CEA საბავშვო ბაღი და ფრესქული - CEA Kindergarten and Preschool

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • CEA საბავშვო ბაღი და ფრესქული - CEA Kindergarten and Preschool

CEA საბავშვო ბაღი და ფრესქული - CEA Kindergarten and Preschool ჩვენ ვცვლით სამყაროს - We Change the World

✋🎨 პატარა ხელებით შექმნილი დიდი ფერები 🌈
15/09/2026

✋🎨 პატარა ხელებით შექმნილი დიდი ფერები

🌈

02/09/2026

🎈🌟 „თანამედროვე განათლების აკადემიის“ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის აღსაზდელებისთვის ახალი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო წელი დაიწყო. სააღმზრდელო პროცესი თანატოლებთან შეხვედრით, თამაშითა და მრავალფეროვანი აქტივობებით გაიხსნა.

👩‍🏫 პატარებსა ახალი ეტაპის დაწყება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის მენეჯერმა მიულოცა. მაკა გოგოტიშვილმა აღსაზრდელებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათ წინ საინტერესო აქტივობებითა და მნიშვნელოვანი გამოცდილებით დატვირთული წელი ელოდებათ.

🎨 „თანამედროვე განათლების აკადემიაში“ სააღმზრდელო-საგანმანათებლო პროცესი მხოლოდ თამაშსა და გართობას არ მოიცავს. ბავშვები ჯგუფებში სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან, ურთიერთობენ თანატოლებთან, აღმზრდელებთან და ყოველდღიურად ახალ გამოცდილებას იძენენ.

📚 აკადემიის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა საბავშვო ბაღსა და ფრესქულს აერთიანებს. პროგრამა რეჯიო ემილიას საგანმანათლებლო ფილოსოფიაზეა დაფუძნებული, რომლის მიხედვითაც ბავშვი პროცესის აქტიური მონაწილე და საკუთარი განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინამძღოლია. ისევე როგორც ყოველწლიურად, წელსაც პატარებს შესაძლებლობა ექნებათ განვითარდნენ თამაშით, დასვან კითხვები და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. სააღმზრდელო წელი კი მათთვის საინტერესო აქტივობებით, მრავალფეროვანი გამოცდილებებითა და აღმოჩენებით დატვირთული იქნება.🎉

✨ თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღში მიღება გრძელდება! ჩვენ გთავაზობთ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მაღ...
21/08/2026

✨ თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღში მიღება გრძელდება!

ჩვენ გთავაზობთ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მაღალი სტანდარტის პროგრამას, სადაც თითოეული ბავშვის განვითარებაზე პროფესიონალები ზრუნავენ.

🎯 რატომ CEA-ს საბავშვო ბაღი?

* 🛡️ უსაფრთხო და დაცული გარემო - თქვენი პატარას მშვიდი და ბედნიერი ყოველდღიურობისთვის.�
* 👩‍🏫 კვალიფიციური პედაგოგები - გამოცდილი და მზრუნველი გუნდი.�
* 🧠 მრავალმხრივი განვითარება - ასაკზე მორგებული, ინტერაქტიური და საინტერესო სასწავლო პროგრამა.�
* ❤️ სიყვარულით სავსე გარემო - სადაც სწავლა და თამაში ერთიანი პროცესია.�
📌 დარეგისტრირდით: https://www.cea.ge/migeba

📞 დაგვიკავშირდით: 0322913535

📍 მისამართი: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ. N4

🌐 www.cea.ge

🎊🎈თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყება პირველ სექტემბერს, 09:00 საათზე❗...
12/08/2026

🎊🎈თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყება პირველ სექტემბერს, 09:00 საათზე❗️

💥 🎉 გასართობი პროგრამა გაიმართება 11:00 საათზე. მშობლებს გთხოვთ, თქვენს პატარებთან ერთად მობრძანდეთ.

