუდენტმა დააგროვა უამრავი მოგონება, რაც გუნდურმა თამაშებმა, მუსიკამ და არაფორმალურმა გარემომ კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადა. 🎨
მადლობას ვუხდით თითოეულ სტუდენტს ნდობისთვისა და აქტიური ჩართულობისთვის! მალე კვლავ შევხვდებით კიდევ უფრო საინტერესო ტურებითა და ახალი თავგადასავლებით! ✨
#თსსა #შემოქმედებითიტური #პლენერი
28/06/2026
ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი აქტიურობისთვის! ❤️
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა დიდ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ინტერესისა და ჩართულობისთვის. ადგილები ტურზე უკვე სრულად შევსებულია.📣
ვინც ამჯერად ვერ მოასწრო რეგისტრაცია, ნუ დასევდიანდებით — წინ კიდევ უამრავი საინტერესო, შემოქმედებითი და თავგადასავლებით სავსე გასვლა გველოდება! ✨
დაგვიკავშირდით და ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს შემდეგი სიახლეებისთვის.🎨 #თსსა #შემოქმედებითიტური #პლენერი
27/06/2026
🏛️ გასვლითი შემოქმედებითი ტური და პლენერი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა, 11 ივლისს, გიწვევთ საზაფხულო შემოქმედებით ტურსა და პლენერზე!
🗺️ მარშრუტი: ატენის სიონი | წეროსხევის მონასტერი | ლევიტანას ტბა
🚌 საორგანიზაციო დეტალები:
გამგზავრება: 11 ივლისი, 08:00 სთ (რუსთაველი, ველოსიპედის ძეგლი)
დაბრუნება: 21:00 სთ
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობა.
👟 ჩაცმულობა: სპორტული
თან იქონიეთ შემოქმედებითი ხელსაწყოები, სურვილისამებრ - ბურთი, ხმის გამაძლიერებელი და სხვა გასართობი საშუალებები. ⚽🎶
📝 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!
🔗 სარეგისტრაციო ფორმა და ფინანსური დეტალები: https://forms.gle/eRZYP156YQyt8U1Z7
📅 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 ივლისი ❤️
#თსსა #შემოქმედებითიტური #პლენერი
26/06/2026
📍თვითმმართველობის სამუშაო შეხვედრა
დღეს აკადემიის სტუდენტურმა თვითმმართველობამ მორიგი გეგმური შეხვედრა გამართა.
ჩვენი მთავარი მიზანი მიმდინარე საკითხების გარშემო მსჯელობა და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი თემების დეტალურად გავლა იყო. შეხვედრისას გუნდის წევრებმა საინტერესო იდეები გააზიარეს და ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ იმ პროექტების გეგმა, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს პერიოდში ვაპირებთ.
მადლობა თითოეულ მონაწილეს ასეთი ჩართულობისთვის, საინტერესო ხედვებისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის! 🤝❤️
#თსსა #სამხატვროაკადემია #სტუდენტურითვითმმართველობა
25/06/2026
აკადემიის საორგანიზაციო გუნდი და სტუდენტური თვითმმართველობა უკვე აქტიურად მუშაობს და ბოლო დეტალებს აგვარებს. ✨
5 ფაკულტეტი,�5 განსხვავებული ფერი,�1 საერთო სივრცე და დაუვიწყარი ემოციები!
ამჯერად წინასწარ არაფერს გაგიმხელთ — ინტრიგა ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ. 🤫
თუმცა ერთს მაინც გეტყვით:�წლის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი დღე ახლოვდება… ✨
შენი ფაკულტეტის ფერი მზად არის? 👀
შეინახეთ ენერგია და დაელოდეთ მთავარ ანონსს.
⏳ The Countdown Begins… Stay Tuned!
#თსსა #სამხატვროაკადემია #სტუდენტურითვითმმართველობა #აკადემია #სტუდენტურიცხოვრება “
20/06/2026
🎉 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი - თაკო ჩითინაშვილი აირჩიეს!
✅ თაკო აქტიურად არის ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში. მისი მიზანია, თვითმმართველობის როლის გაძლიერება, სტუდენტთა ინტერესებისა და საჭიროებების ეფექტიანად დაცვა და მათთვის უფრო აქტიური, მრავალფეროვანი გარემოს შექმნა. ის გეგმავს ისეთი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს, როგორც სტუდენტური თემის განვითარებას, ისე აკადემიური და საზოგადოებრივი ცხოვრების გამდიდრებას.
💫 გვჯერა, რომ თაკოს ლიდერული ხედვა, ენერგია და მიზანდასახულობა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამხატვრო აკადემიის განვითარებაში. ვუსურვებთ მას წარმატებებს ამ საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებაში! ❤️
📌 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა
18/06/2026
🎨🏆 დიდი გამარჯვება სტუდფესტზე!
სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ „სტუდფესტი 2026“-ის ხატვის კონკურსში გამარჯვება და პირველი ადგილი ჩვენი აკადემიის სტუდენტმა მოიპოვა!
სამხატვრო აკადემია ყოველთვის გამორჩეული იყო უნიჭიერესი და შემოქმედებითი ახალგაზრდებით, ეს გამარჯვება კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი სტუდენტების ნიჭს საზღვრები არ აქვს.
სტუდენტური თვითმმართველობა და პრეზიდენტი პირადად ულოცავენ მას ამ დიდ წარმატებას! ჩვენ მუდამ თქვენ გვერდით ვართ, ვამაყობთ თითოეული თქვენგანის მიღწევით და მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი თქვენს შემოქმედებით წინსვლას.
წინ კიდევ ბევრი საინტერესო გამოწვევა და დიდი გამარჯვება გველოდება!
ხატვის კონკურსში გამარჯვებული: მარიამ ბარამიძე
#თსსა #სამხატვროაკადემია #სტუდფესტი #სტუდენტურითვითმმართველობა #გამარჯვება
17/06/2026
📢 მოგესალმებით!
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ შეიქმნა თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის ოფიციალური Facebook გვერდი.
წინა გვერდი აღარ ფუნქციონირებს, ამიტომ ამ სივრცის საშუალებით მიიღებთ ინფორმაციას:
✅ სტუდენტური პროექტების შესახებ
✅ კონკურსებისა და გამოფენების შესახებ
✅ კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ
✅ სტუდენტური ინიციატივებისა და შესაძლებლობების შესახებ
ჩვენი მთავარი მიზანია თითოეული სტუდენტის ინტერესების დაცვა და მათი იდეების მხარდაჭერა.
გმადლობთ ნდობისთვის, წარმატებებს გისურვებთ თითოეულ სტუდენტს!
თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა💌