გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა

17/07/2026

📢 საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისს დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

აღნიშნული ეტაპის ფარგლებში, პირველკლასელთა რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე.

საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი ადგილების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ონლაინპორტალზე - skolebi.emis.ge.

რეგისტრაციის მიზნით მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სასურველ საჯარო სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლები.

მოსწავლის რეგისტრაციას შესაბამისი საჯარო სკოლა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

#განათლება

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, გიორგი საჯაიამ, მონაწილეობა მიიღ...
05/07/2026

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, გიორგი საჯაიამ, მონაწილეობა მიიღო საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მათემატიკის ოლიმპიადაში.

გიორგი დაჯილდოვდა III ხარისხის დიპლომით, რაც მისი ცოდნის, შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის ღირსეული აღიარებაა.

ვულოცავთ გიორგის ამ მნიშვნელოვან წარმატებას! მას არაერთ ოლიმპიადასა და კონკურსში აქვს მიღებული მონაწილეობა და არაერთი წარმატებისთვისაც მიუღწევია. ვუსურვებთ, მომავალშიც წინსვლას და გამარჯვებას!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო-პედაგოგიური ჟურნალის „სკოლა და ცხოვრება“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში  “განათლება...
04/07/2026

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო-პედაგოგიური ჟურნალის „სკოლა და ცხოვრება“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში “განათლება გლობალიზაციის ეპოქაში” მონაწილეობა მიიღო სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ქალბატონმა ლელა წულაიამ.
საქართველოს მასშტაბით კონკურსზე წარმოდგენილი იყო 77 ნაშრომი, საიდანაც გამარჯვებულად მხოლოდ 9 გამოვლინდა.
სასიხარულოა, რომ გამარჯვებულთა შორის მოხვდა ქალბატონი ლელა წულაია და გამორჩეული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა.
ვულოცავთ ქალბატონ ლელას ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ პროფესიულ მიღწევასა და წარმატებას!

29/06/2026

ვულოცავთ ჩვენი სკოლის მეორე კლასის მოსწავლეს, ალექსანდრე დიდებაშვილს, მათემატიკის სამტურიანი ოლიმპიადის ფინალისტობასა და ორმაგი ოქროს მედლის მოპოვებას! 🥇🥇✨

ალექსანდრემ თავისი შრომით, ცოდნითა და მიზანდასახულობით შესანიშნავი შედეგი აჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წარმატება მონდომებისა და დაუღალავი შრომის შედეგია.

გისურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას, ახალ მწვერვალებსა და წარმატებულ მომავალს!
ვულოცავთ ალექსანდრეს, მის მშობლებს, 51-ე საჯარო სკოლასა და პედაგოგ ელისო კეზევაძეს მნიშვნელოვან მიღწევას! 👏📚🌟

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ ფერცულიანმა, მონაწილეობ...
29/06/2026

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ ფერცულიანმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მათემატიკის ოლიმპიადაში.

ნიკოლოზი დაჯილდოვდა III ხარისხის დიპლომით, რაც მისი ცოდნის, შრომისა და მიზანდასახულობის ღირსეული დაფასებაა.

ვულოცავთ ნიკოლოზს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ გამარჯვებას, ახალ მიღწევებსა და წარმატებებს!

26/06/2026

🔈შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 29 ივნისს, 15:00 საათზე, 2026 წლის გამოსაცდელებისათვის მოახლოებულ საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაზე განხილული იქნება საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, მათ შორის: საგამოცდო ბარათის მნიშვნელობა და მასზე დატანილი ინფორმაცია, საგამოცდო წესები და პროცედურები, პასუხების ფურცელთან მუშაობის ინსტრუქცია და სხვა.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაია გაბუნია გაუძღვება.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მითითებული ბმულის გამოყენებით: https://bit.ly/44yVVcE

23 ივნისს იწყება 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნებისათვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მ...
23/06/2026

23 ივნისს იწყება 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნებისათვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გაცდენების გამო ექსტერნატის ფორმით ჩასაბარებელი გამოცდები (იხ.განრიგი)

🎭 სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლაში IV/გ კლასის მოსწავლეებმა მაყურებელს ნამდვილი დღესას...
15/06/2026

🎭 სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლაში IV/გ კლასის მოსწავლეებმა მაყურებელს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს და სცენაზე ლეგენდარული „ვერის უბანი“ გააცოცხლეს.

🎭 ჩვენმა პატარებმა საოცარი მონდომებით, უდიდესი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით შეასრულეს თავიანთი როლები. მათ დარბაზში მყოფ თითოეულ ადამიანს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.

🎭 უღრმესი მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მშობლებს, კლასის დამრიგებელსა და მასწავლებელს რუსუდან დვალაძეს და რეჟისორს ნათია ბროლაძეს გაწეული შრომისთვის, სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის!

🎭ვულოცავთ ჩვენს საყვარელ ბავშვებს დაწყებით საფეხურზე ოთხი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას! ვუსურვებთ მათ ბედნიერ, საინტერესო, ლამაზ და წარმატებებით სავსე მომავალს!

Address

მელიქიშვილის ქუჩა N2
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 08:30 - 17:30
Tuesday 08:30 - 17:30
Wednesday 08:30 - 17:30
Thursday 08:30 - 17:30
Friday 08:30 - 17:30

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category