Bright Hub • ბრაით ჰაბი

Bright Hub • ბრაით ჰაბი ერთად ვქმნით ნათელ მომავალს 💜🌞

🎉 დიდი სიახლე! ოფიციალურად გავხდით Duolingo Global Partner Network-ის წევრი! დიახ, საქართველოში ერთ-ერთი პირველები ვართ!...
20/07/2026

🎉 დიდი სიახლე! ოფიციალურად გავხდით Duolingo Global Partner Network-ის წევრი! დიახ, საქართველოში ერთ-ერთი პირველები ვართ! 🇬🇪✨

ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სტუდენტებს ექნებათ ექსკლუზიური წვდომა Duolingo-ს ოფიციალურ, ლიცენზირებულ მასალებზე, რეალურ საგამოცდო გარემოსა და საუკეთესო სტრატეგიებზე DET-ის მაღალ ქულაზე ჩასაბარებლად. 🚀

Duolingo-ს ინგლისური ენის ტესტს ათასობით უნივერსიტეტი აღიარებს მთელ მსოფლიოში, ახლა კი მომზადებას ყველაზე ტრენდული და ეფექტური ხელსაწყოებით შეძლებთ. მზად ხართ სამიზნე ქულების დასაპყრობად? ერთად გავხსნათ გლობალური შესაძლებლობები! მალე დავიწყებთ კურსზე მიღებას 🌍💚

🎉 Big news! We’ve officially joined the Duolingo Global Partner Network!

We’re one of the very first in Georgia to do it! 🇬🇪✨
This means our students get exclusive access to official, licensed Duolingo materials, authentic practice setups, and top-tier strategies to crush the DET. 🚀

Thousands of universities worldwide accept the Duolingo English Test, and now you can prep for it with the best tools in the game. Let’s get those target scores and unlock your global future! 🌍💚

20/07/2026

✅🇬🇧

04/07/2026

🔎📝 იცი, როგორი შესავალი უნდა ჰქონდეს შენს ესეს, რომ 16/16 აიღო?

ჩაუგდე ეს ვიდეო აბიტურიენტს ✅🇬🇧

✅💜
18/06/2026

✅💜

✍️ რომელი დრო გამოვიყენოთ ესეს წერისას ეროვნულ გამოცდებზე?

📝🇬🇧 ინგლისური ენის გამოცდაზე ესეს წერისას დროების სწორად შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია.

✅👨🏻‍🏫 იმისათვის, რომ ქულები არ დაკარგო, მიჰყევი ჩემს ამ მარტივ გზამკვლევს:

ეტაპი 1️⃣ შესავალი (Introduction) | „ოქროს შუალედი“:
შესავალში შენ საუბრობ ზოგად მოცემულობაზე, აქტუალურ პრობლემასა და შენს მოსაზრებაზე.
▪️ძირითადი დრო: Present Simple (ახლანდელი მარტივი).
▪️რატომ? იმიტომ, რომ გამოხატავ ზოგად ჭეშმარიტებებს, ფაქტებსა და შენს დღევანდელ პოზიციას.
👉🏻 Nowadays, many people believe that technology has a huge impact on education. In my opinion, it brings more benefits than drawbacks.

ეტაპი 2️⃣ ძირითადი ნაწილი (Body Paragraphs) | არგუმენტები და მაგალითები:
აქ აზუსტებ შენს სათქმელს და მოგყავს მაგალითები. დროების არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ეყრდნობი:
▪️თუ ზოგად ტენდენციებზე საუბრობ: გამოიყენე Present Simple ან Present Continuous.
👉🏻 Students use gadgets daily for their homework.

▪️თუ წარსულიდან მოგყავს მაგალითი: (ისტორიული ფაქტი, პირადი გამოცდილება), აუცილებლად გადადი Past Simple-ზე (წარსულ მარტივზე).
👉🏻 In the past, people did not have access to the internet, so they spent hours in libraries.

