Ninia's Poetry

Ninia's Poetry

Share

რეალურ ამბებზე შექმნილი ლექსები :)

04/10/2023
04/02/2023

მეტი სიფერადე დედამიწას,
მეტი მიმღებლობა,
მეტი სიყვარული❤️
🌈🌈🌈🌈🌈
👩‍❤️‍👨👩‍❤️‍👩👨‍❤️‍👨👨‍👩‍👧‍👦👩‍👩‍👦‍👦👨‍👨‍👦
🥰🥰🥰🥰🥰🥰🥰

25/01/2023

ყველა ლექსი როგორც წესი ზურტუროსთვის იწერება,სწორედ ამის გამო არის რეალურ თემებზე. არ მინდა უსაფუძვლოდ იყენებდეს რაიმე ტიპის რესურსს, ან არამიზნობრივად ხარჯავდეს იმას რაც არ ჭირდება. თუ პატარაობიდანვე ეცოდინებათ ბავშვებს რა რაოდენობის ხეები იჭრება იმ ლამაზი ფურცლებისთვის, ჰიგიენური ქაღალდებისთვის, უბრალოდ ხელსახოცებისთვის და მერე რამდენი ცხოველი გადაშენების პირასაა იქნებ თავად გააკეთონ არჩევანი როგორ მოექცნენ მათ. ნუ წაართმევთ არჩევანს საკუთარ შვილებს, მათი უფლებაა ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო, რომელსაც თავად უწყობს ადამიანი ხელს როგორი უნდა იყოს. Lali Vashadze Anuka Gogisvanidze Marika Gugunishvili Nina
შეიცვალე...🐻
შეიყვარე...🐼
შეიფარე...🐻‍❄️

02/01/2023

ყველას გილოცავთ ახალ წელს, აგსრულებოდეთ ნატვრა და ოცნება. ყველა პატარას მინდა ვუსურვო ლაღი ბავშვობა. მოხუცებს ბედნიერე სიბერე, მშობლებს შვილებით ტკბობა, ადამიანებს ბევრი სიკეთე და სიყვარული. ჩვენ ყველას ერთად კი მეტი მზრუნველობა, მეტი მიმღებლობა დედამიწელების მიმართ.
ძალიან მარტივია არჩევანის გააკეთო სიყვარულსა და სიძულვილს შორის, ხოდა 2023 წელი ყოფილიყოს მიუსფარი ცხოველების შეყვარების და მათი თანადგომის წელი
შეიცვალე,
შეიფარე,
შეიყვარე.
❤️❤️❤️
Lali Vashadze Anuka GogisvanidzeMarika Gugunishvili Tiko Brolashvili Nina

31/10/2022

ამ პაწაწინა ლექსით დავბრუნდით მე და ზურტურიკო.
ჩვენ ლექსებს არ ვიზეპირებთ, უბრალოდ ვკითხულობთ და ვიცით რომ რასაც ამოვიკითხავთ სიმართლეა, მოგონილ ამბებს, მითებს არ ეფუძნება შინაარსი და ამიტომაც ძალიან გვიჭირს ხოლმე წიგნის არჩევა, სადაც მიღებული ინფორმაციით რაიმე უსარგებლო ჩვევა ან საქციელი არ შეგვრჩეს ხელთ. თქვენც გაგვიზიარეთ როგორ არჩევთ წიგენბს თქვენი პატარებისთვის. Lali Vashadze Nineli Nina

12/06/2022

ამ ფოტოს უსასრულოდ შემიძლია ვუყურო, უბრალო ფოტო არ გეგონოთ. შეჯიბრია და ციფრები სხვადასხვა სპორტული ტრანსპორტით გადაადგილდებიან :) იმდენი რამე ჩანს ამ ფოტოზე, ხატვის, წარმოსახვის, ჯანსაღი კონკურენციის, მოთმინების, მხიარულების. ამხელა ტექსტი მხოლოდ იმიტომ დავწერე, რომ გენიალურია პატარების შესაძლებლობები.უბრალოდ დრო, მოთმინება და გარემო სჭირდებათ სადაც ენდობიან და სჯერად მათი შესაძლებლობების. განსაკუთრებით ათიანი იყო აღმოჩენა, სადაც ერთიანმა მოისკუპა ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი მეგობარი ნული. Nineli Nina Zurab Kapanadze Lali Vashadze Christopher Guajardo Mariam Kapanadze

