Miranda's English Club

Miranda's English Club Cambridge (CELTA) qualified English teacher, Founder of Miranda’s English Club and a tourist agency - Wanderino.

21/09/2026

ხანდახან განათლებაში ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის, რომ ბავშვი არ სწავლობს.
პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გვგონია, რომ სწავლობს.

დავალება შეასრულა.
რვეული შეავსო.
ტექსტი დაწერა.
20 სიტყვა დაიზეპირა.
პრეზენტაცია მოამზადა.
ტესტში 18/20 აიღო.

და ჩვენ კმაყოფილები ვართ.

მაგრამ ერთი კვირის შემდეგ რომ ვკითხოთ იგივე?

„რა გახსოვს?“
„რატომ?“
„როგორ გამოიყენებ?“
„შენი აზრი რა არის?“

ხშირად პასუხი აღარ გვაქვს.

დღეს ამას კიდევ ერთი რამ ემატება: ხელოვნური ინტელექტი.

ბავშვს შეუძლია დავალება იდეალურად შეასრულოს ისე, რომ პროცესში თითქმის არაფერი ისწავლოს.

ამიტომ მგონია, რომ განათლებამ ძალიან სერიოზული ცვლილება უნდა დაიწყოს.

დავალების შესრულება და სწავლა ერთი და იგივე აღარ არის.

შეიძლება მოსწავლემ შესანიშნავი ესე ჩააბაროს და ვერ შეძლოს იმავე თემაზე ორი წუთის განმავლობაში დამოუკიდებლად საუბარი.

შეიძლება პრეზენტაცია იყოს ვიზუალურად იდეალური და მოსწავლემ ვერც კი ახსნას, რას ამბობს.

შეიძლება სიტყვების უზარმაზარი სია ჰქონდეს ნასწავლი და რეალურ საუბარში მათი გამოყენება მაინც უჭირდეს.

შეიძლება უმაღლესი ქულა ჰქონდეს და ცოდნის გამოყენება ვერ შეძლოს.

ამიტომ დღეს მასწავლებლისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება კითხვა:

“რა გააკეთა მოსწავლემ თვითონ?“
არა რა დაწერა სახლში.
არა რა ჩააბარა.
არა რამდენი გვერდი შეავსო.

არამედ რა გაიგო, რა იფიქრა, რა შეძლო და როგორ შეცვალა მიღებულმა ცოდნამ მისი მოქმედება.

მე სულ უფრო მეტად მჯერა გაკვეთილების, სადაც ბავშვი ნაკლებად “ასრულებს დავალებას“ და უფრო მეტად აკეთებს, ლაპარაკობს, მსჯელობს, ცდება, ასწორებს და თავიდან ცდილობს.

შეიძლება ასეთი გაკვეთილი გარედან არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს.

მაგრამ სწორედ იქ შეიძლება ხდებოდეს ნამდვილი სწავლა.

ჩვენ ხომ ბავშვებს დავალებების შესრულებისთვის არ ვზრდით.
ჩვენ მათ ცხოვრებისთვის ვამზადებთ.

და იქნებ დროა, საკუთარ თავს უფრო ხშირად ვკითხოთ:

“ჩემი მოსწავლე დღეს უბრალოდ დაკავებული იყო თუ ნამდვილად სწავლობდა?“

21/09/2026

🔉🔉ცალცალკე პოსტების დადებას ვეღარ ვასწრებ, ყველა შემოთავაზება ერთ პოსტში ხომ არ გავაერთიანო😄

1. ზოგადი/სასაუბრო ინგლისური ენის კურსებს ახალ ნაკადთან ვიწყებთ ოქტომბრიდან. (ჯგუფური/ინდივიდუალური სწავლება ონლაინ)

2. ადგილზე ვიწყებ კურსს (B1 პროგრამას) პირადად ჩემი ხელმძღვანელობით 1-ელი ოქტომბრიდან.

3. ჩემს მე-5/6 კლასელების ჯგუფში მაქვს ადგილი. ვერავის ვამატებ ჩვენს გამოზრდილებს.

4. ოქტომბრიდან ვიწყებ მეთოდოლოგიის 1 თვიან კურსს (პედაგოგთა სტაჟირების პროგრამა - Pre-CELTA კურსი);

5. ოქტომბრის ბოლოს გვაქვს გასვლითი ტრენინგები აია ნაპაზე. (აწყობილი სრული ტურ-პაკეტი - დარჩა 4 ადგილი)

6. მათთვის, ვინც ვერ დაესწრო Teaching tools AI - ტრენინგს, გვაქვს ვიდეო-გაკვეთილი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ.

