Metaphora • მეტაფორა

Metaphora • მეტაფორა

Share

პირველი ინტელექტუალურ/ფსიქოლოგიური Think Tank სივრცე საქართველოში

ფსიქოლოგია • ფილოსოფია • სალონური საუბრები

01/06/2026

🎭 ფსიქოლოგიური პერფორმანსი სიბნელეში - “რას მალავს სინათლე”?

👀 ოდესმე გიფიქრიათ, ვინ ხართ მაშინ, როცა ვერავინ გხედავთ? და ვინ ხართ მაშინ, როცა საკუთარ თავსაც კი ვერ ხედავთ?
ჩვენ ხშირად ვარჩევთ სამოსსა და როლებს იმის მიხედვით, თუ როგორ გამოვჩნდებით სხვის თვალში. სინათლე გვაიძულებს, ვატაროთ სოციალური ნიღბები. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც სინათლე ქრება?

,,რას მალავს სინათლე“ - ეს არის უნიკალური, 3-4 საათიანი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი და ტრენინგ-პერფორმანსი, სადაც მთავარი მეგზური თქვენი ქვეცნობიერი და ინტუიცია ხდება.

🌒 როგორ აქცევს სიბნელე ილუზიას რეალობად?

I - ჩაძირვა სიბნელეში: ოთახში სრული სიბნელე ისადგურებს. ვიზუალური კონტროლი ითიშება და წინა პლანზე გადმოდის შეგრძნებები, ხმები და შინაგანი ხმა.

II - ინტუიციური არჩევანი: თქვენს წინაშეა სხვადასხვა ფაქტურის, ზომისა და სტილის სამოსის დიდი არჩევანი. სიბნელეში, მხოლოდ ხელის შეხებითა და შინაგანი იმპულსით, თქვენ ირჩევთ იმას, რაც იმ მომენტში გეხმიანებათ.

III - შეხვედრა ახალ „მე“-სთან: სინათლე ინთება... და თქვენ თავს აღმოაჩენთ სრულიად ახალ ამპლუაში, ახალ როლში. ეს არის ნამდვილი ჩახედვა ქვეცნობიერის სარკეში.

👥 რა ხდება სინათლის ანთების შემდეგ?
პროცესის ყველაზე საინტერესო ნაწილი ჯგუფური მუშაობა და რეფლექსიაა. პროფესიონალი ფსიქოთერაპევტის ფასილიტაციით, თითოეული მონაწილე იწყებს საკუთარი არჩევანის გაშიფვრას:

🔹 რატომ აირჩია სხეულმა სწორედ ეს ფაქტურა ან სტილი?

🔹 რა დამალული რესურსი ან ემოცია ამოვიდა ზედაპირზე?

🔹 როგორ დაგვეხმარება ეს აღმოჩენა ყოველდღიურ ცხოვრებაში ბალანსის საპოვნელად?

ეს არის სივრცე, სადაც არ არსებობს შეფასება და კრიტიკა, ეს უსაფრთხო სივრცეა, აქ ხდება თვითაღმოჩენა და ახალი როლების გაცნობიერება.

🚪 გამოსცადე საკუთარი თავი იქ, სადაც სოციალური ნიღბები აზრს კარგავს.


ხანგრძლივობა: 2-3 სთ
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია (მუშაობის სიღრმიდან გამომდინარე)

დეტალებისა და შეხვედრაზე რეგისტრაციისთვის: https://forms.gle/VsqhqaQtMCpErvGH7

30/05/2026

💫 წარმატებით დასრულდა "თამაშის არქიტექტორის" საბაზო კურსი.

"მიხარია, რომ საშუალება მაქვს ჩემი ცოდნა, გამოცდილება, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში დავაგროვე გავუზიარო ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარენ", ქეთი ჟვანია-ტაისონი, კურსის მენტორი.

