08/04/2021
Hello everyone 👋🏼 🥰
პირველ რიგში გაგეცნობით 👩🏽🤝👩🏻
ჩვენ ვართ ქეთი და ანი. ერთმანეთი აქედან ძალიან შორს, გერმანიაში, ერთ-ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე გავიცანით. ჩვენი სწავლის პროცესიდან, სამსახურიდან და წარმომავლობიდან გამომდინარე, საუბრების მთავარ თემას ყოველთვის საქართველოსა და გერმანიაში აღმზრდელობითი პროცესის განხილვა-შედარება წარმოადგენდა.
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ,რომ ბავშვის აღზრდის პროცესი არა სკოლიდან, არამედ დაბადებიდანვე იწყება. რამეთუ სწორი აღზრდის მეთოდი საფუძველია სრულფასოვან, დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბებისა.
ჩვენი მოტივაციაც ზუსტად ეს გახდა: დაგვენერგა საქართველოსთვის სრულიად ახალი აღმზრდელობითი მეთოდი, რომელიც ევროპის ქვეყნებში უკვე დიდი წარმატებით სარგებლობს. ჩვენი განათლება და მიღებული პრაქტიკული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ავიღოთ პასუხისმგებლობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობის განვითარებაში.
ჩვენ გვინდა თითოეულ ბავშვს მივუდგეთ ინდივიდუალურად და შევუქმნათ გარემო, სადაც მათი ინდივიდუალიზმი და თავისუფლება წინა პლანზე იქნება წამოწეული. ისინი თავისუფლად შეძლებენ აზრისა და არჩევანის დაფიქსირებას, საკუთარი თავის გამოვლენასა და განივათარებას ჩვენი დახმარებით.
ასე რომ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქინდერგართენ “კიტა” • Kindergarten “Kita” - ში ☺️❤️