აზროვანა Azrovana

აზროვანა  Azrovana

Share

"აზროვანა" 🌱
შემოქმედება • ემოციები • თამაში 🎨
განმავითარებელი აქტივობები ბავშვებისთვის. 💭 დამხმარე იდეები მშობლებისთვის 💡

28/06/2026

იცით, რომ ბავშვის განვითარება სწორედ იმ მომენტიდან იწყება, როცა ის გაიფიქრებს: "ვაა! ეს რა არის?" 👀❔️

ამიტომ, პირველ აქტივობას გაოცების თემაზე ვთავაზობ ჩემს პატარა მეგობრებს. 👀 ✨️

ერთი შეხედვით, თაბაშირის ფიგურების მოსახატი ნაკრებია, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის პატარა მოგზაურობა ფანტაზიის, ემოციებისა და აღმოჩენების სამყაროში. 🌿🎨

ეს არის შესაძლებლობა, ბავშვმა:
🌱 გამოხატოს საკუთარი თავი;
❓ დასვას კითხვები;
🧠 განავითაროს ცნობისმოყვარეობა;
❤️ ისაუბროს საკუთარ შინაგან სამყაროზე;
👨‍👩‍👧 გაატაროს ხარისხიანი დრო მშობლებთან ან პედაგოგთან.

📦 ყუთში დაგხვდებათ: 🎨 თაბაშირის ფიგურები, 🖌️ საღებავები, ფუნჯები და პალიტრა, 📃 ემოციის ბარათი, რომელიც ბავშვებსა და უფროსებს ეხმარება, ერთად აღმოაჩინონ ემოციების, ფიქრისა და შემოქმედების სამყარო.

აზროვანა — ერთად ვქმნით ახალ აღმოჩენებს! შესაკვეთად მოგვწერეთ 💌

12/06/2026

💕 ​„აზროვანა“ სიამაყით უჭერს მხარს საბავშვო ბაღების ფორუმს, სადაც მთავარი თემა ბავშვების უნიკალური საჭიროებები და მათი პოტენციალის აღმოჩენა იქნება. 📝💭

🎯 გახსოვდეს - ინვესტიცია ბავშვის განვითარებაში არის ერთადერთი ინვესტიცია, რომელიც სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის.

💫 ბავშვზე სწორი ზრუნვა არის ხელოვნება და მომავლის ყველაზე ძლიერი შენება. ახალი იდეებისა და რესურსების აღმოსაჩენად კი, თვალი ადევნეთ აზროვანას სივრცეს 🪄🔎

საბავშვო ბაღების IV ფორუმის საორგანიზაციო გუნდი და ჩვენი საოცარი პარტნიორები ზრუნავენ იმაზე, რომ 27 ივნისს Wyndham Grand Tbilisi-დან თითოეული სტუმარი განსაკუთრებული ემოციებითა და ხელშესახები საჩუქრებით დაბრუნდება.

​❤️ უღრმესი მადლობა თითოეულ ბრენდს ბავშვებზე, აღმზრდელებსა და დარგის განვითარებაზე
სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing
ნიკორა • Nikora
Pupazzo Toys / პუპაცო სათამაშოები
•Tako for Kids •
Dino Academy
Dino Wood
Tail • თეილ
Gogora • გოგორა
აზროვანა Azrovana
რტო.Rto

​✨ შეგახსენებთ, ადგილები შეზღუდულია, ხოლო რეგისტრაცია სრულდება 17 ივნისს!

​🔗 გამოიყენეთ შანსი, დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/KK9AfzHXrxwYmyrP8

03/06/2026

გაიცანი აზროვანა

👋 გამარჯობა!

მე აზროვანა ვარ - პატარა, ცნობისმოყვარე არსება, რომელიც ყოველდღე ეძებს ახალ აღმოჩენებს. ✨

მჯერა, რომ ყველაზე საინტერესო იდეები სწორედ იმ პატარა ფიქრებსა და ემოციებში იმალება, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ. 💛

ამ სივრცეში ერთად გავხდით ყოველდღიურობას უფრო ფერადსა და შემოქმედებითს:

🎨 ვიმუშავებთ კრეატიულ აქტივობებზე.
💛 ვისწავლით ემოციების უკეთ გაგებას.
✨ აღმოვაჩენთ ახალ, საინტერესო გზებს თამაშით სწავლისთვის.
💭 შევქმნით პატარა სავარჯიშოებს ბავშვებისთვის და მშობლებისთვის.

მიხარია, რომ აქ ხარ.

გამომყევი და ერთად გავხადოთ ყოველდღიურობა უფრო მრავალფეროვანი.

სიყვარულით,
აზროვანა 💚

#აზროვანა #ემოციები #ბავშვები #ხელოვნება #შემოქმედება #განვითარება #ფსიქოლოგია #კრეატიულობა #ნაკლებიეკრანი

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address

თბილისი
Tbilisi
0159