N195 საჯარო სკოლა

N195 საჯარო სკოლა N195 საჯარო სკოლა უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას და ხელს უწყობს მოსწავლეების განვითარებას.

✨ თქვენი შვილის სცენაზე პირველი ნაბიჯი შეიძლება სწორედ აქედან დაიწყოს! ✨ქართული ცეკვა ბავშვებისთვის მხოლოდ ლამაზი მოძრაო...
13/09/2026

✨ თქვენი შვილის სცენაზე პირველი ნაბიჯი შეიძლება სწორედ აქედან დაიწყოს! ✨

ქართული ცეკვა ბავშვებისთვის მხოლოდ ლამაზი მოძრაობები არ არის — ეს არის დისციპლინა, თავდაჯერებულობა, გუნდურობა და ქართული კულტურის სიყვარული. 🇬🇪❤️

💫 „ქორეო“ აცხადებს ახალი მოსწავლეების მიღებას!

დაწყებით ჯგუფებში:
📌 5-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ხოლო მათთვის, ვისაც ქართული ცეკვის გამოცდილებ უკვე აქვს , გვაქვს განსაკუთრებული შესაძლებლობა:

🔥 მიღება საკონცერტო ჯგუფშიც!

საკონცერტო ჯგუფში ბავშვები იმუშავებენ უფრო მაღალი დატვირთვით, გაივლიან სცენური შესრულების მიმართულებას და მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საკონცერტო ღონისძიებაში.

🎭 საკონცერტო ჯგუფში მიიღებიან 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც აქვთ ქართული ცეკვის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.

ცეკვას შეასწავლიან

თორნიკე გაბრიაძე
ანსამბლ „ერისიონისა“ და ანსამბლ „ნართების“ მოცეკვავე.

✨ გაგა ბოხუა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების კურსდამთავრებული, სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავე და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე.

ჩვენი მიზანია, ბავშვებს მივცეთ ქართული ცეკვის პროფესიულად შესწავლის შესაძლებლობა — გამოცდილი პედაგოგებისგან, სწორი ტექნიკის, დისციპლინისა და ქართული ცეკვის სიყვარულის საფუძველზე. 🇬🇪❤️

❗️ფოტოზე ,, ქორეოს " საკონცერტო ჯგუფის მოცეკვავე და ერთერთი სოლისტი ანასტასია კოპაძე 💫

📞 511 520 560

598 228 911

26/06/2026

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული გიორგი გოგრიჭიანი. მადლობა მას დაფასებისთვის 📖📚

22/06/2026
„ იდენტობის შრეები “6-7 ივნისს, თბილისში, მცხეთის ქ. 48/50 საგამოფენო სივრცეში -  Collect Art Gallery გაიმართა  ეკატერინ...
19/06/2026

„ იდენტობის შრეები “
6-7 ივნისს, თბილისში, მცხეთის ქ. 48/50 საგამოფენო სივრცეში -
Collect Art Gallery გაიმართა ეკატერინე ბულაშვილის გამოფენა სახელწოდებით - იდენტობის შრეები.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 45 გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევარი, რომლების ადამიანის სახეს არა მხოლოდ ფორმად, არამედ შინაგან გამოცდილების მატერიალიზაციად წარმოაჩენენ.

**სასწავლო წლის დასასრულს სსიპ ქალაქ თბილისის N195 საჯარო სკოლის  მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის დაიგეგმა გასვლითი საგანმა...
10/06/2026

**სასწავლო წლის დასასრულს სსიპ ქალაქ თბილისის N195 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის დაიგეგმა გასვლითი საგანმანათლებლო ღონისძიება სამეცნიერო მუზეუმში — ექსპერიმენტორიუმი.**

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ექსპოზიციები, გაეცნენ მეცნიერების საინტერესო სამყაროს და თავადაც ჩაატარეს სხვადასხვა ექსპერიმენტი ფიზიკასა და ქიმიაში. პრაქტიკულმა აქტივობებმა მათ შესაძლებლობა მისცა, უკეთ აღექვათ სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა და მეცნიერების კანონზომიერებები რეალურ გარემოში დაეკვირვებინათ.

გასვლითი ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღვიძება, კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარება და შემეცნებითი გამოცდილების გამდიდრება იყო.

კლასის დამრიგებელი: მზია ფოფხაძე
საგნის პედაგოგი: სალომე ქადაგიშვილი

მოსწავლეებმა დღე საინტერესო, შემეცნებითი და შთამბეჭდავი გამოცდილებით დაასრულეს. 🔬⚗️✨

ვულოცავთ წარმატებას! 🏆სსიპ ქალაქ თბილისის №195 საჯარო სკოლის VIIა კლასის მოსწავლე ელენე წიკლაური აჭარაში გამართულ საქართ...
02/06/2026

ვულოცავთ წარმატებას! 🏆

სსიპ ქალაქ თბილისის №195 საჯარო სკოლის VIIა კლასის მოსწავლე ელენე წიკლაური აჭარაში გამართულ საქართველოს რეგიონულ ტურნირზე „აჭარის თასი“ წარმატებით მონაწილეობდა და გამარჯვება მოიპოვა.

