ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი"

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი" ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური ? მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ჭავჭავაძის ქ. Z.
(1)

N19 (მთავარი შემოსასვლელი რიწის ქუჩა N9-დან)

ტელეფონები: 2 98 36 96, 2 93 61 49

[email protected]

ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომელთაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია და საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში.
ამჟამად სკოლაში წარმატებით მოღვაწეობს 200-ზე მეტი პედაგოგი და 700-მდე ბავშვი.
ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ მსოფლიო მნიშვნელობის სასწავლებელს და ქართული კულტურის არამატერიალურ მემკვიდრეობას წარმოადგენს, იგი იყო და რჩება ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ძირითად დონორად.
სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“ სწავლა უფასოა

LEPL Tbilisi Zakaria Paliashvili Central Music School for “Gifted Children”

Tbilisi Zakaria Paliashvili Central Music School for the Gifted is almost a century old. This school brought up the musicians who created the 20th-century Georgian music art history and contributed to the development of the world performing arts. Currently the school, which is successfully operated by more than 200 teachers giving the education to 700 children. Paliashvili Central Music School for the Gifted which is the school of world importance and the intangible heritage of Georgian culture was and remains the main donor of Georgian performing arts, it significantly stipulates and conditions the future of the State Conservatoire, the symphony orchestras, opera and ballet theaters, etc.

16/09/2026

✅13 სექტემბერს რიგით 34-ე ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გაიხსნა, რომელიც ქართული მუსიკის კლასიკოსის - ანდრია ბალანჩივაძის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

✅საიუბილეო საღამოზე თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა, მაესტრო ვახტანგ კახიძემ და სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლემ, გიორგი სეფიაშვილმა, შეასრულეს ანდრია ბალანჩივაძის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის №3, სიმფონიური სურათი „ზღვა“ და სიმფონია №1.

✅სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის მაესტრო ვახტანგ კახიძესა და თბილისის სიმფონიურ ორკესტრს თანამშრომლობისა და ჩვენი მოსწავლისთვის ამ მნიშვნელოვან შემოქმედებით სივრცეში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.

✅განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს აღსაზრდელს, გიორგი სეფიაშვილს და მის პროფესორს ალექსანდრე გარბერს, წარმატებულ საკონცერტო გამოსვლას და მომავალშიც დიდ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ.

15/09/2026

გამოჩენილ ქართველ პიანისტსა და პედაგოგს, ეთერ ანჯაფარიძეს 70 წელი შეუსრულდა.

ეთერ ანჯაფარიძემ არაერთი თაობის მუსიკოსის პროფესიულ განვითარებაში შეიტანა განსაკუთრებული წვლილი და თავისი ხელოვნებით ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო საერთაშორისო მუსიკალურ სცენაზე.

კულტურის სამინისტროს სახელით გულითადად ვულოცავთ ქალბატონ ეთერს იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიას და კიდევ არაერთ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.

30/08/2026

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში წელს 19-26 სექტემბერს გაიმართება 🎉

ფესტივალს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

ფესტივალის პარტნიორი: მაგთიკომი.

მსმენელის წინაშე წარდგებიან:
🌟 ელისო ვირსალაძე
🌟 ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო)
🌟 დავით ხრიკული (ფორტეპიანო)
🌟 საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, მთავარი ქორმაისტერი - არჩილ უშვერიძე
🌟 თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს სინფონიეტა
🌟 გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და მოწვეული უცხოელი მუსიკოსები
🌟 დირიჟორი არიელ ცუკერმანი
🌟 თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები

მუსიკალური საღამოების მიღმა, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება „საუბრები მუსიკაზე“ – წელს მოწვეულია თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის დირექტორი მარინა ჩიხლაძე.

როგორც ყოველთვის, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ჩატარდება მასტერკლასები.
ასევე, ფესტივალს დაემატა ახალი კომპონენტი „მუსიკა+“, რომლის ფარგლებში გაიმართება მხატვარ ანა კალატოზიშვილის გამოფენა, შეხვედრა რეჟისორ ლევან გაბრიაძესთან და მისი ფილმის ჩვენება, ნაჩვენები იქნება მერაბ კოკოჩაშვილისა და ლანა ღოღობერიძის ფილმები და ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი.