29/05/2026

💰 ხშირად ჩვენ გვგონია, რომ მეტი ფული უბრალოდ მეტ თავისუფლებას ნიშნავს…
მაგრამ რეალურად, ფულთან ერთად იზრდება:

🔻პასუხისმგებლობა
🔻 არჩევანები
🔻 შიშები
🔻 ხედვა
🔻 გავლენა
🔻 და საკუთარი თავის რეალურად დანახვის აუცილებლობა

🔴 ამიტომ ბევრ ადამიანს არა ფული, არამედ სწორედ მისი შედეგები აშინებს.

🟢 ეს ვორქშოფი თქვენთვისაა, თუ:

💲 ფინანსურად ერთ ადგილზე გაჩერების განცდა გაქვთ
💲 ბევრს მუშაობთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს
💲 ფულის მიღებაზე შინაგანი წინააღმდეგობა გაქვთ
💲 წარმატება გაშინებთ ან გაღიზიანებთ

ვორქშოფის დეტალების შესახებ და რეგისტრაციისთვის იხ:
https://shorturl.at/Mg9hm

📍 გელოდებით დ.აღმაშენებლის N 63-ში
📞 დეტალებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებეში ან დაგვირეკეთ - 598 22 82 28

28/05/2026

ქალთა ფეხბურთის საღამო „მეტაფორაში“! ⚽️✨

გოგოებო, მზად ხართ დიდი ემოციებისთვის?

პირველად საქართველოში
„მეტაფორა“ გეპატიჟებათ განსაკუთრებულ საღამოზე, სადაც მხოლოდ ჩვენ, ქალები შევიკრიბებით, რათა ერთად ვუყუროთ წლის ყველაზე აზარტულ მატჩს 💥
ფეხბურთი, დაქალები და ახალი ურთიერთობები.
კაცებისა და ზედმეტი კომენტარების გარეშე! შევიკრიბოთ იქ, სადაც წესებს ჩვენ ვწერთ! ⚽️✨

✨ რა გელოდებათ საღამოზე?

საჩუქრები: მატჩის შესვენების დროს მოეწყობა ძალიან საინტერესო პრიზების გათამაშება! 🎁

დიდი სიახლე:ამ საღამოზე საფუძველს ჩავუყრით და ერთად შევქმნით ახალ, ქალ გულშემატკივართა საფეხბურთო კლუბს!👭⚽️

საუკეთესო გარემო, გრილი სასმელები, საუცხოო მუსიკა და, რაც მთავარია, თავისუფალი საფეხბურთო მუხტი!
არ გამოტოვო, მოდი შენს მეგობრებთან ერთად!👯‍♀️

🙏🏻🤍 კომპანია „არგო“ გახდა ჩვენი გულშემატკივარი ქალების ერთობისა და ემოციური მოგზაურობის მთავარი სპონსორი

📅 დეტალები:
როდის: შაბათს, 30 მაისს
რომელ საათზე: 19:30 საათიდან
სად: სივრცე „მეტაფორა“
მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზირი 63ა
ღირებულება: 60 ლარი
💳 საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: მეტაფორა1
GE66TB7992036020100008
საკონტაქტო ნომერი:
598228228

#მეტაფორა #პირველადსაქართველოში #ქალთაულშემატკივრები #ქალებისფეხბურთი #საფეხბურთოსაღამო #წესებსჩვენვწერთ

28/05/2026

📌 ეს პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე ფლობს არაფორმალურ განათლებაში თამაშების გამოყენების საბაზისო ინსტრუმენტებს და ახლა სურს, თამაშების გამოყენებიდან მათ პროფესიულ დიზაინსა და მართვაზე გადავიდეს.

ეს კურსი შენთვისაა, თუ:

🔹 გაიარე „თამაშის არქიტექტორის“ საბაზისო კურსი ან

🔹 ხარ გამოცდილი ტრენერი/ფასილიტატორი და გსურს შენი პრაქტიკა უფრო სტრუქტურირებული და მეცნიერულად დასაბუთებული გახადო

🛠️ ფორმატი:

🔸 ეს არის პრაქტიკული ლაბორატორია. თითოეული შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმობა თქვენი საავტორო თამაშების პროტოტიპირებას, ტესტირებასა და „დაშლას“.

