ნეა სფერო

ნეა სფერო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ნეა სფერო, Education, Tbilisi.

29/10/2018
06/07/2018

მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში განვითარებული სტიქიური პროცესების გამო დღეს 14:00 საათზე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.

პარასკევს, 6 ივლისს 14:00 საათზე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, მე-12 სართულზე იგეგმება შეხვედრა გარემოს დაცვისა და სო...
05/07/2018

პარასკევს, 6 ივლისს 14:00 საათზე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, მე-12 სართულზე იგეგმება შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენის უფროს მარინე არაბიძესთან და გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროს ნოე მერგრელიშვილთან.

განხილული იქნება შემდეგი საკითხი: "ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და მისი გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები".

დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს.

28/02/2018

New early warning system project in Georgia signals paradigm shift centered around risk reduction, prevention and preparedness.

20/02/2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ "ახალი სკოლის " მოსწავლეებს უმასპინძლა, მათ სააგენტოს საქმიანობა გააცნო და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. სააგენტოს სპეციალისტებმა კი ბავშვებს ის ტექნოლოგიები გააცნეს, რომლის საშუალებითაც ამინდის პროგნოზი იქმნება. მოსწავლეებმა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

08/01/2018

8 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან, 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

11 იანვარს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. დედაქალაქში მცირე თოვლჭყაპია შესაძლებელი.

12 იანვარს შედარებით გამოიდარებს, 13 – 14 იანვარს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

03/01/2018

3-7 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

3 – 4 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

5 - 6 იანვარს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა დაბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

21/12/2017

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის ნოემბერში ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეათე ეტაპი ...

19/12/2017

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 დეკემბერს საქართველოში ნარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი. 19 - 20 დეკემბერს ც...

15/12/2017

ევროკავშირის პროექტის "წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მოწვეული სპეციალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს მხარეებს შორის ლაბორატორიული საფუძვლების და ისო 17025 ხარისხის შესახებ გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნეა სფერო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ნეა სფერო:

Shortcuts

Share

Category