ფესტივალის მხარდამჭერები: თელავის მუნიციპალიტეტის მერია; STEINWAY&SONS; თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი; თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი; თელავის ისტორიული მუზეუმი; ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი; სასტუმრო „თელა“; სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თელავი“; კაფე „გიშერი“.
მედია პარტნიორები: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი; რადიო „ფორტუნა“; AT.ge

ბილეთები გაიყიდება ონლაინ 1 სექტემბრიდან ვებ-გვერდზე www.biletebi.ge

Telavi International Music Festival will be held on 19-26 September 2026.

The festival is conducted under the auspices of the Classical Music Center and Ministry of Culture of Georgia.

Partner of the event: MagtiCom.

Audience of the festival will listen to:
Eliso Virsaladze
Veriko Tchumburidze (violin)
David Khrikuli (piano)
Georgian State Choir
Principal Choirmaster – Archil Ushveridze
Tbilisi State Chamber Orchestra Georgian Sinfonietta
Giya Kancheli Tbilisi Youth Orchestra x invited international musicians
Conductor Ariel Zuckermann
Tbilisi State Conservatory Students

In addition to musical evenings, the festival will feature “Talks on Music.” This year, we are pleased to welcome Ms. Marina Chikhladze, Director of the Museum of the History of the Tbilisi Vano Sarajishvili State Conservatoire.

As always, the festival will have a rich educational component, with master classes for students.

The festival has also introduced a new component, “Music+,” which will feature an exhibition by artist Ana Kalatozishvili, a meeting with film director Levan Gabriadze followed by a screening of his film, screenings of films by Merab Kokochashvili and Lana Gogoberidze, and a performance by the Nodar Dumbadze Professional State Youth Theatre.

Festival supporters: Telavi Mayor’s Office; STEINWAY&SONS; Telavi Vazha-Pshavela State Professional Theatre; Telavi Niko Sulkhanishvili Music College; Telavi Historical Museum; Nodar Dumbadze Professional State Youth Theatre; Tela Hotel; Holiday Inn Telavi Hotel; Cafe Gisheri.
Media partners: Georgian Public Broadcaster First Channel; Radio Fortuna; AT.ge

Tickets will be on sale from September 1 at www.biletebi.ge.

გილოცავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს ♥️
28/08/2026

გილოცავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს ♥️

20/08/2026
16/08/2026

🎼 🇬🇪 🎻 155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან!

ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის მუსიკაც სწორედ მისი ცნობილი ოპერის „დაისის“ მიხედვითაა შექმნილი.

100-ლარიანი ბანკნოტის უკანა მხარეს კი გამოსახულია Tbilisi Opera and Ballet State Theatre, რომელიც 1937 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს.

#ზაქარიაფალიაშვილი #ქართულიმუსიკა #ქართულიფული #ლარი #100ლარი #ეროვნულიფული #ეროვნულიკულტურა #ეროვნულიბანკი

03/08/2026

მსოფლიოში აღიარებული შესანიშნავი ქართველი მევიოლინე, დირიჟორი, პედაგოგი, ფესტივალ „ღამის სერენადების“ დამფუძნებელი და სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედის" ღირსეული აღზრდილი ლიანა ისაკაძე დღეს 80 წლის გახდებოდა.

ბავშვობიდანვე გამორჩეული მუსიკალური ნიჭით გამორჩეულმა ხელოვანმა მსოფლიო სცენები დაიპყრო, არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ღირსეულად წარმოაჩინა ქართული საშემსრულებლო სკოლა და უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიო მუსიკალური კულტურის განვითარებაში.

მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, არტისტიზმი და ქართული მუსიკისადმი ერთგულება დღემდე მომავალ თაობებს შთააგონებს.

სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი" ღრმა პატივს მიაგებს ქალბატონ ლიანა ისაკაძის ნათელ ხსოვნას და მადლიერებით იხსენებს მის ფასდაუდებელ ღვაწლს ქართული კულტურისა და მუსიკალური ხელოვნების წინაშე.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი":

Shortcuts

Share

Category