17/06/2026
"საქართველოს უნივერსიტეტში", „ახალგაზრდობისა და სოციალური კვლევის ცენტრის“ მიერ, V-Dem Caucasus-თან კოლაბორაციით განხორციელებულმა კვლევამ შეისწავლა რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების აკადემიური და სოციალური ინტეგრაციის პროცესები და იდენტობის საკითხები.
პრეზენტაციის დროს ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ:
👤სიმონ ჯანაშია, განათლების მკვლევარი
👤ოქტაი ქაზუმოვი, ფილოლოგი, მთარგმნელი
👤მარი არაქელოვა, ქართველ სომეხთა კავშირის თავმჯდომარე
კვლევის ძირითადი მიგნებები:
📌ენობრივი ბარიერი: „1+4 პროგრამის“ მნიშვნელოვანი დადებითი როლის მიუხედავად, აკადემიური ტერმინოლოგიის სირთულე ხშირად სერიოზულ დაბრკოლებად რჩება სტუდენტებისთვის, რის გამოც შეცდომის დაშვების შიშით ისინი ნაკლებად აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში და პასიურ პოზიციას ირჩევენ.
📌 „ეთნიკური კლასტერები“: უნივერსიტეტებში შესვენებების დროს ხშირად შეინიშნება მიკროსეგრეგაცია. სხვადასხვა ჯგუფი, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ხშირად აუდიტორიებში რჩებიან ან მხოლოდ საკუთარ წრეში ურთიერთობენ, რის შედეგადაც იქმნება დახურული სოციალური სივრცეები და მცირდება ყოველდღიური კომუნიკაცია ფართო სტუდენტურ გარემოსთან.
📌 უმრავლესობის პასიური როლი: ინტეგრაციის ტვირთი ძირითადად უმცირესობებზე გადადის. ქართველი სტუდენტების დამოკიდებულება მეტწილად ნეიტრალურია - ისინი არ რიყავენ თანაკურსელებს, თუმცა არც ინიციატივას იჩენენ.
📌სისტემური მიდგომის დეფიციტი: უნივერსიტეტებს არ აქვთ მულტიკულტურულ ჯგუფებთან მუშაობის სისტემური ხედვა; პროცესი ხშირად მხოლოდ ცალკეული ლექტორების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
📌 იდენტობის დილემა: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი თავს ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ მიიჩნევს, საერთო კულტურული კონტექსტის ნაკლებობის გამო, ყოველდღიურობაში მაინც „უცხოელის“ განცდა აქვთ.
💡 მთავარი დასკვნა: ინტეგრაცია ცალმხრივი პროცესი არ არის და ეს ტვირთი მხოლოდ უმცირესობებმა არ უნდა ზიდონ. საჭიროა მიზანმიმართული მხარდაჭერა: ქართული ენის გაძლიერებული სწავლება სკოლიდანვე, უნივერსიტეტებში სტუდენტების რეალური დაახლოება და თანატოლთა მენტორობა. გამოსავალი ერთიანი სამოქალაქო იდენტობის ჩამოყალიბებაშია, სადაც ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, არავინ რჩება ბარიერებს მიღმა.
📎კვლევის შედეგების პრეზენტაციისა და მონაცემთა ბაზის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://isds.ge/ethnic-minorities/
A study conducted at the University of Georgia (Tbilisi) by the "Youth and Social Research Centre", in collaboration with V-Dem Caucasus, examined the academic and social integration processes, as well as identity issues, of ethnic minority students who moved from the regions to Tbilisi for their studies.
During the presentation, a panel discussion was also held, featuring:
👤Simon Janashia, Education Researcher
👤Oktai Kazumovi, Philologist, Translator
👤Mari Arakelova, Chairperson of the Union of Georgian Armenians
Main Findings of the Study:
📌 Language Barrier: Despite the significant positive role of the "1+4 Program," the complexity of academic terminology often remains a serious obstacle for students. Consequently, due to the fear of making mistakes, they engage less actively in the learning process and choose a passive stance.
📌 "Ethnic Clusters": Micro-segregation is frequently observed during university breaks. Different groups, especially representatives of ethnic minorities, often stay in classrooms or socialize exclusively within their own circle. This results in the creation of closed social spaces and reduces daily communication with the wider student body.
📌 Passive Role of the Majority: The burden of integration falls primarily on minorities. The attitude of Georgian students is mostly neutral-they do not marginalize their classmates, but they do not take initiative either.
📌 Deficit of a Systemic Approach: Universities lack a systemic vision for working with multicultural groups; the process is often solely dependent on the goodwill of individual lecturers.
📌 Identity Dilemma: Although many of them consider themselves full citizens of the country, they still feel like "outsiders" in their daily lives due to a lack of shared cultural context.
💡 Main Conclusion: Integration is not a one-way street, and this burden should not be borne by minorities alone. Purposeful support is needed: reinforced Georgian language teaching starting from school, genuine interaction among students at universities, and peer mentorship. The solution lies in building a unified civic identity where, regardless of ethnic background, no one is left behind barriers.
📎 To view the presentation of the study results and the database, visit the link: https://isds.ge/ethnic-minorities/