🔸 ცოცხალი პრაქტიკუმი + დემო-თამაშები + ინდივიდუალური უკუკავშირი.

დეტალებისა და რეგისტრაციისთვის:
https://docs.google.com/forms/d/1afmq_yxcrM0lvM8wZ4ufazx70-L8cuE49sCUwII_gjU/edit

📍 გელოდებით დ.აღმაშენებლის N 63-ში
📞 დეტალებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებეში ან დაგვირეკეთ - 598 22 82 28

27/05/2026

🖼️ მოყვარულებს გელოდებით ხატვის ვორქშოფზე!

🎨 ეს ვორქშოფი შექმნილია იმისთვის, რომ ცოტა ხნით ყოველდღიურობას მოსწყდეთ, განიტვირთოთ და შემოქმედებითი პროცესის საშუალებით საკუთარ ემოციებს მოუსმინოთ.
აქ მთავარი „ლამაზად ხატვა“ კი არა, თავისუფლად გამოხატვა და პროცესში ყოფნაა.

☺️ გიწვევთ ხატვის ვორქშოფზე სივრცეში, სადაც ფერები, ემოციები და შინაგანი სამყარო ერთმანეთს ხვდება.

✨ ერთჯერადი სესიის ღირებულება- 100 ₾
🌟 ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ 2-თვიანი პაკეტი:
• შეხვედრები ტარდება კვირაში ერთხელ, მოიცავს 8 სესიას
• პაკეტის სრული ღირებულება 640 ₾ (ერთი სესია - 80 ₾)

🎨 ყველა საჭირო სახატავი მასალა დაგხვდებათ ადგილზე.
ნამუშევარს ვასრულებთ ტილოზე და დასრულებული ნახატი თქვენია.

📅 გელოდებით ყოველ სამშაბათს 14:00-16:30 ან შაბათს 13:00-15:30 საათზე

⏳ სესიის ხანგრძლივობა 2 საათი. ყავის შესვენებით.

📞 ჩასაწერად დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებებში, ან - 598 228 228

დეტალებისა და რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/NpZ9zgnkThCQ8VTE7

#ფსიქოლოგია #არტთერაპია #ხატვა

Send a message to learn more

26/05/2026

🤍 ეს ვორქშოფი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს უფრო ღრმად დაინახოს საკუთარი ცხოვრების ფარული დინამიკები - ურთიერთობებში, ფინანსებში, ოჯახში, კარიერაში, ჯანმრთელობასა და შინაგან მდგომარეობაში.

რა თემებზე შეიძლება მუშაობა?
🔹ურთიერთობები
🔹ფული და კარიერა
🔹შიში და შინაგანი ბლოკები
🔹მშობლებთან კავშირი
🔹განმეორებადი ცხოვრებისეული სცენარები
🔹დანაკარგი, უარყოფა, სირცხვილი
🔹საკუთარი ადგილის პოვნა ცხოვრებაში
🔹ენერგიის დაკარგვა და შინაგანი დაძაბულობა

⏱️ 7 ივნისი, 10-დან 18:00 (19:00) საათამდე

📍დ. აღმაშენებლის გამზირი, 63 (მოზაიკის უკან)

დეტალებისა და რეგისტრაციისთვის: https://shorturl.at/nwTiR

23/05/2026

☕ დილის ყავა „მეტაფორაში“, შეხვედრების სერია, რომლებსაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები უძღვებიან.

