DPO Academy Georgia • დიფიო აკადემი ჯორჯია

DPO Academy Georgia • დიფიო აკადემი ჯორჯია

Share

Master the field of data protection.
სრულყოფილად აითვისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფერო.

03/05/2026

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://tally.so/r/Pd05b0

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერტიფიკატო კურსი 23/03/2026

🪪 სრულფასოვნად აითვისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფერო და მიიღე შენი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი!

👨🏻‍🏫 კურსს გაუძღვება თენგიზ მამულია - მონაცემთა დაცვის სპეციალისტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAPP) მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი, ინფორმაციის დაცვის სერტიფიცირებული სპეციალისტი (CIPP/E) და ინფორმაციის დაცვის სერტიფიცირებული მენეჯერი (CIPM). თენგიზი წლების განმავლობაში საქმიანობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის, ისე სხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

✅ კურსის ფარგლებში დეტალურად გაეცნობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობას და შეიძენთ მონაცემთა დამუშავების პროცესების მოქმედი რეგულაციების შესაბამისად წარმართვისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

💼 კურსზე მიღებული ცოდნა შესაძლებლობას მოგცემთ, დასაქმდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის, მონაცემთა დაცვის კონსულტანტის, შესაბამისობის ოფიცრის და მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელ სხვა თანამდებობებზე.

💡 სწავლების პროცესი ინტერაქციულია და ითვალისწინებს ლექციების მიმდინარეობისას მსმენელებსა და ტრენერს შორის აქტიურ კომუნიკაციას, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე.

🏷️ კურსის ღირებულება: 790 ლარი.

💻 კურსის ფორმატი: დისტანციური.

🕒 კურსის ხანგრძლივობა: 14 ლექცია (35 საათი).

📅 ლექციები გაიმართება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და შაბათს, 19:30-დან 22:00-მდე.
პირველი ლექცია: 9 მაისი. ბოლო ლექცია: 24 ივნისი.

📝 ლექციების დასრულების შემდეგ, 27 ივნისს, ჩატარდება ფინალური ტესტირება.

⏳ მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერტიფიკატო კურსი Made with Tally, the simplest way to create forms.

21/03/2026

🔐 პერსონალური მონაცემების სათანადოდ მართვა და დაცვა როგორც კერძო, ისე საჯარო ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვან ვალდებულებად და ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

🎓 შესაბამისად, კვლავ მზარდია მოთხოვნა მონაცემთა დაცვის სფეროს კვალიფიციურ სპეციალისტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქმედ რეგულაციებთან შესაბამისობას და ამცირებენ რისკებს.

📚 DPO Academy Georgia — საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ მაღალი ხარისხის ცოდნა და გახდეთ მოთხოვნადი პროფესიონალი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში.

🚨თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს — 2026 წლის პირველი სასერტიფიკატო პროგრამის შესახებ ინფორმაციას მალე გაგიზიარებთ.

🚀 თქვენი პროფესიული გზა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში აქ იწყება!

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

Tbilisi