ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა/School of Arts and Humanities

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა/School of Arts and Humanities

ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა/School of Arts and Humanities Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა/School of Arts and Humanities, Education, კოსტავას 77ა, Tbilisi.

 #ხელოვნებისადაჰუმანიტარულმეცნიერებათასკოლა
21/09/2026

#ხელოვნებისადაჰუმანიტარულმეცნიერებათასკოლა

17/09/2026

#არქეოლოგია #სამშვილდე

🌍 საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე „Armeno-Georgica“📅 2026 ...
10/09/2026

🌍 საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე „Armeno-Georgica“

📅 2026 წლის 24 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი „Armeno-Georgica: History and Culture from Antiquity to Modern Period“, რომელიც სომხურ-ქართულ ისტორიულ და კულტურულ ურთიერთობებს, მათ მრავალსაუკუნოვან განვითარებასა და საერთო კულტურულ მემკვიდრეობას მიეძღვნა. კონგრესში მონაწილეობდნენ პროფ.

📌თეა მეშველიშვილი, პროფ. თამრიკო ლეკიაშვილი და ასოც. პროფ. მანანა წერეთელი, რომლებიც მივლინებით იმყოფებოდნენ ერევანში და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე თავიანთი აკადემიური ნამუშევრები წარმოადგინეს.

📌ასოც. პროფ. მანანა წერეთელმა მოხსენება წაიკითხა თემაზე: The Architecture of Armenian-Georgian Collective Memory in Samtskhe-Javakheti until the 19th Century

📖 პროფ. თამრიკო ლეკიაშვილმა და პროფ. თეა მეშველიშვილმა წარადგინეს მოხსენება: An Unknown Member of the Dadiani House in Ottoman Mühimme Registers: Two Firmans from 1577 and the Political Landscape of Western Georgia

🤝 ღონისძიება წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას ისტორიის, კულტურისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მკვლევართა შორის სამეცნიერო დიალოგისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

☑️კონგრესის მიზანი იყო სომხურ-ქართული ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტის, ისტორიული კავშირებისა და კულტურული ურთიერთგავლენების კვლევის ხელშეწყობა.

#საქართველოსუნივერსიტეტი #ხელოვნებისადაჰუმანიტარულმეცნიერებათასკოლა

01/09/2026

📣 საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე - ინტერაქტიული დიზაინის ვორქშოფი.

როგორ შეიძლება ქალაქი გახდეს უფრო კომფორტული, ინკლუზიური და ორიენტირებული ყველა ადამიანის საჭიროებაზე? 🚴🚶

✅ ინტერაქიული ვორქშოფის ფარგლებში, მონაწილეები ქალაქს ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედისტების თვალით შეხედავენ. თეორიული სესიის შემდეგ ისინი დააკვირდებიან და შეისწავლიან რეალურ ურბანულ სივრცეებს, გამოავლენენ არსებულ პრობლემებს და შეიმუშავებენ შემოქმედებით იდეებს უფრო მდგრადი და ადამიანზე მორგებული გარემოს შესაქმნელად.

👤 ვორქშოფს გაუძღვება ოსამუ ოკამურა - არქიტექტორი, ურბანისტი, ლექტორი და Czech Centre Tbilisi-ის დირექტორი, წიგნის “City for Everyone: A Manual of Urbanism for Beginners” ავტორი.

✅ ვორქშოფის განმავლობაში განვიხილავთ სატრანსპორტო და საგზაო პრობლემებს, საჯარო სივრცეების მდგომარეობას, გარემოს დაბინძურებას, ქალაქის პრივატიზაციას, ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ნაკლებობას, მიტოვებულ შენობებსა და სხვა ადგილობრივ გამოწვევებს.

➡️ ასაკი: 13+
🇺🇸 სამუშაო ენა: ინგლისური
🆓 მონაწილეობა: უფასო

ℹ️ მონაწილეობის წინაპირობა:
მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, რომელშიც განმარტავენ, რატომ სურთ დასწრება. განაცხადები გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected]

ℹ️ განაცხადის ბოლო ვადა: 31 აგვისტო
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

📅 თარიღი: 5 სექტემბერი, 15:00-19:30
📍 ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია 320

📣 The University of Georgia invites you to a public lecture - Interactive Design Workshop.

