ემოციური ინტელექტის სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ემოციური ინტელექტის სკოლა

ემოციური ინტელექტის სკოლა არაფორმალური სკოლა უფროსებისთვის, რომლის მიზანია ემოციური ინტელექტის ამაღლება საქართველოში

16/08/2026
🎙️WTalks შეხვედრების ფარგლებში, პაშა ბანკის მიწვევით, ემოციური ინტელექტის სკოლის დამფუძნებელმა თამუნა ჩიჩუამ ჩაატარა შეხ...
10/07/2026

🎙️WTalks შეხვედრების ფარგლებში, პაშა ბანკის მიწვევით, ემოციური ინტელექტის სკოლის დამფუძნებელმა თამუნა ჩიჩუამ ჩაატარა შეხვედრა თემაზე: „ემოციური ინტელექტი: თანამედროვე საზოგადოების გამოწვევები“

ორგანიზატორების შეფასებით შეხვედრა იყო ინსპირაციული და პრაქტიკული ცოდნის შემცველი. მონაწილეები კი გამოირჩეოდნენ აქტიური ჩართულობით საინტერესო მინი დისკუსიებში.

——

💟 ემოციური ინტელექტის სკოლა დაარსდა 2022 წელს. მისი მიზანია პროფესიონალური ინდივიდუალური და ჯგუფური ქოუჩინგით ემოციური ინტელექტის ამაღლება ქართულ საზოგადოებაში.

სიყვარული და ურთიერთობა ერთი და იგივე არ არისროგორც ემოციური ინტელექტის ქოუჩი, ერთ რამეს ხშირად ავღნიშნავ ხოლმე: ადამიან...
04/06/2026

სიყვარული და ურთიერთობა ერთი და იგივე არ არის

როგორც ემოციური ინტელექტის ქოუჩი, ერთ რამეს ხშირად ავღნიშნავ ხოლმე: ადამიანები სიყვარულს და ურთიერთობას ერთმანეთში ურევენ.

არადა, სიყვარული სხვა რამეა, ურთიერთობა - სხვა.

შეიძლება ადამიანი გიყვარდეს, მაგრამ მასთან ერთად ყოფნა ვერ შეძლო.
შეიძლება გენატრებოდეს, გინდოდეს, მნიშვნელოვანი იყოს შენთვის, მაგრამ ურთიერთობა მასთან არ ქმნიდეს უსაფრთხო, ზრდისუნარიან და ჯანმრთელ სივრცეს.

და შეიძლება პირიქითაც: ურთიერთობა არსებობდეს, სტატუსით, ჩვევით, საერთო სახლით, ისტორიით, ვალდებულებებით, მაგრამ ურთიერთობაში სიყვარული არ იყოს. იყოს მიჩვევა, შიში, კომფორტი, პასუხისმგებლობა, მარტოობისგან გაქცევა, მაგრამ არა სიყვარულზე დაფუძნებული კავშირი.

სწორედ აქ ხდება მნიშვნელოვანი განსხვავება: სიყვარული არის განცდა. ურთიერთობა არის სისტემა.

სიყვარული შეიძლება იყოს ნამდვილი, მაგრამ ურთიერთობა - მაინც, არაჯანსაღი.

ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისაღები სიმართლეა. იმიტომ, რომ როდესაც სიყვარული არსებობს, ადამიანს უჩნდება ბუნებრივი კითხვა: „თუ მიყვარს, რატომ არ გამოდის?“ მაგრამ პასუხი ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია: იმიტომ, რომ სიყვარული რომ რეალურ ცხოვრებაში ჯანსაღ ურთიერთობად გადაიქცეს, ურთიერთობას სჭირდება ფორმა, სივრცე, ქცევა, პასუხისმგებლობა და საერთო მიმართულება.

ურთიერთობაში მხოლოდ გრძნობა არ კმარა. საჭიროა პატივისცემა, ემოციური უსაფრთხოება, გულწრფელობა, სიმწიფე, საზღვრების დანახვა. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ურთიერთობას სჭირდება კოგნიტური კომპონენტიც, ანუ გააზრებული ხედვა:

- გვაქვს თუ არა საერთო მიზნები?
- ვხედავთ თუ არა ერთმანეთს მომავალში?
- ვიზრდებით თუ არა ერთად?
- ერთი მიმართულებით მივდივართ თუ უბრალოდ ერთმანეთის ემოციურ ცხოვრებაში ვტრიალებთ?

და არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა:
- ვინ ვარ მე ამ ადამიანის გვერდით?

