ტელესკოლა • 1tv.ge

ტელესკოლა • 1tv.ge

Share

#ტელესკოლა განათლების სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი

30/12/2023

დღეიდან ტელესკოლა მაუწყებლობას წყვეტს.

მაშინ, როდესაც კოვიდ 19-მა ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა მსოფლიო, მათ შორის განათლების სისტემა, ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სახლში დარჩენილ მოსწავლეებს სატელევიზიო გაკვეთილები შევთავაზეთ. ეს იყო მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც ვფიქრობთ, რომ თავი წარმატებით გავართვით და ამით არაერთი საერთაშორისო აღიარებაც მოვიპოვეთ. ამ 3 წლის განმავლობაში, ტელეგაკვეთილების გარდა, ტელესკოლაზე არაერთი საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი გადაცემა შეიქმნა. ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო წლები გავატარეთ ერთად და ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ მომავალ თაობებზე ზრუნვაში.

დიდ მადლობას გიხდით ერთგულებისა და გულშემატკივრობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გმირ მასწავლებლებს და თითოეულ სტუმარს, რომლებმაც თავიანთი განსაკუთრებული მისია შეასრულეს ტელესკოლის ისტორიაში. და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩვენს გუნდს და თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ჩვენს პროექტებში.

გემშვიდობებით, დიდი სიყვარულით. დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ ბევრ და სასარგებლო პროექტს შევქმნით ერთად.

ტელესკოლა 🩷

22/12/2023

"ის პრობლემა, რაც სახელმწიფო სასწავლებლებს აქვთ ფასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ პროფესიული კადრების დეფიციტი გვაქვს" - კახა შენგელია

გადაცემა სრულად: https://www.youtube.com/watch?

22/12/2023

"თუ გვინდა ძლიერი ქვეყნის შენება, თუ გვინდა მომავალი, ერთადერთი სწორი გზაა, რომ გავაძლიეროთ პროფესიული განათლება" - მიხეილ სვიმონიშვილი

გადაცემა სრულად: https://www.youtube.com/watch

Want your school to be the top-listed School/college?

Telephone