ჩუბინაშვილის ცენტრი/Chubinashvili Centre

  • Home
  • ჩუბინაშვილის ცენტრი/Chubinashvili Centre

ჩუბინაშვილის ცენტრი/Chubinashvili Centre გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში The Byzantine Review (08.2026.032) კალიფორნიის სანტა ბარბარას ხელოვნების ისტორიისა და...
29/07/2026

საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში The Byzantine Review (08.2026.032) კალიფორნიის სანტა ბარბარას ხელოვნების ისტორიისა და არქიტექტურის უნივერსიტეტის პროფესორის ჰეთერ ბადამოს რეცენზია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში მომზადებულ მონოგრაფიაზე „წმინდა მეომრები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში“ (რედაქტორები: ნიკოლოზ ალექსიძე, ეკატერინე გედევანიშვილი).

ჰეთერ ბადამო ბიზანტინისტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარია. იგი განსაკუთრებით ცნობილია წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი მონოგრაფიით – Saint George Between Empires: Image and Encounter in the Medieval East (Penn State University Press, 2023), რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქართულ მასალასაც.

📎 რეცენზიის სრულ ტექსტს გაეცანით ბმულზე:

https://drive.google.com/file/d/1tSbD0rWzfFiItGxmUYJZbnJrudO7rw3O/view?usp=sharing

REPOUSSE ICONS OF THE MOTHER OF GODგაეცანით კიტი მაჩაბელის სტატიას
24/07/2026

REPOUSSE ICONS OF THE MOTHER OF GOD
გაეცანით კიტი მაჩაბელის სტატიას

EMBOSSED ICONS OF THE MOTHER OF GOD - Read the article by Kitty Machabeli | link in comments

2026 წლის 17 ივლისს საფრანგეთის ხელოვნების ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INHA) სამეცნიერო კოორდინატორმა, არქეოლოგიის დოქ...
20/07/2026

2026 წლის 17 ივლისს საფრანგეთის ხელოვნების ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INHA) სამეცნიერო კოორდინატორმა, არქეოლოგიის დოქტორმა სიფანა ჩაკერიანმა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში წარმოადგინა პრეზენტაცია: „ტიერების არქივი საფრანგეთის ხელოვნების ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის სამეცნიერო არქივში (პარიზი): კვლევისა და ციფრული წარმოჩენის პროექტი“.

ცნობილ ფრანგ მეცნიერებს ნიკოლ და ჟან-მიშელ ტიერებს მჭიდრო მეგობრული და პროფესიული ურთიერთობა ჰქონდათ გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლებთან. მათი მდიდარი ფოტოდოკუმენტური არქივის დამუშავება და ციფრულ ფორმატში გადაყვანა 2022 წლიდან მიმდინარეობს. მრავალ სხვა საინტერესო მასალასთან ერთად, არქივში დაცულია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშების ფოტოსურათები და საველე ჩანაწერები, რომლებიც მკვლევართა მიერ საქართველოსა და თურქეთში წლების განმავლობაში მოწყობილი არაერთი ექსპედიციის დროს შეიქმნა.

2026 წლის  17 ივლისს, პარასკევს, 13:00 საათზე, საფრანგეთის ხელოვნების ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INHA) სამეცნიერო კოო...
14/07/2026

2026 წლის 17 ივლისს, პარასკევს, 13:00 საათზე, საფრანგეთის ხელოვნების ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INHA) სამეცნიერო კოორდინატორი სიპანა ჩაკერიანი გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნულ კვლევით ცენტრში წარმოადგენს პრეზენტაციას: ,,ტიერების არქივი საფრანგეთის ხელოვნების ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის სამეცნიერო არქივში (პარიზი): კვლევისა და ციფრული წარმოჩენის პროექტი“.

ცნობილი ფრანგი მეცნიერების ნიკოლ და ჟან-მიშელ ტიერების უმდიდრესი ფოტოდოკუმენტური არქივი 1950-2000-იან წლებში შეიქმნა და მოიცავს ანატოლიისა და სამხრეთ კავკასიის, მათ შორის საქართველოს შუა საუკუნეების ძეგლების დაახლოებით 100 000 ფოტოსურათს. არქივი საფრანგეთის ხელოვნების ისტორიის ეროვნულ ინსტიტუტს 2017 წელს გადაეცა. 2022 წლიდან მიმდინარეობს მისი დამუშავებისა და ციფრულ ფორმატში გადაყვანის პროექტი, რაც იქ დაცულ მასალას ხელმისაწვდომს გახდის ყველა დაინტერესებული პირისათვის.