- ვხდები უფრო ცოცხალი, მშვიდი, ნამდვილი და თავისუფალი? თუ ვპატარავდები, ვიკარგები, მუდმივად ველოდები, ვამართლებ, ვიტმენ და საკუთარ თავს ვშორდები?

სწორედ აქ ჩანს ემოციური ინტელექტის როლი:

ემოციური ინტელექტი არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ურთიერთობა აუცილებლად უნდა გადაარჩინო. არც იმას ნიშნავს, რომ პირველივე სირთულეზე უნდა დაასრულო. და არც იმას, რომ საერთოდ არ უნდა დაიწყო, სანამ ყველაფერი იდეალურად არ არის.

ემოციური ინტელექტი ნიშნავს, რომ დროულად დაინახო რეალობა - დაინახო, რა არის სიყვარული და რა არის დამოკიდებულება. რა არის სირთულე, რომელზეც შეიძლება მუშაობა, და რა არის დინამიკა, რომელიც სისტემურად განგრევს. რა არის დროებითი კრიზისი, და რა არის მუდმივი საფრთხე. სად არის გაუმჯობესების სივრცე, და სად არის უკვე საკუთარი თავის დაკარგვის საფრთხე.

ზოგჯერ ემოციური ინტელექტი გვეხმარება, ურთიერთობა გავაუმჯობესოთ.
ზოგჯერ - არ დავიწყოთ ის, რაც თავიდანვე გვაშორებს საკუთარ თავს.
ზოგჯერ კი - დავასრულოთ არა იმიტომ, რომ სიყვარული არ იყო, არამედ იმიტომ, რომ ურთიერთობა არ იყო ჯანმრთელი ადგილი ამ სიყვარულისთვის.

და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

გაცნობიერებული სიყვარული არ სვამს სტანდარტულ კითხვას „მიყვარს თუ არა?. ის სვამს უფრო ღრმა კითხვასაც „რა ხდება ჩემში, როცა ამ ურთიერთობაში ვარ?"

რადგან სიყვარული შეიძლება იყოს ნამდვილი.
მაგრამ ურთიერთობა არ იყოს სწორი ადგილი ამ სიყვარულისთვის.

თამუნა ჩიჩუა, ემოციური ინტელექტის ქოუჩი

🎙️18 მაისს, ემოციური ინტელექტის ქოუჩმა, თამუნა ჩიჩუამ ჩაატარა ქოუჩინგური ინსტრუმენტის სადემონსტრაციო სესია ერიქსონის ქოუ...
21/05/2026

🎙️18 მაისს, ემოციური ინტელექტის ქოუჩმა, თამუნა ჩიჩუამ ჩაატარა ქოუჩინგური ინსტრუმენტის სადემონსტრაციო სესია ერიქსონის ქოუჩებისთვის.

ინსტრუმენტის ავტორია ფსიქოლოგიის დოქტორი მერლინ ატკინსონი. ის გამოიყენება ქოუჩინგში ემოციური ინტელექტის განვითარების ხელშესაწყობად - ქმნის კლიენტისთვის სივრცეს, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ცნობიერი აზროვნება და შინაგანი, სიღრმისეული სიბრძნე, და ამ ინტეგრაციის საფუძველზე იქმნება გადაწყვეტილებები, რომელიც აბალანსებს “გონებას და გულს”.

—

💟 ემოციური ინტელექტის სკოლა დაარსდა 2022 წელს. მისი მიზანია პროფესიონალური ინდივიდუალური და ჯგუფური ქოუჩინგით ემოციური ინტელექტის ამაღლება ქართულ საზოგადოებაში.

💎სპეციალურად ერიქსონის ქოუჩინგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის, ემოციური ინტელექტის სკოლის დამფუძნებელმა თამუნა ...
29/04/2026

💎სპეციალურად ერიქსონის ქოუჩინგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის, ემოციური ინტელექტის სკოლის დამფუძნებელმა თამუნა ჩიჩუამ ჩაატარა მატერკლასი თემაზე “ემოციური ინტელექტი ქოუჩინგში”.

——-

💟 ემოციური ინტელექტის სკოლა დაარსდა 2022 წელს. მისი მიზანია პროფესიონალური ინდივიდუალური და ჯგუფური ქოუჩინგით ემოციური ინტელექტის ამაღლება ქართულ საზოგადოებაში.

