სალიკო მასიკოს ბლოგი

სალიკო მასიკოს ბლოგი ამ ბლოგზე გაგიზიარებთ იდეებს, რესურს?

💥ჩვენი მათემატიკის წიგნის პრეზენტაციაზე ვინც იყო, ყველამ იცის, რომ მასწავლებლის წიგნისთვის, კონკრეტულ, მნიშვნელოვან პარა...
20/07/2023

💥ჩვენი მათემატიკის წიგნის პრეზენტაციაზე ვინც იყო, ყველამ იცის, რომ მასწავლებლის წიგნისთვის, კონკრეტულ, მნიშვნელოვან პარაგრაფებზე ჩავწერეთ ვიდეო გაკვეთილები.

🪄 მასწავლებლები დაასკანერებენ QR კოდებს და ნახავენ ვიდეოებს, როგორ ახსნან, ცოცხალ საგაკვეთილო პროცესში მასალა.🥰

🎥ეს ვიდეოები ასევე აიტვირთება ამ youtube არხზე, რომელიც აუცილებლად უნდა
გამოიწეროთ და გააზიაროთ, რადგან ხშირად განახლდება სხვადასხვა სახის გაკვეთილებით და ბევრ ადამიანს დაეხმარება. ✨

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მასიკოებს, რომლებიც დაგვეხმარნენ ამ სასწაული იდეის განხორციელებაში. 💚 Darina Khatia Nuca

#ჩვენიმათემატიკისამბები ✨

Share your videos with friends, family, and the world

✨ძვირფასო მასიკოებო, სასწავლო წელი დასასრულს მიუახლოვდა და გილოცავთ კიდევ ერთ წარმატებულ წელს! 😍🫶 🇪🇸 ჩვენ დღეს გვქონდა პ...
15/06/2023

✨ძვირფასო მასიკოებო, სასწავლო წელი დასასრულს მიუახლოვდა და გილოცავთ კიდევ ერთ წარმატებულ წელს! 😍🫶

🇪🇸 ჩვენ დღეს გვქონდა პროექტის გამოფენა, წარმოვადგინეთ ესპანეთი. მუყაოებზე რასაც ხედავთ, თითქმის ყველაფრის თეორიული ნაწილი მაქვს, რაც ისწავლეს სუპერებმა. თუ ფიქრობთ, რომ თქვენც გამოიყენებთ, გამოგიგზავნით. 😍🫶

👩‍🍳აქ ვინმეს გემრიელი პიცა ხომ არ უნდა? 😁 დღეს ავხსენი წილადები პიცების საშუალებით 🍕👩‍🍳 მცხობელმა სუპერგმირებმა “მოამზად...
24/05/2023

👩‍🍳აქ ვინმეს გემრიელი პიცა ხომ არ უნდა? 😁 დღეს ავხსენი წილადები პიცების საშუალებით 🍕

👩‍🍳 მცხობელმა სუპერგმირებმა “მოამზადეს” პიცა, რეცეპტში მოცემული ინგრენდიენტების პროპორციების მიხედვით. ⏲️

💌 პირველი სამუშაო ფურცელი მთლიანად ჩემი აწყობილია, თუ ვორდი მოგინდებათ გამოგიგზავნით და ყველაფრის რედაქტირება შეგიძლიათ. 🫶

პიცის საშუალებით წილადების ახსნის პრაქტიკა,ჩვენს სკოლაში, დანერგა Nuca Zarnadze -მ და მადლობა მას, ინსპირაციისთვის. 😍🫶-

✒️თუ მესამე კლასში ცოტნე დადიანის შესახებ გაეცნობით ამბავს, შესაძლოა, ეს ფურცელი გამოგადგეთ. ✨💌ვორდის ვერსია თუ მოგინდებ...
22/05/2023

✒️თუ მესამე კლასში ცოტნე დადიანის შესახებ გაეცნობით ამბავს, შესაძლოა, ეს ფურცელი გამოგადგეთ. ✨

💌ვორდის ვერსია თუ მოგინდებათ, თქვენთან გამოფრინდება ✈️

ჩვენი ფიქრები+იდიომები=ფიქრიომები 😁🦸‍♀️🌟 ჩვენ ასეთ “ფიქრის ქუდებში” ჩავხატეთ იდიომები. ფორმა მოვჭერი და შევცვალე ნათურა ...
21/05/2023

ჩვენი ფიქრები+იდიომები=ფიქრიომები 😁🦸‍♀️🌟

ჩვენ ასეთ “ფიქრის ქუდებში” ჩავხატეთ იდიომები. ფორმა მოვჭერი და შევცვალე ნათურა მე თვითონ. 💡

