17/12/2025
მონაწილეთა შორის ჩვენი მიმართულების სტუდენტი-ნინო დვალი.
თსსა დიზაინის ფაკულტეტის სამკაულის და ლითონის დეკორატიული პლასტიკის მიმართულება
17/12/2025
მონაწილეთა შორის ჩვენი მიმართულების სტუდენტი-ნინო დვალი.
17/12/2025
17/12/2025
🏛 ეროვნულ სასახლეში ტიხრული მინანქრის რიგით IV ახალგაზრდული სიმპოზიუმი გაიხსნა!
მონაწილეობა მიიღო ჩვენი მიმართულების ორმა სტუდენტმა -მედეა უთურგაულმა და ლელა მაზიაშვილმა.
👉 სიმპოზიუმი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმა“-ს პედაგოგების: საქართველოს დამსახურებული მხატვრის - მიხეილ ცალქალამანიძისა და მხატვარ - რუსუდან ცალქალამანიძის ინიციატივით ტარდება.
🎯 სიმპოზიუმის მიზანია, ახალგაზრდებში მინანქრის, როგორც უძველესი სახელოვნებო დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მისი ისტორიისა და მიმდინარე ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა.
12/12/2025
📣 სამხატვრო აკადემიის სტუდენტების საყურადღებოდ!!!
22 დეკემბერს იგეგმება ექსკურსია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა დავათვალიეროთ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი სამხედრო საგანმანათლებლო ინსტიტუცია, რომელიც მდიდარია საინტერესო ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობით.
🔹 აკადემიაში მოქმედებს გამორჩეული მუზეუმი, სადაც ინახება არაჩვეულებრივი, უნიკალური და რარიტეტული ექსპონატები.
▪️მონაწილეობა სრულიად უფასოა და ხელმისაწვდომია ყველა სტუდენტისთვის.
ადგილების რაოდენობა არის 15.
📣 რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ლინკზე
ლიკა თალაკვაძე
📲 577221630
https://www.facebook.com/share/17nx7tfzWg/?mibextid=wwXIfr
❗️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა – 15 დეკემბერი, 20:00 საათი.
თსსა-ის სტუდენტური თვითმმართველობა მადლობას გიხდით აქტიურობისთვის. 🤍
26/10/2025
23/10/2025
📣 ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო!
❗️პრემია გაიცემა სახვითი ხელოვნების დარგებში (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება) შექმნილ ნამუშევრებზე, რომლებიც გამოირჩევიან მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებითა და ხერხებით, ტექნიკური, შინაარსობრივი და სხვა მახასიათებლებით.
▫️პრემიის მოსაპოვებლად ნამუშევრის წარდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მისანიჭებლად გამარჯვებულ საკონკურსო ნამუშევრებს გამოავლენს კომისია. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევარი ავტორს უკან უბრუნდება.
❗️საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადა - 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე.
▫️მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგნინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.
📍მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №68 (შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე).
🔗ვრცლად, იხილეთ სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://abkhazia.gov.ge/banner/27
❗️დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ცხელი ხაზს: 143
18/10/2025
Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, study abroud მათ ვისაც სურს სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ, სტაჟირებები, საბაკალავრო პროგრამები, სტიპენდიები
08/10/2025
🎉
📣 სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი, "დიზაინ კვირეული", ზალცბურგი, ავსტრია - დიზაინის ფაკულტეტი!
❗️ცხადდება სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი სამხატვრო აკადემიის - დიზაინის ფაკულტეტის, საბაკალავრო/სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, ზალცბურგის საერთაშორისო/ინტერდისციპლინარულ დიზაინ კვირეულში (10 ადგილი: 3 - სამრეწველო დიზაინი, 3- ავეჯის პროექტირება და ხის მხატვრული დამუშავება, 1 - მხატვრული კერამიკა, 1 - მხატვრული მინდა, 1 - ტექსტილის დიზაინი, 1 - საიუველირო და ლითონის მხატვრული დამუშავება) მონაწილეობის მისაღებად - ა.წ. დეკემბერში, რომლის ორგანიზატორია ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის -FH Salzburg University of Applied Sciences KUCHL-ის კამპუსი.
▫️პროექტი ხორციელდება ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, ზალცბურგის უნივერსიტეტთან.
❗️აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, შესაბამისი დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
· CV
ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
პორტფოლიო (ინგლისურ ენაზე)
· ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი B2, ან/და ინგლისური ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.
განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ);
▫️საბუთების წარდგენის ბოლო ვადა - 2025 წლის 20 ოქტომბერი
▫️საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი
📩 [email protected]
📱 +995 593 799 960
❗️საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება კონკურსი.
▫️დიზაინ კვირეულში მონაწილეობისთვის, კონკურსში გამარჯვებულ, სამხატვრო აკადემიის - დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს, გადაეცემათ ერასმუს მობილობის მოკლევადიანი გრანტი!
გისურვებთ წარმატებას! ♥️
09/09/2025
პირველკურსელთა საყურადღებოდ – შიდა დაფინანსება!!! – Academy 2025 წლის შემოქმედებითი ტურის ქულებით მოპოვებული უფასო ადგილები (შიდა დაფინანსება)