▪️თუ ბოლო დროის ცვლილებებს უსვამ ხაზს: გამოიყენე Present Perfect (ახლანდელი სრულყოფილი).
👉🏻 The world has changed significantly over the last decade.

ეტაპი 3️⃣ დასკვნა (Conclusion) | შეჯამება:
დასკვნაში კიდევ ერთხელ აჯამებ შენს ნათქვამს და აკეთებ პროგნოზს.
▪️შემოაბრუნე აზრი ახლანდელ დროში: ისევ გამოიყენე Present Simple შენი პოზიციის გადასამორწმებლებლად.

▪️გააკეთე პროგნოზი: გამოიყენე Future Simple (მომავალი მარტივი) ან მოდალური ზმნები (will, can, should, might).
👉🏻 To conclude, it is clear that technology is essential, and it will continue to shape our future.

გისურვებთ წარმატებას 🚀💜

🚀❤️
14/06/2026

🚀❤️

📝🇬🇧 ინგლისური ენის გამოცდაზე ესე (Task 7) ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო დავალებაა. იმისათვის, რომ აბიტურიენტებმა მაქსიმალური ქულა დააგროვონ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენის, არამედ ფორმატის ცოდნაა.

🚫 ხშირი შეცდომები ("Red Flags")
🟨 სიტყვების რაოდენობა: თუ დაწერ 120 სიტყვაზე ნაკლებს, ქულები საგრძნობლად დაგაკლდება, ზედმეტი სიტყვები (180+) კი ხშირად აზრის გაფანტვას და გრამატიკულ შეცდომებს იწვევს.
🟨 დავალების პირობის კოპირება: შესავალში პირობის სიტყვასიტყვით გადატანა ნიშნავს, სიტყვათა მარაგი არ გაქვთ, არ იცი. მოემზადე კარგად და გამოიყენე პერიფრაზირება.
🟨 სტრუქტურის არქონა: ესე, რომელიც ერთი მთლიანი აბზაცია, დაბალ ქულას იმსახურებს. აუცილებელია მკაფიო დაყოფა: შესავალი, ორი არგუმენტირებული აბზაცი და დასკვნა.
🟨 არაფორმალური სტილი: მოერიდეთ შემოკლებებს (მაგ: don't, can't, I'm). აკადემიურ წერაში უნდა გამოიყენოთ სრული ფორმები (do not, cannot, I am).
🟨 არგუმენტების სიმყარე: მხოლოდ საკუთარი აზრის დაფიქსირება ხშირად საკმარისი არ არის. თითოეულ მოსაზრებას სჭირდება დასაბუთება ერთი მაგალითით, რომ მაქსიმალური ქულა მიიღო.

👨🏻‍🏫 ოქროს რეკომენდაციები ლევანისგან:
1. გამოიყენეთ მაკავშირებელი სიტყვები:
ტექსტის ლოგიკური ბმულებისთვის აუცილებელია ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა:
💁🏻‍♂️ აზრის დასაწყებად: First of all, To begin with.
💁🏻‍♂️ დამატებითი არგუმენტისთვის: Furthermore, In addition, Moreover.
💁🏻‍♂️ კონტრასტისთვის: On the other hand, However, Nevertheless.
💁🏻‍♂️ დასკვნისთვის: In conclusion, To sum up.
2. მრავალფეროვანი ლექსიკა:
შეეცადეთ ერთი და იგივე სიტყვა ზედიზედ ბევრჯერ არ გამოიყენოთ. მაგალითად, სიტყვა important ჩაანაცვლეთ სინონიმებით: essential, crucial, significant.
3. გრამატიკული სიზუსტე
ყურადღება მიაქციეთ "მესამე პირს" (ზმნის ბოლოს -s სუფიქსს) და დროთა თანამიმდევრობას. ხშირად ყველაზე მარტივი შეცდომები სწორედ დაჩქარებული წერის დროს იპარება.
4. ბოლო 5 წუთი - გადამოწმებისთვის
აუცილებლად დაიტოვეთ დრო ნაწერის გადასაკითხად. ხშირად აბიტურიენტები თავადვე პოულობენ მექანიკურ შეცდომებს (პუნქტუალური, დამწერლობის..), რომელთა გამოსწორებაც ქულას დაგიზღვევს.