პრეზენტაცია გაიმართება ინგლისურ ენაზე. დასწრება თავისუფალია.

On 17 July 2026 at 13:00, Sipana Tchakerian, a scientific coordinator at the French National Institute of Art History (INHA), will give a presentation at the George Chubinashvili National Research Centre entitled: “The Thierry Archive at the INHA (Paris): A Research and Digital Valorization Project.”

The exceptionally rich photo-documentary archive of the renowned French scholars Nicole and Jean-Michel Thierry was created between the 1950s and the 2000s and comprises approximately 100,000 photographs of medieval monuments in Anatolia and the South Caucasus, including Georgia. The archive was donated to the French National Institute of Art History in 2017. Since 2022, work has been underway to process and digitize the archive in order to make the material accessible to a wider audience.

2026 წლის 23 ივნისს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართულ ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს ხა...
30/06/2026

2026 წლის 23 ივნისს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართულ ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს ხანმოკლე ვიზიტით
ეწვივნენ ცნობილი ბრიტანელი ბიზანტინისტები − კურტოს ინსტიტუტის პროფესორი ენტონი ისტმონდი მეუღლესთან ერთად და სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი ლიზ ჯეიმსი.

ბრიტანელი მეცნიერები საქართველოში იმყოფებოდნენ შუა საუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნების ძეგლების მოსანახულებლად.

პროფესორ ენტონი ისტმონდს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან იწყება.

პროფესორი ლიზ ჯეიმსი კი პირველად ეწვია ცენტრს და დიდი ინტერესით გაეცნო მის საქმიანობას, სამომავლო გეგმებს, გამოცემებსა და ბიბლიოთეკას.

ბრიტანელ კოლეგებს შეხვდნენ ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ გაჩეჩილაძე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დიდებულიძე და ბიბლიოთეკის გამგე ლელა კიზირია.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის საგამოფენო დარბაზ ...
22/06/2026

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის საგამოფენო დარბაზ „Ars Georgica“-ში გაიმართა მხატვარ ნოდარ აფციაურის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა და მისი შემოქმედების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ნოდარ აფციაურის სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე გამოიფინა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კარიკატურები, შარჟები და სხვა გრაფიკული ნამუშევრები.

საზოგადოებას წარედგინა 272-გვერდიანი ორენოვანი წიგნი-ალბომი, რომელიც პირველად აერთიანებს ხელოვანის მრავალწლიანი შემოქმედების ძირითად მიმართულებებს – ფერწერას, გრაფიკას, ქანდაკებას, მხატვრულ მინას, დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას, სამკაულებს, ექსლიბრისებს, საარქივო ფოტომასალასა და სახელოვნებათმცოდნეო ტექსტებს.

წიგნი გამოიცა თბილისის მერიის მხარდაჭერით.

15/06/2026

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის

განცხადება

ზღუდერის ეკლესიის დანგრევის გამო

შაბათს, 13 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ მთლიანად განადგურებულია ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ზღუდერის ეკლესია - VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, გადაკეთებული X და შემდეგ XIV საუკუნეებში და ნაწილობრივ დანგრეული საბჭოთა პერიოდში. შენობა წარმოადგენდა ადრეული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვან ნიმუშს და მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მის ნაფუძარზე თანამედროვე მასალებით ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც ახლა ირკვევა, ძველი ეკლესია ჯერ კიდევ შარშან დაუნგრევიათ, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ არაფერი თქმულა. რომ არა გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომლის თამთა დოლიძის ჩასვლა ზღუდერში, ეს აღმაშფოთებელი ფაქტი ალბათ კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა უცნობი საზოგადოებისათვის.

კვირას, 14 ივნისს გავრცელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ძეგლის დანგრევა და მის ადგილას ახალი მშენებლობის დაწყება მოხდა უნებართვოდ. განცხადებიდან ჩანს, რომ სააგენტო უკვე ერთი წელია საქმის კურსშია, მაგრამ ვერაფერი გააწყო აშკარა უკანონობის აღსაკვეთად. მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნისა თუ მითითებების სრული უგულებელყოფა, რასაც შეეწირა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი.

