შპს სკოლა "თამარიონი"

შპს სკოლა "თამარიონი" „თამარიონი“ - შენი წარმატებული მომავალი

საამაყო "თამარიონელი" 🌟✨
23/09/2026

საამაყო "თამარიონელი" 🌟✨

გაეცანით 2026-27 სასწავლო წლის სახელმძღვანელოებს 💜
09/09/2026

გაეცანით 2026-27 სასწავლო წლის სახელმძღვანელოებს 💜

💫ჩვენი საამაყო „თამარიონელი“ - დავით სამარღანიშვილი! ⭐️ულევი წარმატება მას!
04/08/2026

💫ჩვენი საამაყო „თამარიონელი“ - დავით სამარღანიშვილი!

⭐️ულევი წარმატება მას!

💫„კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა! უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს, როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ცხოვრებასა და მიწ...
04/08/2026

💫„კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა! უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს, როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ცხოვრებასა და მიწას სამკაულად გამოადგება.“

⭐️დიახ, ეს ასეა და დღეს სკოლა „თამარიონი“ იზიარებს იმ დიდ სიხარულს, რომელსაც საკუთარი მოსწავლეების წარმატება ჰქვია, წარმატება, რომელშიც ლომის წვლილი შენც მიგიძღვის.

💫ვულოცავთ 2025-26 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ არაჩვეულებრივ შედეგებს. გვჯერა,რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ნათელი მომავლისა, რომლისკენაც მიილტვით.

⭐️სკოლა, როგორც გასულ, ისე წლევანდელ სასწავლო წელსაც არაერთი მოსწავლის შედეგით იწონებს თავს, თუმცა არ შეიძლება არ გამოვყოთ 2025-26 სასწავლო წლის კურსდამთავრებული, საამაყო „თამარიონელი“, ოქროს მედლის მფლობელი, საოცრად კრეატიული, მიზანდასახული და უნიჭიერესი - დავით სამარღანიშვილი, რომლის მიერ ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი შეფასებები საამაყო, თუმცა მოულოდნელი არ ყოფილა მისი პედაგოგებისთვის.

⭐️ვულოცავთ დავითს ამ დიდ წარმატებას და ვეტყვით, რომ ირწმუნოს საკუთარი თავის, რადგან „რწმენა არის გარანტია, გულის ყველაზე კარგი და წმინდა ოცნებები რეალობად იქცეს“ (რაინჰოლდ ნიბური).

🎥 ჯადოსნური „კინო კარუსელი“ ჩვენს სკოლაში!✨ 13 ივნისს IV/2 კლასში ღონისძიება სახელწოდებით „კინო-კარუსელი“ გაიმართა. 💫 და...
18/06/2026

🎥 ჯადოსნური „კინო კარუსელი“ ჩვენს სკოლაში!

✨ 13 ივნისს IV/2 კლასში ღონისძიება სახელწოდებით „კინო-კარუსელი“ გაიმართა.

💫 დამრიგებელ თამუნა მიქელაძისა და ჩვენი პატარა, ნიჭიერი მოსწავლეების ერთობლივი შრომით ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

🌟 ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს, თუ რამდენი ნიჭი და შემოქმედებითი პოტენციალია მათში. პატარებმა სტუმრებს ნამდვილი კინომოგზაურობა მოუწყვეს, აავსეს დარბაზი ღიმილით, ნიჭითა და საოცარი ენერგიით.

🎈🪄 "თამარიონში" ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ მიხედვით წარმოდგენა დაიდგა, რომელშიც VII/1 კლ...
18/06/2026

🎈🪄 "თამარიონში" ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ მიხედვით წარმოდგენა დაიდგა, რომელშიც VII/1 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

🎀 მათ საოცარი არტისტულობითა და გრძნობით გადმოსცეს პერსონაჟების ხასიათი და მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.

☀️ ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ეკა შოშიაშვილი ხელმძღვანელობდა.

🔔 სასწავლო წლის შემაჯამებელი გამოცდები "თამარიონში" წარმატებით მიმდინარეობს!🌟 კიდევ ერთი საინტერესო, გამოწვევებითა და აღ...
17/06/2026

🔔 სასწავლო წლის შემაჯამებელი გამოცდები "თამარიონში" წარმატებით მიმდინარეობს!