7. შეკვეთებს ვიღებ სკოლებიდან MEC kids - პირველკლასელთა წერა-კითხვის დამხმარე სახელმძღვანელოზე. (მარაგში დარჩა მცირე რაოდენობა).

8. გაყიდვაში გვაქვს ესეზე სამუშაოდ სამი ონლაინ რესურსი (PDF და PPT ფორმატით);

9. დაგვემატა აბიტურიენტთა ახალი ჯგუფი (A2+ პროგრამაზე);

10. გვაქვს WhatsApp-ზე მასწავლებელთა ჯგუფები, სადაც ხდება რესურსების გაზიარება.

11. ჩვენმა კლუბმა თანამშრომლობა დაიწყო მენტალური არითმეტიკის სკოლა “ნობელი”-სთან.
შაბათობით მიმდინარეობს გაკვეთილები.

მსურველებმა კომენტარებში აკრიფეთ სააურველი ნომერი, მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას პირადში.

19/09/2026
🥹🥹🥰🥰🩷💜მახარებს ასეთი მესიჯები…
18/09/2026

🥹🥹🥰🥰🩷💜
მახარებს ასეთი მესიჯები…

18/09/2026

AI საგაკვეთილო პროცესში…

16/09/2026

🔺მეთოდოლოგიის კურსი🔺
ვიწყებთ ოქტომბრიდან ონლაინ და ადგილზე…

👉3 ტიპის პროგრამა:
🔰1-6 კლასები
🔰7-12 კლასები
🔰ზრდასრულთა ზოგადი/სასაუბრო ინგლისური

ფორმატი:
✔️ონლაინ
✔️ადგილზე

🔺1 პროგრამა -> 1 თვე -> 12 შეხვედრა ჯამში
💰500 ლარი

📍ოფლაინ კურსის დეტალები:
✔️4-6 ჯგუფური შეხვედრა ოთხშაბათობით კლუბში ან საკონფერენციო სივრცეში თბილისის ცენტრში. (შესაძლებელია ონლაინ ზუმში)
✔️4-6 სავალდებულო დასწრება გაკვეთილებზე შერჩეული პროგრამის კლასების მიხედვით. (ადგილზე მოსვლით)
✔️ორი სავალდებულო გაკვეთილის ჩატარება ადგილზე კლუბში წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით მონაწილის მხრიდან.

📍ონლაინ კურსის დეტალები:
✔️4-6 ონლაინ შეხვედრა ზუმში ოთხშაბათობით 10-19:00 სთ-მდე შუალედში შეთანხმებით.
✔️ჩემს (ოფლაინ) გაკვეთილებზე დასწრება ონლაინ ფორმატში ლაივის ან ვიდეოზარის საშუალებით. (ვუზრუნველყოფ ვიდეო დასწრებას თანამშრომლის დახმარებით)
✔️ორი გაკვეთილი მონაწილის მხრიდან ჩატარდება თავის მოსწავლეებთან, ან ჩვენი კლუბის ჯგუფთან. ვიდეოზარის საშუალებით ვესწრები გაკვეთილს და ვიძლევი უკუკავშირს ინდივიდუალურად.

📍კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
📍კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, უმაღლესი ქულების მიღების შემთხვევაში გავცემ რეკომემდაციას სკოლაში ან სასწავლო ცენტრში წარსადგენად.
📍ოფლაინ კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში შესაძლებელია კლუბში ჩვენთან დასაქმება.
📍პროგრამას ვიწყებთ ოქტომბრიდან!

🔺🔺სამივე პროგრამის გავლის ვალდებულება არ გაქვთ, ირჩევთ ერთერთს. არც თანმიმდევრულობას აქვს მნიშვნელობა.

Cambridge (CELTA) qualified English teacher, Founder of Miranda’s English Club and a tourist agency - Wanderino.

7 საათი აღარ არის თავისუფალი…
16/09/2026

7 საათი აღარ არის თავისუფალი…

15/09/2026

მე-2 კლასი, პირველი სასწავლო დღე…
მარი მასწის მოსწები😁

15/09/2026

First day with my students…

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 21:00
Tuesday 10:00 - 21:00
Wednesday 10:00 - 21:00
Thursday 10:00 - 21:00
Friday 10:00 - 21:00
Saturday 09:00 - 21:00
Sunday 10:00 - 21:00

Telephone

+995595647406

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Miranda's English Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Miranda's English Club:

Shortcuts

Share

Category