💌 თუ თქვენც მოგეწონებათ, გამოგიგზავნით 🫶

ძვირფასო მასიკოებო✨ თუ ხართ დაინტერესებული კერძო სკოლაში მუშაობით, ან გყავთ კოლეგები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სჭირდებათ ს...
16/05/2023

ძვირფასო მასიკოებო✨ თუ ხართ დაინტერესებული კერძო სკოლაში მუშაობით, ან გყავთ კოლეგები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სჭირდებათ სამუშაო გარემოს შეცვლა, მომწერეთ პირად შეტყობინებაში. 😍🫶

🏴‍☠️ ამ ფურცლებით თქვენი მოსწავლეები ისწავლიან განძის რუკაზე  კოორდინატების საშუალებით ნივთების მოძებნას. შემდეგ უკვე თა...
15/05/2023

🏴‍☠️ ამ ფურცლებით თქვენი მოსწავლეები ისწავლიან განძის რუკაზე კოორდინატების საშუალებით ნივთების მოძებნას. შემდეგ უკვე თავად შექმნიან მას და მეწყვილესთან ერთად იპოვიან კოორდინატებს . ⚔️

📌აქვეა ახალი სტილისა და წინას მსგავსი ფურცლებიც, რომელიც მოგესურვებათ, შეგიძლიათ გადმოწეროთ და გამოიყენოთ.🫶

💌 სურვილის შემთხვევაში, პირად შეტყობინებაში, ვორდის ფაილის სახით მოცუნცულდებიან თქვენთან.🫂

წყარო- @ Pinterest ✨

🤸‍♀️კოორდინატების სწავლა ასეთი სამუშაო ფურცლებით უფრო სახალისოა ✨💌სურვილის შემთხვევაში, ვორდის ვერსიებს გამოგიგზავნით🫶
10/05/2023

🤸‍♀️კოორდინატების სწავლა ასეთი სამუშაო ფურცლებით უფრო სახალისოა ✨

💌სურვილის შემთხვევაში, ვორდის ვერსიებს გამოგიგზავნით🫶

🌎 გაუწოდე დედამიწას დახმარების ხე-ლი! ✋🏻🌍დედამიწის დღის აღსანიშნავად, სკოლის ეზოში, დავრგეთ ხეები.  🌲🦸‍♀️🦸‍♂️ სუპერგმირე...
21/04/2023

🌎 გაუწოდე დედამიწას დახმარების ხე-ლი! ✋🏻

🌍დედამიწის დღის აღსანიშნავად, სკოლის ეზოში, დავრგეთ ხეები. 🌲

🦸‍♀️🦸‍♂️ სუპერგმირებს გავუკეთე ეს ყელსაბამები, თემატიკის შესაბამისად. ვინც ორშაბაათს აღნიშნავს, შეიძლება გამოგადგეთ.

ნერგოსანის სახელი მოიფიქრეს თვითონ, რადგან ნერგებს რგავდნენ.😆

💌თუ ვორდის ვერსია მოგინდებათ, კომენტარის სახით მომწერეთ და გამოგიგზავნით.🫶

13/04/2023

🐰 სუპერებმა სააღდგომოდ დაამზადეს კვერცხის ჩასადები ბაჭიები 😍🫶

თიხაზე მუშაობა არც ისე მარტივი ყოფილა, როგორც გვეგონა🫠

ბედნიერ დასვენებას და აღდგომას
გისურვებთ! 🥳🍷

🏛️დღეს დავასრულეთ პროექტი “არქიტექტურა და დიზაინი”. ✨სუპერებმა იმუშავეს ჯგუფურად და  ლეგოებით ააწყეს მსოფლიოს 7 ახალი სა...
07/04/2023

🏛️დღეს დავასრულეთ პროექტი “არქიტექტურა და დიზაინი”.

✨სუპერებმა იმუშავეს ჯგუფურად და ლეგოებით ააწყეს მსოფლიოს 7 ახალი საოცრება, დარიგებული
ფოტოების მიხედვით. ვიმუშავეთ თითოეულის თეორიულ ნაწილზეც.

🤩გარდა ამისა, ისწავლეს თავისუფლების ქანდაკებისა და ტრიუმფალური თაღის შესახებ.

✈️ დაამზადეს ჩემოდნები, რომლებიც მისცეს გამოფენაზე მოსულ მშობლებს, სადაც წერდნენ რა თანმიმდევრობით დაათვალიერებდნენ არქიტექტურულ ძეგლებს. 🫶

💌 თუ მოგეწონებათ და ფიქრობთ, რომ თქვენც გამოიყენებთ, გამოგიგზავნით შაბლონების ლინკს ორშაბათს. სურვილის შემთხვევაში, კომენტარის სახით მომწერეთ, რომ არ გამომრჩეს ვინმე. 🫶

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სალიკო მასიკოს ბლოგი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სალიკო მასიკოს ბლოგი:

Shortcuts

Share