How can a city become more comfortable, inclusive and focused on the needs of all people? 🚴🚶

✅ During the interactive workshop, participants will look at the city through the eyes of pedestrians and cyclists. After a theoretical session, they will observe and study real urban spaces, identify existing problems and develop creative ideas for creating a more sustainable and human-friendly environment.

👤 The workshop will be led by Osamu Okamura - architect, urbanist, lecturer and director of the Czech Center Tbilisi, author of the book “City for Everyone: A Manual of Urbanism for Beginners”.

✅ During the workshop, we will discuss transportation and traffic problems, the state of public spaces, environmental pollution, urban privatization, lack of affordable housing, abandoned buildings and other local challenges.

➡️ Age: 13+
🇺🇸 Working language: English
🆓 Participation: Free

ℹ️ Prerequisites for participation:
Interested parties should send a CV and a short motivation letter explaining why they want to attend. Send applications to: [email protected]

ℹ️ Application deadline: August 31
The number of places is limited.

📅 Date: September 5, 3 PM-7:30 PM
📍 Place: University of Georgia, IV Building, Auditorium 320

#აღმოაჩინემეტი

 #არქეოლოგია  #არქეოლოგიისსამაგისტროპროგრამა
01/09/2026

#არქეოლოგია #არქეოლოგიისსამაგისტროპროგრამა

📌 საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა 📚 გაინტერესებთ საქართველოს ისტორიის კვლევა ფართო რეგიონულ და საერთაშორისო კონ...
01/09/2026

📌 საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა

📚 გაინტერესებთ საქართველოს ისტორიის კვლევა ფართო რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში?
საქართველოს უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ 1+1 მოდელს:
🎓 პირველი წელი - სასწავლო და პროფესიული კომპეტენციების გაღრმავება და მაგისტრის ხარისხის მიღება;
🔬 მეორე წელი - გაძლიერებული კვლევითი კომპონენტი მათთვის, ვისაც სურს აკადემიური კარიერის გაგრძელება, სამეცნიერო კვლევაში ჩართვა და კვლევის მაგისტრის ხარისხის მიღება.

პროგრამა მოიცავს საქართველოს ისტორიის ორ მიმართულებას:
🏺 ანტიკური და შუა საუკუნეების ისტორია;
📜 ახალი და უახლესი ისტორია.
სასწავლო კურსები საქართველოს ისტორიას განიხილავს ევროპასთან, ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობებისა და კავშირების კონტექსტში, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ისტორიული პროცესები გლობალურ და შედარებით პერსექტივაში გააანალიზონ.
თუ გსურთ, არა მხოლოდ შეისწავლოთ წარსული, არამედ თავადაც შექმნათ ახალი ისტორიული ცოდნა, შემოუერთდით საქართველოს ისტორიის მკვლევართა ახალ თაობას!

📌 პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია:

https://online.ug.edu.ge/programs/programs_full.php?programID[]=160

#საქართველოსისტორია #მაგისტრატურა #საქართველოსუნივერსიტეტი #ისტორია

🎓 ინგლისური ფილოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ ინგლისუ...
31/08/2026

🎓 ინგლისური ფილოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები

საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ ინგლისური ფილოლოგიის ორ სამაგისტრო პროგრამას, რომლებიც აერთიანებს თანამედროვე ლინგვისტიკას, ლიტერატურათმცოდნეობას, დისკურსის კვლევებსა და კულტურისა და კომუნიკაციის თანამედროვე მიმართულებებს.

პროგრამის ფარგლებში თქვენ:
📚 შეისწავლით თანამედროვე ლინგვისტურ და ლიტერატურათმცოდნეობით თეორიებს, ინგლისური ენის, ლიტერატურისა და კულტურის აქტუალურ საკითხებს;
🔬 დაეუფლებით თანამედროვე კვლევის მეთოდებს, მონაცემთა ანალიზსა და აკადემიური კვლევის დაგეგმვას;
📝 განივითარებთ აკადემიური წერის, კრიტიკული აზროვნების, კვლევისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარებს;
💡 ისწავლით კვლევითი პროექტების დაგეგმვას, მართვასა და შედეგების შეფასებას.