შეხვედრები ტარდება ორ სესიად:
I შეხვედრა: 08:00 – 09:30
II შხვედრა: 10:00 – 11:30

🔽 ორშაბათი:
თემა - მშობლობა, როგორც უწყვეტი, ცოცხალი ხელოვნება.
მასპინძელები: ნათია კოდუა
შინაარსი: მშობლისა და შვილის ურთიერთობა ყველა ეტაპზე

🔽 სამშაბათი:
თემა - თოლიას ბიბლიოთეკა (ტრანსფორმაციული დილა)
მასპინძელი: ქეთი ჟვანია-ტაისონი (პიროვნული განვითარების ტრენერი)
შინაარსი: სივრცე მათთვის, ვისაც წიგნები უყვარს და სურს, ლიტერატურა საკუთარი განვითარებისთვის გამოიყენოს

🔽 ოთხშაბათი:
თემა - ცნობიერი სივრცე
მასპინძელი: მარიკა ხალიანი
შინაარსი: შეხვედრა, სადაც ყოველდღიური ქაოსი ჩუმდება, რათა „აქ და ახლა“ საკუთარ თავთან კავშირი და შინაგანი სიმშვიდე აღმოაჩინო

🔽 ხუთშაბათი:
თემა - ემოციური განმუხტვა და დილის რიტუალი უსაფრთხო სივრცეში
მასპინძელი: ქეთი მირიანაშვილი
შინაარსი: ცოტა ხნით საკუთარ თავთან შეჩერება

🔽 პარასკევი:
თემა - საუბარი თქვენთვის საინტერესო თემებსა და კითხვებზე
მასპინძელი: ლალი ბადრიძე (ფსიქოთერაპევტი)
შინაარსი: სივრცე ღრმა დიალოგებისა და თვითშემეცნებისთვის

🔽 შაბათი:
თემა - ჩაცმის ესთეტიკა და სტილი
მასპინძელი: ია ხიდირბეგიშვილი (დიზაინერი)
შინაარსი: შეხვედრები ვიზუალური ჰარმონიის, ინდივიდუალური სტილისა და მოდის ხელოვნების შესახებ

🔹 რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის: https://forms.gle/cwwzHJtmJvLeo1dcA

📍 გელოდებით დ.აღმაშენებლის N 63-ში
📞 დეტალებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებეში ან დაგვირეკეთ - 598 22 82 28

23/05/2026

👀 გაქვს კითხვა, რომელზეც პასუხს დიდი ხანია ეძებ? მე მჯერა, რომ სამყარო ყოველთვის გვპასუხობს, თუმცა ხანდახან ეს პასუხი შეიძლება სრულიად უცხო ადამიანის სიტყვებში იმალებოდეს. სწორედ ეს იდეა უდევს საფუძვლად პროექტს „მოდი ვილაპარაკოთ“.

⭐️ ეს შეხვედრა მხოლოდ მათთვის არ არის, ვინც პასუხებს ეძებს. შესაძლოა, საერთოდ არაფერსაც არ ეძებდე და უბრალოდ გინდოდეს ახალი, საინტერესო ადამიანის გაცნობა, დროის უჩვეულოდ გატარება ან ახალი გამოცდილების მიღება. არჩევანი შენზეა, ამ სივრცეს ზუსტად იმ მიდგომით გამოიყენებ, რომელიც შენთვის დღეს ყველაზე აქტუალურია.

ეს არის ექსპერიმენტული სივრცე, სადაც მეორე ადამიანი ხდება შენთვის სამყაროს პასუხი, ან უბრალოდ ახალი, საინტერესო აღმოჩენა.

🧩 როგორ ჩაივლის ჩვენი შეხვედრა?

🔸 შემთხვევითობის პრინციპი: როცა მაგიდის ნომერს იღებთ ბრმად და ხვდებით მეორე ადამიანს მაგიდასთან, რომელმაც ასევე ბრმად აიღო ნომერი.

🔸 ენის არჩევანი: შეგიძლიათ ქართულის გარდა მიუთითოთ მეორე ენაც, რომელზეც გსურთ საუბარი.

🔸 დრო და სრული თავისუფლება: თქვენ გექნებათ ზუსტად საათნახევარი ერთმანეთთან სასაუბროდ. თუ გსურთ, შეგიძლიათ სახელებიც კი არ გაცვალოთ და ანონიმურად დარჩეთ.