ეს ამბავი ცხადად გვიჩვენებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში შექმნილ საგანგაშო ვითარებას. ბუნებრივია, სააგენტოს აქვს პასუხისმგებლობის თავისი წილი, მაგრამ ვითარება ვერ გამოსწორდება ვერც მარტოოდენ ამ ორგანიზაციის სისტემური რეფორმით (რომელიც თავისთავად აუცილებელია) და ვერც საკადრო ცვლილებებით, თუ კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთმნიშვნელოვანი პრიორიტეტი არ გახდება ისტორიული ძეგლების დაცვა ხელყოფის მცდელობებისაგან - დამოუკიდებლად იმისა, თუ ვისგან მოდის ეს მცდელობა.

ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია მსგავსი უხეში დარღვევების შესახებ დაუყოვნებლივ სრულად მიაწოდოს ექსპერტთა წრესა და საზოგადოებას, რათა მათზე დროულად მოხდეს ფართო რეაგირება.

სააგენტოს განცხადება ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებითკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტ...
14/06/2026

სააგენტოს განცხადება ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის- წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე, ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი გასულ წელს გამოავლინა.
სააგენტომ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელ, რუის-ურბნისის ეპარქიას. ვითარების თაობაზე, ასევე ეცნობა საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მესაკუთრეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ადგილზე ვითარებას კიდევ ერთხელ შეაფასებს, რის შემდეგაც განხორციელდება კანონით განსაზღვრული ქმედებები.
სააგენტო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და არ დაუშვას ისტორიული ძეგლების დაზიანება ან განადგურება. ნაკლების ჩვენება

სააგენტოს განცხადება ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის- წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე, ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი გასულ წელს გამოავლინა.

სააგენტომ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელ, რუის-ურბნისის ეპარქიას. ვითარების თაობაზე, ასევე ეცნობა საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მესაკუთრეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ადგილზე ვითარებას კიდევ ერთხელ შეაფასებს, რის შემდეგაც განხორციელდება კანონით განსაზღვრული ქმედებები.

სააგენტო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და არ დაუშვას ისტორიული ძეგლების დაზიანება ან განადგურება.

2026 წლის ივნისში საერთაშორისო სამეცნიერო-სახელოვნებათმცოდნეო ჟურნალში The Burlington Magazine გამოქვეყნდა რეცენზია მონო...
08/06/2026

2026 წლის ივნისში საერთაშორისო სამეცნიერო-სახელოვნებათმცოდნეო ჟურნალში The Burlington Magazine გამოქვეყნდა რეცენზია მონოგრაფიაზე „წმინდა მეომრები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში“ (რედაქტორები: ნიკოლოზ ალექსიძე და ეკატერინე გედევანიშვილი).

მონოგრაფია მომზადდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საზოგადოება „ივერიისასა“ და შვეიცარიის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. რეცენზიის ავტორია მანუელა შტუდერ-კარლენი, ვენის უნივერსიტეტის პროფესორი.

In June 2026, a review of the monograph "Warrior Saints in Medieval Georgian Art" (edited by Nikoloz Aleksidze and Ekaterine Gedevanishvili) was published in the Burlington Magazine.

This project was conducted at the Giorgi Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation. Funding was provided by the S***a Rustaveli National Science Foundation of Georgia (FR-19-10194), the Society of Iveriisa and the Swiss National Foundation. Prof. Manuela Studer-Karlen of the University of Vienna wrote the review.

საგამოფენო სივრცე „Ars Georgica“-ში გაიმართა თბილისის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეთა ჯგუფური გამოფენა − „მიწასა ზედა ...
03/06/2026

საგამოფენო სივრცე „Ars Georgica“-ში გაიმართა თბილისის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეთა ჯგუფური გამოფენა − „მიწასა ზედა ზეცისა“.

გამოფენა მიეძღვნა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილეს და მოიცავდა ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრებს ქრისტიანულ თემატიკაზე.

ღონისძიების ფარგლებში გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა მარიამ მიქაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე:
„რელიგიურ თემათა ინტერპრეტაცია თანამედროვე ქართულ ვიზუალურ ხელოვნებაში“.

Address


Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322990588

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩუბინაშვილის ცენტრი/Chubinashvili Centre posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ჩუბინაშვილის ცენტრი/Chubinashvili Centre:

Shortcuts

  • Want your school to be the top-listed School/college?

Share