🟥 თანამედროვე განათლების აკადემია ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ❗️
____________
#ჩვენვცვლითსამყაროს
#თანამედროვეგანათლებისაკადემია


#კერძოსკოლა #ბაღი
www.cea.ge

✨ თანამედროვე განათლების აკადემიაში მომავალი სასწავლო წლის ფრესქულის აღსაზრდელებისთვის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.👧👦 პა...
29/06/2026

✨ თანამედროვე განათლების აკადემიაში მომავალი სასწავლო წლის ფრესქულის აღსაზრდელებისთვის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.

👧👦 პატარები თავიანთ მომავალ აღმზრდელ-მასწავლებელს, მაკა გოგოტიშვილს, შეხვდნენ და სასიამოვნო, მეგობრულ გარემოში პირველი ნაბიჯები გადადგეს.

🎨 შეხვედრის ფარგლებში ბავშვებისთვის მრავალფეროვანი გაცნობითი და შემოქმედებითი აქტივობები მოეწყო, რომელმაც მათ ერთმანეთის, აღმზრდელისა და ახალი გარემოს უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მისცა. თამაშებისა და ინტერაქტიური დავალებების საშუალებით პატარებმა დრო ხალისიანად და საინტერესოდ გაატარეს.

🌟 მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ბავშვების ადაპტაციას, მათში პოზიტიური განწყობის შექმნასა და სკოლამდელი განათლების ახალი ეტაპის თავდაჯერებით დაწყებას.
______________
#ჩვენვცვლითსამყაროს
#თანამედროვეგანათლებისაკადემია


#კერძოსკოლა #ბაღი
www.cea.ge

✨ CEA საბავშვო ბაღი და ფრესქული - CEA Kindergarten and Preschool-ის ჯგუფების - „ციცინათელებისა“ და „ვარსკვლავების“ აღსაზ...
19/06/2026

✨ CEA საბავშვო ბაღი და ფრესქული - CEA Kindergarten and Preschool-ის ჯგუფების - „ციცინათელებისა“ და „ვარსკვლავების“ აღსაზრდელებისთვის დამამთავრებელი ცერემონია გაიმართა.

🇬🇪 ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს აკადემიის საბავშვო ბაღის მენეჯერმა ირინა ქირიამ და აღმზრდელ-მასწავლებლებმა - მაკა გოგოტიშვილმა, თამარ ბეჟუაშვილმა, ნათია კიკნაძემ და თამარ ქევხიშვილმა, რომლებმაც აღსაზრდელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

🎓 ცერემონიის ფარგლებში ბავშვებს სასკოლო მზაობის პროგრამის სრული კურსის წარმატებით გავლისთვის სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

🎈 ღონისძიების დასასრულს პატარებმა სიმბოლურად ჰაერში აისროლეს ქუდები, რითაც ცხოვრების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება აღნიშნეს.

🌟 მომავალი სასწავლო წლიდან „ციცინათელებისა“ და „ვარსკვლავების“ ჯგუფების აღსაზრდელები სწავლას პირველ კლასში გააგრძელებენ.

❤️თანამედროვე განათლების აკადემია, ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, მათ წარმატებებს, საინტერესო აღმოჩენებითა და მიღწევებით სავსე სასკოლო გზას უსურვებს.
______________
#ჩვენვცვლითსამყაროს
#თანამედროვეგანათლებისაკადემია


#კერძოსკოლა #ბაღი
www.cea.ge

⭐ CEA საბავშვო ბაღი და ფრესქული - CEA Kindergarten and Preschool-ის ჯგუფმა, „ვარსკვლავები“, სასწავლო წელი ემოციებით სავს...
17/06/2026

⭐ CEA საბავშვო ბაღი და ფრესქული - CEA Kindergarten and Preschool-ის ჯგუფმა, „ვარსკვლავები“, სასწავლო წელი ემოციებით სავსე კონცერტით დაასრულა.

🎶💃 აქტივობის დაწყებამდე აღსაზრდელებმა კონცერტზე დასასწრები ბილეთები დაარიგეს და აუდიტორიის წინაშე სიმღერისა და ცეკვის ნომრებით წარსდგნენ. გარდა ამისა, ნახეს სასწავლო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტების ამსახველი ფოტოკოლაჟი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააცოცხლა ერთად გატარებული ბედნიერი დღეები.