🔸 გზამკვლევი ბარათები: თუ საუბრის დაწყება გაგიჭირდებათ, ნუ ინერვიულებთ, მაგიდაზე დაგხვდებათ სპეციალური კითხვები, რომლებიც ურთიერთობაში დაგეხმარებათ.

🔸 მყუდრო მასპინძლობა: მაგიდაზე მცირე სასუსნავები, ჩაი და ყავა დაგხვდებათ. ხოლო თუ საუბრისას რაღაცის დამატება მოგინდებათ, შეგიძლიათ ჩვენი ბარის მენიუდანაც შეუკვეთოთ.

👁️ ვისთვის შევქმენი ეს სივრცე?
ეს არ არის ჩვეულებრივი, სტანდარტული ფორმატების მოყვარულთათვის. ეს სივრცე მათთვისაა, ვინც ცოტათი უფრო გამბედავია, ვისაც უყვარს ავანტიურა, თავგადასავალი და ვინც მზად არის უნიკალური ექსპერიმენტებისთვის.

📌 გელოდებით 29 მაისს, აირჩიეთ სასურველი შეხვედორ დრო: 19:30- 21:30 ან 22:00- 23:30 საათამდე.

📃 დასწრებისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/3auB3HqfDJiebc7y6

23/05/2026

☕ დილის ყავა „მეტაფორაში“, შეხვედრების სერია, რომლებსაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები უძღვებიან.

შეხვედრები ტარდება:
08:00 – 09:30 სთ.
ან
10:00 – 11:30 სთ.

🔽 ორშაბათი:
თემა - მშობლობა, როგორც უწყვეტი, ცოცხალი ხელოვნება.
მასპინძელები: ნათია კოდუა- ფსიქოკონსულტანტი
შინაარსი: მშობლისა და შვილის ურთიერთობა ყველა ეტაპზე

🔽 სამშაბათი:
თემა - თოლიას ბიბლიოთეკა (ტრანსფორმაციული დილა)
მასპინძელი: ქეთი ჟვანია-ტაისონი: პიროვნული განვითარების ტრენერი
შინაარსი: სივრცე მათთვის, ვისაც წიგნები უყვარს და სურს, ლიტერატურა საკუთარი განვითარებისთვის გამოიყენოს

🔽 ოთხშაბათი:
თემა - ცნობიერი სივრცე
მასპინძელი: მარიკა ხალიანი - პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ტრენერი
შინაარსი: შეხვედრა, სადაც ყოველდღიური ქაოსი ჩუმდება, რათა „აქ და ახლა“ საკუთარ თავთან კავშირი და შინაგანი სიმშვიდე აღმოაჩინო

🔽 ხუთშაბათი:
თემა - ემოციური განმუხტვა და დილის რიტუალი უსაფრთხო სივრცეში
მასპინძელი: ქეთი მირიანაშვილი - ფსიქოკონსულტანტი, ემოციური კეთილდღეობის ტრენერი
შინაარსი: ცოტა ხნით საკუთარ თავთან შეჩერება

🔽 პარასკევი:
თემა - საუბარი თქვენთვის საინტერესო თემებსა და კითხვებზე
მასპინძელი: ლალი ბადრიძე - ფსიქოთერაპევტი
შინაარსი: სივრცე ღრმა დიალოგებისა და თვითშემეცნებისთვის

🔽 შაბათი:
თემა - ჩაცმის ესთეტიკა და სტილი
მასპინძელი: ია ხიდირბეგიშვილი - დიზაინერი
შინაარსი: შეხვედრები ვიზუალური ჰარმონიის, ინდივიდუალური სტილისა და მოდის ხელოვნების შესახებ

📍 გელოდებით დ.აღმაშენებლის N 63-ში
📞 დეტალებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებეში ან დაგვირეკეთ - 598 22 82 28

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address

დავით აღმაშენებლის გამზირი 63ა
Tbilisi
0102