📕🗂️ საუკეთესო კრებული თუ გსურს შენს ხელში აღმოჩნდეს დაწერე "მინდა". Exam Booster ყველაზე გამორჩეული და საყვარელი კრებულია, აბიტურიენტებისა და რეპეტიტორების აზრით.

მონიშნე ნაცნობი აბიტურიენტები პოსტის ქვეშ, რომ არ გამოტოვონ სასარგებლო რჩევები ჩემგან. 👨🏻‍🏫💞

ამბობენ, კარგი მასწავლებელი ყოველთვის სულსწრაფია, როცა საქმე ახალი ცოდნის გაზიარებას ეხებაო. ჰოდა, საამაყო სულსწრაფობით მოგმართავთ თქვენც, zoommer • ზუმერი, რადგან "Being impatient for good things is something to be proud of" (სულსწრაფობა საამაყოა)! 🧡
გამიხარდება, თუ ამ პოსტს თქვენც
გამოეხმაურებით და იმ კონკრეტულ მიკროფონს ჩემს გაკვეთილებს „შეაშველებთ“. შევთანხმდეთ მშვენიერ ბარტერზე - უნაკლო და ხარისხიანი ჟღერადობა ჩემგან, საუკეთესო ტექნოლოგია კი, თქვენგან! 🤝🎙️✨

📢 სიახლე Bright Hub-დან 💜🎉ადგილობრივ წარმატებასთან ერთად, ანი მასწავლებელი ახლა უკვე ფლობს კემბრიჯის სერტიფიკატს (TKT Mo...
30/08/2025

📢 სიახლე Bright Hub-დან 💜🎉

ადგილობრივ წარმატებასთან ერთად, ანი მასწავლებელი ახლა უკვე ფლობს კემბრიჯის სერტიფიკატს (TKT Module 1 და 2) ✅🇬🇧
ეს იმას ნიშნავს, რომ მას ენის სწავლების დამადასტურებელი, საერთაშორისოდ აღიარებულ კვალიფიკაცია მიენიჭა. 🌍🚀

წარმატებას ვუსურვებთ მას 🙌🏻

29/04/2025

🥳 დარჩა მხოლოდ 1 ადგილი ლევანის B1 დონის ჯგუფში, რომელიც ამ კვირაში იწყება!

📝 მოგვწერე და, თუ განრიგი შენთვის მისაღებია, დონის განმსაზღვრელ ტესტს გამოგიგზავნი.

⛱️👨‍💻 ზაფხული ახლოვდება - დროა შენს მიზნებზე იზრუნო!

🚀📝 საუკეთესო პერიოდია, რომ გაიუმჯობესო ინგლისური და თავისუფლად ისაუბრო მოგზაურობისას, მოიპოვო მეტი თავდაჯერებულობა და კარიერული წინსვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა!

🤝 ვეძებ მოტივირებულ, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე შემსწავლელებს, რომლებიც მზად არიან საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინონ.

👩🏼‍🤝‍👨🏻 ჯგუფში მხოლოდ 4 მოსწავლე

⌚ გაკვეთილის ხანგრძლივობა: 90-100 წუთი - სრულყოფილი პრაქტიკისთვის;

🗓️ თვეში 8 შეხვედრა - სტაბილური და სწრაფი პროგრესისთვის.

📈 გადადგი პირველი ნაბიჯი დღეს - დანარჩენი გზას ერთად გავივლით!

20/02/2025

🇬🇧📝 გთავაზობთ ნაწყვეტს გრამატიკის გაკვეთილიდან.