🌍 საერთაშორისო შესაძლებლობები

პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში პარტნიორ უნივერსიტეტებში, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გააფართოონ პროფესიული ქსელი.

💼 კარიერული შესაძლებლობები

კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებში, მთარგმნელობით, საკონსულტაციო და საერთაშორისო კომპანიებში.

📌 პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია:

https://online.ug.edu.ge/programs/programs_full.php?programID[]=343

#ინგლისურიფილოლოგიისსამაგისტროპროგრამა #საქართველოსუნივერსიტეტი

🎓 ინგლისური ფილოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ ინგლისუ...
22/08/2026

🎓 ინგლისური ფილოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები

საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ ინგლისური ფილოლოგიის ორ სამაგისტრო პროგრამას, რომლებიც აერთიანებს თანამედროვე ლინგვისტიკას, ლიტერატურათმცოდნეობას, დისკურსის კვლევებსა და კულტურისა და კომუნიკაციის თანამედროვე მიმართულებებს.

პროგრამის ფარგლებში თქვენ:
📚 შეისწავლით თანამედროვე ლინგვისტურ და ლიტერატურათმცოდნეობით თეორიებს, ინგლისური ენის, ლიტერატურისა და კულტურის აქტუალურ საკითხებს;
🔬 დაეუფლებით თანამედროვე კვლევის მეთოდებს, მონაცემთა ანალიზსა და აკადემიური კვლევის დაგეგმვას;
📝 განივითარებთ აკადემიური წერის, კრიტიკული აზროვნების, კვლევისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარებს;
💡 ისწავლით კვლევითი პროექტების დაგეგმვას, მართვასა და შედეგების შეფასებას.

🌍 საერთაშორისო შესაძლებლობები

პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში პარტნიორ უნივერსიტეტებში, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გააფართოონ პროფესიული ქსელი.

💼 კარიერული შესაძლებლობები

კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებში, მთარგმნელობით, საკონსულტაციო და საერთაშორისო კომპანიებში.

უსდ კოდი: 1️⃣2️⃣1️⃣

📌 პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია:

https://online.ug.edu.ge/programs/programs_full.php?programID[]=343

#ინგლისურიფილოლოგიისსამაგისტროპროგრამა #საქართველოსუნივერსიტეტი

🏛️ არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაარქიტექტურა მხოლოდ შენობების დაპროექტება არ არის ეს არის სივრცის, ფუნქციის, ესთეტიკი...
20/08/2026

🏛️ არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა

არქიტექტურა მხოლოდ შენობების დაპროექტება არ არის ეს არის სივრცის, ფუნქციის, ესთეტიკისა და ინოვაციის ჰარმონიული შერწყმა, რომელიც ქმნის ადამიანზე მორგებულ გარემოს.
პროგრამა სტუდენტებს აძლევს ფუნდამენტურ თეორიულ ცოდნასა და თანამედროვე პრაქტიკულ უნარებს, ავითარებს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, პროფესიულ პასუხისმგებლობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას. სწავლების პროცესში ისინი მზადდებიან მუდმივად ცვალებად პროფესიულ გარემოში წარმატებული საქმიანობისთვის.

🎓 კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ:
🔹 არქიტექტორად;
🔹 ურბანისტად;
🔹 დიზაინერად;

პროგრამა ასევე ქმნის მყარ საფუძველს სწავლის გასაგრძელებლად სამაგისტრო საფეხურზე როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

✨ თუ გსურს შექმნა სივრცეები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას უკეთესს ხდის და მომავლის ქალაქებს აყალიბებს, საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა სწორედ შენთვისაა.

📌 პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია

https://online.ug.edu.ge/programs/programs_full.php?programID[]=6102

#საქართველოსუნივერსიტეტი #არქიტექტურა

Address

კოსტავას 77ა
Tbilisi
0171

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა/School of Arts and Humanities posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა/School of Arts and Humanities:

Shortcuts

Share

Category