11/06/2022

ელენი აუცილებლად იპოვის იმ საოცრებას რომელიც ცაში ხან მთვარეს აანთებს, ხან მზეს. მერე დიდური კითხვები გაუჩნდება და მის ძიებაში იქნება, ხოდა ბევრი მზიანი დღეები მინდა ქონდეს ამ ძალიან საქმიან გოგონას, რომლის გაცნობასაც მოუთმენლად ველი 🥰🥰🥰 Tiko BrolashviliAnuka GogisvanidzeLali VashadzeNineli NinaZurab KapanadzeMariam Kapanadze

04/05/2022

ყველა საჭმელი გიყვართ? რათქმაუნდა არა. მეც ზრდასრულ ადამიანს ძალიან მიჭირს ყველაფრის დაგემოვნება, ხოდა პატარებიც ასე არიან და იმისთვის რომ ბევრი ჭრელაჭრულა და საჭირო ვიტამინი აითვისოს ზურიკელამ ძალიან ბევრი წამახალისებელ აქტივობებს ვიგონებთ და მისი საჭმელების დაფას, უკვე 35 ახალი ბოსტნეული, ხილი თ უკერძი ამშვენებს ბოლო თვეებში. თქვენც წარმატებებს გისურბვებთ 🥰🥰🥰🥰 Lali VashadzeZurab KapanadzeNineli NinaChristopher Guajardo

02/05/2022

ვინც მიცნობს კარგად იცის როგორ უზომოდ ვარ შეყვარებული ცხოველებზე. მეც და ჩემი ოჯახიც, ვინ მოთვლის რამდენი არსება გადავარჩინეთ საზღვრებს გარეთ თუ შიგნით. წარმოუდგნელად დიდი რესურსი მაქვს უსასრულოდ მიყვარდეს ის არსებები რომელთაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ, ხოდა ამხელა ამბავს მხოლოდ იმიტომ ვყვები რომ ადამიანებმა ვისწავლოთ გავიზიაროთ დედამიწა სხვა არსებებთან ერთად, მიზნობრივათ გამოვიყენოთ ელექტრო ენერგია,წყალი, ქაღალდი და ყველაფერი რაც ამ საყვარელ და ბუთქუნა არსებებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. აუხსენით თქვენს პატარებს რაოდენ დიდი ზიანი მოაქვს ჩვენს მიერ დაუდევრად გამოყენებულ რესურსს, არამარტო მათთვის ასევე ჩვენთვის.
დედამიწაზე ერთადერთი ჩვენ, ადამიანები ვართ ვინც დედაბუნებას არ ვუფრთხილდებით, ცვლილებების დროა ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის 🥰🥰🥰🥰🥰🥰 Zurab KapanadzeLali VashadzeChristopher GuajardoNineli NinaAnuka Gogisvanidze Tiko Brolashvili

29/04/2022

ბავშვთა სივრცე სამსახურებში....რა კარგი წამოწყება იქნება არა?! დაღლილი როცა ვართ მე და კრისი ზურტუროს ერთი ჩახუტება საკმარისია ენერგიით ავივსოთ და ყველაფრის შემძლე გავხდეთ. ხოდა წარმოიდგინეთ რამდენად პროდუქტიული იქნება ადამიანის მუშაობა თუკი შესვენებაზე თავის შვილს ჩაეხუტება. ზურტურიკოს ძალიან გაუმართლა, მალე მამასთან ერთად წავა სამსახურში და როგორც თავად ამბობს მამასავით მოსწავლეებს გაუზიარებს თავის ცოდნას 🥰🥰🥰 Lali VashadzeNineli NinaZurab KapanadzeChristopher Guajardo

28/04/2022

ეს ლექსი როდესაც დავწერე, ჩემს მეგობრებს გავუგზავნე და აღმოჩნდა რომ ყველას ყავს გულში თავისი პატარა სპილო,ახდენილი თუ აუხდენელი ოცნებებით. თუმცა ბალერინა სპილო, ერთ ჩემ უსაყვარლეს მეგობარს ეძღვნება 🥰
ხშირად გვესმის მშობლებისგან ან ახლობლებისგან, ან კეთილის მსურველებისგან ვითომ ხუმრობით ნათქვამი შენიშვნები. თუმცა არასდროს ამ სიტყვების შედეგზე არ ვფიქრობთ. იქნებ რამდენ პატარას დავწყვიტეთ გული ასეთი კეთილი რჩევებით? იქნებ რამდენი ბალერინა იყო თქვენს გარშემო და ყველას არ ეყო გამბედაობა დიდ სცენაზე ეცეკვა? არასდროს დაუთმოთ თქვენი და თქვენი პატარას ოცნებები სხვებს 🥰🥰🥰 Tiko Brolashvili Lali Vashadze Nineli NinaZurab Kapanadze Christopher Guajardo

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address

9th Of May Park
Tbilisi