🌟 „ვარსკვლავების“ შემაჯამებელი კონცერტი აღმზრდელების ნათია კიკნაძისა და თამარ ქევხიშვილის ორგანიზებით გაიმართა. მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებზე კი მასწავლებლებმა: ინგა ყაველაშვილმა და მაია მეგრელიშვილმა იმუშავეს.
______________
#ჩვენვცვლითსამყაროს
#თანამედროვეგანათლებისაკადემია


#კერძოსკოლა #ბაღი
www.cea.ge

🌟 CEA საბავშვო ბაღი და ფრესქული - CEA Kindergarten and Preschool-ის ჯგუფმა "ციცინათელები" სასწავლო წლის დასასრული მხიარუ...
16/06/2026

🌟 CEA საბავშვო ბაღი და ფრესქული - CEA Kindergarten and Preschool-ის ჯგუფმა "ციცინათელები" სასწავლო წლის დასასრული მხიარული კონცერტით აღნიშნა.

🎤 💃 პატარებმა მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს. მათ არა მხოლოდ სიმღერები და ცეკვები შეასრულეს, არამედ კონცერტის წამყვანების როლიც თავად მოირგეს, რითაც საკუთარი შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარები წარმოაჩინეს.

🎟️ კონცერტის დაწყებამდე „ციცინათელებმა“ ბილეთების გაყიდეს და მოგვიანებით, შეგროვებული თანხით გასვლითი აქტივობა მოიწყვეს.

🏅 კონცერტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშობლების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. სასწავლო პროცესში აქტიური მონაწილეობისა და თანადგომისთვის მათ აღმზრდელ-მასწავლებლებმა მადლობის სიგელები გადასცეს. ბავშვებმა კი მშობლები საკუთარი ხელით შექმნილი, თითის ანაბეჭდებით გაფორმებული სამახსოვრო ნამუშევრებით გაახარეს.

🌟 აქტივობა აღმზრდელ-მასწავლებლების მაკა გოგოტიშვილისა და თამარ ბეჟუაშვილის ორგანიზებით გაიმართა, ხოლო მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებზე პედაგოგებმა ინგა ყაველაშვილმა და მაია მეგრელიშვილმა იმუშავეს.
______________
#ჩვენვცვლითსამყაროს
#თანამედროვეგანათლებისაკადემია


#კერძოსკოლა #ბაღი
www.cea.ge

🎈🧚‍♀️CEA საბავშვო ბაღი და ფრესქული - CEA Kindergarten and Preschool-ის ჯგუფის „ფუტკრების“ აღსაზრდელებმა მშობლებისა და მო...
04/06/2026

🎈🧚‍♀️CEA საბავშვო ბაღი და ფრესქული - CEA Kindergarten and Preschool-ის ჯგუფის „ფუტკრების“ აღსაზრდელებმა მშობლებისა და მოწვეული სტუმრებისთვის ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს და სცენაზე მრავალფეროვანი აქტივობით წარდგნენ.

✨ პატარები ყველასთვის საყვარელი მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟებად გარდაისახნენ, გააცოცხლეს ნაცნობი ეპიზოდები და დიდი მონდომებით შეასრულეს ცეკვისა და სიმღერის ნომრები მულტფილმებიდან.

👩‍ პატარა აკადემიელები შემოქმედებითი აქტივობისთვის აღმზრდელებმა - ნესტან გოლეთიანმა და ქრისტინე ქავჯარაძემ მოამზადეს. მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებზე კი მაია მეგრელიშვილმა და ინგა ყაველაშვილმა იმუშავეს.❤️
______________
#ჩვენვცვლითსამყაროს
#თანამედროვეგანათლებისაკადემია


#კერძოსკოლა #ბაღი
www.cea.ge

Address

ი. ჭავჭავაძის გამზ #37
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CEA საბავშვო ბაღი და ფრესქული - CEA Kindergarten and Preschool posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to CEA საბავშვო ბაღი და ფრესქული - CEA Kindergarten and Preschool:

Shortcuts

Share

Category