🌟 კიდევ ერთი საინტერესო, გამოწვევებითა და აღმოჩენებით სავსე სასწავლო წელი მიიწურა და მოსწავლეებს წლის განმავლობაში დაგროვებული ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობაც მიეცათ. ეს პერიოდი არ იყო მარტივი, თუმცა თითოეულმა მათგანმა დაამტკიცა, რომ შრომისმოყვარეობითა და მონდომებით ნებისმიერი ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი.

🪄 ვუსურვებთ წარმატებებს!

🌸 საამაყო "თამარიონელი" - მია მილოვი! ✨ ძალიან ნიჭიერი, საოცრად თავმდაბალი, უზომოდ პასუხისმგებლიანი და მიზანდასახული - ე...
17/06/2026

🌸 საამაყო "თამარიონელი" - მია მილოვი!

✨ ძალიან ნიჭიერი, საოცრად თავმდაბალი, უზომოდ პასუხისმგებლიანი და მიზანდასახული - ეს ჩვენი მიაა, გოგონა, რომელშიც ყველა ფერი ერთადაა თავმოყრილი.

📖 "წარმატება - ესაა შესაძლებლობა, მარცხს მარცხზე განიცდიდე, მაგრამ არ დაკარგო ენთუზიაზმი" - ეს მისი საყვარელი გამონათქვამია და ზუსტად ასახავს მის მებრძოლ, ძლიერ ბუნებას.

🎨 მიას უყვარს ყველაფერი, რაც საინტერესოა - ხელოვნება, ლიტერატურა, სპორტი... ის საოცარი კრეატიულობით გამოირჩევა და თანაბრად ფლობს როგორც ტექნიკურ, ისე ჰუმანიტარულ დისციპლინებს. სწორედ ამ მრავალმხრივმა ნიჭმა მისცა მას ნებისმიერი სირთულის დაძლევის ძალა.

🎓 შედეგიც სახეზეა: ჯერ კიდევ მე-12 კლასელი მია უკვე ევროპის რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტია! მას ერთდროულად ელოდებიან:

🏛️ მილანის ტექნიკური უნივერსიტეტი (სადაც სწავლის გაგრძელებას აპირებს);
🏛️ ბოლონიის უნივერსიტეტი;
🏛️ მესინას უნივერსიტეტი;
🏛️ რომის "ტორ ვერგატა";
🏛️ რომის "საპიენცა".

🌸 მიუხედავად ასეთი აღიარებისა, მია ნამდვილი მებრძოლია - მას არც კი უფიქრია გამოწვევისთვის თავის არიდება. მიაჩნია, რომ საბოლოო გამარჯვება მაინც ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებაა და ამ ბარიერის ღირსეულად გადალახვასაც აპირებს.

🌷 ჩვენ უზომოდ გვჯერა მისი! ვიცით, რომ კიდევ არაერთხელ ვიამაყებთ ამ სიფრიფანა, ულამაზესი და უჭკვიანესი გოგონას წარმატებებით, რომლის ნომინაციაც სრულიად სამართლიანად არის - "ყველა ფერი"... 🌈

🪄 „ვერის უბნის მელოდიები“ -  მოგონებებით, ემოციებითა და თბილისური სულით სავსე წარმოდგენა. 💫 "თამარიონის" IX/2 კლასის მოს...
16/06/2026

🪄 „ვერის უბნის მელოდიები“ - მოგონებებით, ემოციებითა და თბილისური სულით სავსე წარმოდგენა.

💫 "თამარიონის" IX/2 კლასის მოსწავლეებმა სცენაზე ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე თბილი და საყვარელი ისტორია გააცოცხლეს.

✨ წარმოდგენის თითოეულმა მონაწილემ დიდი სიყვარულითა და მონდომებით შეასრულა თავისი როლი, რამაც მაყურებელს ღიმილი, ემოცია და სასიამოვნო მოგონება აჩუქა.

🌸 სპექტაკლი კლასის დამრიგებლის თეა იმერლიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით დაიდგა.

🎭 ეს იყო არა მხოლოდ სპექტაკლი, არამედ მეგობრობის, ერთობისა და შემოქმედების ზეიმი. სცენაზე გაცოცხლებულმა ისტორიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა, სითბო და ის ღირებულებები, რომლებიც ქართულ კულტურას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

Address

თემქა, XI მ/რ, II კვარტალი
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995577440304

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შპს სკოლა "თამარიონი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to შპს სკოლა "თამარიონი":

Shortcuts

Share

Category