🍁🍂 სასტუმრო შატო მეფის ქალაქის მე-18 საუკუნის ისტორიული შენობის კედლებში - ერიქსონის კურსდამთავრებულთა დახურული კლუბისთვ...
04/12/2025

🍁🍂 სასტუმრო შატო მეფის ქალაქის მე-18 საუკუნის ისტორიული შენობის კედლებში - ერიქსონის კურსდამთავრებულთა დახურული კლუბისთვის ჩატარდა ვორქშოპი თემაზე - ემოციური ინტელექტის გამოყენება ჰარმონიული ურთიერთობებისთვის.

ვორქშოპი ეფუძნებოდა ემოციური ინტელექტის ქოუჩის, თამუნა ჩიჩუას მეორე წიგნის ერთერთ ქვეთავს - ურთიერთობების ქოუჩინგის თემაზე. ვორქშოპის შემდეგ თემატური კინოსეანსი და ძირითად ინსაიტებზე საუბარი გაიმართა.

ფილმი ეხმიანებოდა ვორქშოპის თემას - ურთიერთობის დაწყების საფუძველს და მისი მდგრადობისთვის საჭირო ფაქტორებს, რომელიც წყვილების მიერ ხშირად არის უგულველყოფილი და იწვევს კრიზისულ მდგომარებას.

2026 წელს სკოლაში დაგეგმილია ემოციური ინტელექტის ურთიერთობებში გამოყენების თემაზე სხვა მასტერკლასებიც, როგორც დახურული, ასევე ღია აუდიტორიებისთვის.

——-

💟 ემოციური ინტელექტის სკოლა დაარსდა 2022 წელს. მისი მიზანია პროფესიონალური ინდივიდუალური და ჯგუფური ქოუჩინგით ემოციური ინტელექტის ამაღლება ქართულ საზოგადოებაში.

🎓“ქოუჩინგური მიდგომების და ემოციური ინტელექტის გამოყენება სწავლებაში” ერქვა მასტერკლასს, რომელიც ემოციური ინტელექტის სკო...
18/11/2025

🎓“ქოუჩინგური მიდგომების და ემოციური ინტელექტის გამოყენება სწავლებაში” ერქვა მასტერკლასს, რომელიც ემოციური ინტელექტის სკოლის დამფუძნებელმა, თამუნა ჩიჩუამ ჩაატარა BTU ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის Tamuna Chichua

მასტერკლასი იყო BTU და ICF ერთობლივი პროექტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა ლექტორების მუდმივი განვითარებისთვის ახალი თანამედროვე მეთოდების გაზიარებას.

——-

💟 ემოციური ინტელექტის სკოლა დაარსდა 2022 წელს. მისი მიზანია პროფესიონალური ინდივიდუალური და ჯგუფური ქოუჩინგით ემოციური ინტელექტის ამაღლება ქართულ საზოგადოებაში.

2-3 ოქტომბერს, წინანდლის მამულში გაიმართა Networking Georgia-ს მორიგი ღონისძიება Bene Exclusive • ბენე ექსკლუზივი-ს ორგა...
21/10/2025

2-3 ოქტომბერს, წინანდლის მამულში გაიმართა Networking Georgia-ს მორიგი ღონისძიება Bene Exclusive • ბენე ექსკლუზივი-ს ორგანიზებით.

Networking Georgia ინიციატივა მიზნად ისახავდა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებას კომფორტულ გარემოში, სადაც მათ საშუალება ექნებოდათ გარზიარებინათ გამოცდილება და თანამშრომლობის შესაძლებლობები. 2025 წელსაც იყო უამრავი აქტივობა და სხვადასხვა გათამაშებები პარტნიორი კომპანიების ჩართულობით.

ღონისძიების ფარგლებში, ერთერთი ვორქშოფი ჩაატარა ემოციური ინტელექტის სკოლის დამფუძნებელმა - თამუნა ჩიჩუამ. ვორქშოპის სახელწოდება იყო “კითხვებით მართვის ხელოვნება”, რომელიც დაფუძნებულია ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის უნიკალურ მეთოდოლოგიაზე.

ორდღიანი პროგრამა აერთიანებდა 6 სპიკერის გამოსვლას, 6 პარალელურ ვორქშოფს Art of Networking-ის თემის გარშემო.

---

💟 ემოციური ინტელექტის სკოლა დაარსდა 2022 წელს. მისი მიზანია პროფესიონალური ინდივიდუალური და ჯგუფური ქოუჩინგით ემოციური ინტელექტის ამაღლება ქართულ საზოგადოებაში.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ემოციური ინტელექტის სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ემოციური ინტელექტის სკოლა:

Shortcuts

Share