🟥 თემა - პირობითი წინადადები

👩🏼‍🏫 ანი მასწავლებელი (დისტანციური კურსი)

🤔 რატომ უნდა გაიაროთ ჩვენთან ენის კურსი?
⭐ კურსის პროგრამა ჩვენ მიერაა შედგენილი, თანამედროვე მეთოდების, რესურსებისა და პროგრამების გამოყენებით.
⭐ თითოეული გაკვეთილი აწყობილია ციფრული რესურსების გამოყენებით, შესაბამისად, საქმე, მეცადინეობის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული და კომფორტულია თითოეული შემსწავლელისთვის.
⭐ როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გთავაზობთ ციფრულ რესურსებს და სხვადსხვა რესურსის (მოსწავლის წიგნების, სავარჯიშო წიგნებისა თუ სხვა) გამოყენება, ყიდვა აღარ გიწევთ. ყველანაირი მასალა გეძლევათ უფასოდ.

19/02/2025

🇬🇧 კითხვა ინგლისური ენის მასწავლებლისგან:

🤔 აირჩიეთ სწორი პასუხი:
some/any/no

➡️ You can choose ________ color you like for your room.

📥 მოსწავლისთვის ადგილის დასაჯავშნად მოგვწერეთ.

☃️🔥 გრანდიოზული ფასდაკლება აღნიშნულ კურსზე!🇬🇧🏫 გსურს გახდე სერტიფიცირებული მასწავლებელი? ‼️ კურსი დაიწყება თებერვლის პირ...
08/01/2025

☃️🔥 გრანდიოზული ფასდაკლება აღნიშნულ კურსზე!

🇬🇧🏫 გსურს გახდე სერტიფიცირებული მასწავლებელი?

‼️ კურსი დაიწყება თებერვლის პირველ ნახევარში.

👨🏻‍🏫 ტრენინგს გაუძღვება ლევან სამადაშვილი - Cambridge-ის საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდის TKT-ის სერტიფიკატების მფლობელი, მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიწვეული მასწავლებელი კერძო სკოლა “სადუნში”, უძღვება თავის მიერ შექმნილ კურსს “საკომუნიკაციო ინგლისური”, პოპულარული სასწავლო გვერდისა და ბლოგის “Learn English with Levan” ავტორი, სასწავლო ცენტრი “Bright Hub”-ის დამფუძნებელი, 5-ზე მეტი სახელმძღვანელოს ავტორი, წიგნები, რომლებიც ათასობით მასწავლებლისა თუ მოსწავლის გულს იპყრობს.

ტრენინგის ფარგლებში გთავაზობთ სრულყოფილ საგამოცდო პროგრამას. 😋

💁📈 პროგრამა თანმიმდევრულად მიჰყვება საგამოცდო ტესტის თითოეულ დავალებას და მსმენელს თანმიმდევრულად უვითარებს მათი წარმატებით შესრულებისთვის აუცილებელ უნარებს.

📑 მსმენელთა ჩარიცხვა ხდება ტესტირების საფუძველზე (მინ. B1+).
👨🏻‍💻 გვექნება 16 შეხვედრა (დისტანციურად).
⏰ შეხვედრის ხანგრძლივობა - მაქს. 2 სთ.

🎯 რას შეძლებთ ან მიიღებთ შედეგად ტრენინგის ბოლოს?
🧠 გაიმეორებთ და დაფარავთ თითოეულ გრამატიკულ საკითხსა და ძირითადად ლექსიკურ თემებს, რომლებიც შეგხვდებათ საგამოცდო ტესტში.
🧠 მიიღებთ დეტალურ ცოდნას გამოცდის თითოეული საკითხის შესახებ;
🧠 გაეცნობით საქმიანი წერილისა და ესეს წერის პრინციპს, ასევე ისწავლით მათ სტრუქტუირებას;
🧠 ლაპარაკის გამოციდასთან დაკავშირებულ თითოეულ ხრიკსა თუ დეტალს აითვისებთ;
🧠 სხვადასხვა ტექნიკას, მეთოდსა თუ ხრიკს საგამოცდო ტესტზე სამუშაოდ.

Address

ა. წერეთლის გამზ
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Bright Hub • ბრაით ჰაბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category