ვულოცავთ ელენეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას, ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, წინსვლასა და ახალ გამარჯვებებს როგორც სპორტულ, ისე სასწავლო საქმიანობაში! 🌟

გილოცავთ, ელენე! ჩვენ ვამაყობთ შენით! 👏🥇

უხსოვარი დროიდან უამრავი პრობლემა აწუხებდათ ბავშვებს, მოზარდებს. ბევრი მათგანი ბავშვობაშივე იძულებული ხდებოდა ზრდასრულის...
01/06/2026

უხსოვარი დროიდან უამრავი პრობლემა აწუხებდათ ბავშვებს, მოზარდებს. ბევრი მათგანი ბავშვობაშივე იძულებული ხდებოდა ზრდასრულის ტვირთი ეტარებინა. არადა პატარაობის წლებში უნდა იგრძნოს ადამიანმა ყველაზე მეტი სიყვარული, მზრუნველობა, სილაღე... ბავშვობისას ეყრება საფუძველი მათ ცოდნას, უნარ-ჩვევებს, მეგობრობასა თუ პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებას. სწორედ ამას ვცდილობთ, დღესდღეობით უფროსები, რომ სიყვარული ვასწავლოთ ერთმანეთის გაფრთხილება, მშობლების ამაგის დაფასება, მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული.გილოცავთ, ბავშვებო, თქვენს დღეს!
გისურვებთ მშვიდობიან, აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრებას, თქვენი ინდივიდუალიზმის გამოხატვასა და წარმატებებს, ოცნებების ასრულებასა და ბედნიერებას!
ეს დღე ემთხვევა საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღესასწაულს, ნინოობას. 1700 წელია, გვაძლიერებს რწმენა. ღვთის მადლი ფარავდეს ჩვენს მომავალ თაობას, ქრისტეს სიყვარულით, კაცთმოყვარეობით ევლოთ მათ ცხოვრების გზაზე!

30/05/2026

**გაგაცნობთ ჩვენს პრაქტიკანტს – თაკო აგლაძეს**

თაკო აგლაძე სსიპ ქალაქ თბილისის №195 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. ამჟამად იგი სწავლობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსზე, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე.

თაკო ჩვენს სკოლაში პროფესიულ პრაქტიკას გადის, სადაც პასუხისმგებლობით, მონდომებითა და მაღალი პროფესიული ინტერესით ერთვება სასწავლო პროცესში. მისი აქტიურობა, შემოქმედებითი მიდგომები და მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაცია დადებითად აისახება სასწავლო გარემოზე.

პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, თაკო აქტიურად არის ჩართული მუსიკალურ სფეროშიც. იგი სწავლობს თბილისის №28 ხელოვნების სამუსიკო სკოლა-ში ვოკალის მიმართულებით და წარმატებით ავითარებს საკუთარ შემოქმედებით უნარებს.

2026 წლის 26 მაისს იგი მონაწილეობდა სკოლის გალა კონცერტში, რომელიც გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი-ში. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია მისი მრავალმხრივი ნიჭისა და მიზანდასახულობის.

ვულოცავთ თაკოს მიღწევებს და ვუსურვებთ წარმატებებს როგორც პედაგოგიურ, ისე მუსიკალურ საქმიანობაში. გვჯერა, რომ მისი პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა და შემოქმედებითი პოტენციალი მომავალში არაერთ წარმატებას მოუტანს. 🌷📚🎶

🧪საბაზო საფეხურზე-მერვე კლასის მოსწავლეებთან-ჩატარდა ქიმიისა და გერმანული ენის ინტეგრაციით ექსპერიმენტი თემაზე: " წყლის ...
28/05/2026

🧪საბაზო საფეხურზე-მერვე კლასის მოსწავლეებთან-ჩატარდა ქიმიისა და გერმანული ენის ინტეგრაციით ექსპერიმენტი თემაზე: " წყლის ბუნებრივი გაფილტვრა და მიწისქვეშა წყლის წარმოქმნა".
🌡️გაკვეთილი უკავშირდება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მთავარ მიზანს: "აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს მას კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს შეიცნოს სამყარო. იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ", ასევე, ხელს უწყობს გერმანულ ენაში ლექსიკური ერთეულების განმეორება-განმტკიცებას.
🇬🇪🇩🇪დიდი მადლობა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტს მხარდაჭერისთვის, ექსპერიმენტის ყუთის უზრუნველყოფისთვის. გიზიარებთ ფოტო მასალას. გერმანული ენის პედაგოგი: ელენე ეძგვერაძე ქიმიის პედაგოგი: სალომე ქადაგიშვილი

🏆ჩვენი სკოლის კიდევ ერთი დიდი წარმატება📜მე-10 კლასის მოსწავლემ, მარიამ წირქვაძემ, წარმატებით გაიარა პროგრამა „Deutschlan...
28/05/2026

🏆ჩვენი სკოლის კიდევ ერთი დიდი წარმატება📜
მე-10 კლასის მოსწავლემ, მარიამ წირქვაძემ, წარმატებით გაიარა პროგრამა „Deutschland Plus“-ის შესარჩევი კონკურსი და სრული დაფინანსება მოიპოვა.

პროგრამის ფარგლებში, მარიამი 2026 წლის 19 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე გერმანიაში — ბერლინსა და დრეზდენში გაემგზავრება, სადაც:
იცხოვრებს მასპინძელ ოჯახში და უშუალოდ გაეცნობა გერმანულ კულტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებას. ის ასევე დაესწრება გაკვეთილებს დრეზდენის ბერტოლტ ბრეხტის სახელობის გიმნაზიაში, გაიღრმავებს გერმანული ენის ცოდნას და მიიღებს საერთაშორისო გამოცდილებას.

მარიამის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სკოლა მოსწავლეებს უქმნის ყველა პირობას განვითარდნენ, მიაღწიონ წარმატებებს და ღირსეულად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.

ვულოცავთ მარიამს ამ მნიშვნელოვან მიღწევას!

Address

სიმონ ჩიქოვანის ქ. 26 (საბურთალო, ყოფილი ხილიანის ქუჩა)
Tbilisi
0160

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when N195 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share