AIforHumans

AIforHumans AI განათლება, კორპორაციული ტრენინგები და საჯარო დისკუსიები ციფრულ ეპოქაზე.

11 კატეგორია და თითოეულში საუკეთესო ხელსაწყოები, რომლებიც სამუშაო პროცესს აჩქარებს.( სექტემბერი, 2026)რომელი უკვე გაქვს ...
29/09/2026

11 კატეგორია და თითოეულში საუკეთესო ხელსაწყოები, რომლებიც სამუშაო პროცესს აჩქარებს.
( სექტემბერი, 2026)

რომელი უკვე გაქვს ნაცადი?
დამიწერე კომენტარში 👇

გინდა, რომ AI-ს სურათები პროფესიონალი ფოტოგრაფის გადაღებულს ჰგავდეს? 📸AI-ს გამოსახულების ინსტრუმენტები ფოტოგრაფიის ენას ...
28/09/2026

გინდა, რომ AI-ს სურათები პროფესიონალი ფოტოგრაფის გადაღებულს ჰგავდეს? 📸

AI-ს გამოსახულების ინსტრუმენტები ფოტოგრაფიის ენას კარგად იგებს. აი, 22 ტერმინი კამერის ეფექტების, ფოკუსისა და სიღრმის სამართავად.

📌 რა არის ეს?
არა ჯადოსნური ბრძანებები, არამედ საკვანძო სიტყვები. ხაზი (/) და ორწერტილი არ გჭირდება. პრომპტში უბრალოდ ჩაწერე ტერმინი ინგლისურად, მაგალითად: "shallow depth of field" ან "bokeh background".

🛠 როგორ გამოიყენო?
პრომპტი ააწყე ამ თანმიმდევრობით: ობიექტი → გარემო → განათება → კამერა და ფოკუსი → ფერთა გრადაცია.

45 AI ინსტრუმენტი პოტენციურიკლიენტების მოსაძიებლად 2026 წელს 🤖აქ შევკრიბეთ 45 AI ხელსაწყო, რომლებიც დღეს გამოიყენება გაყ...
25/09/2026

45 AI ინსტრუმენტი პოტენციური
კლიენტების მოსაძიებლად 2026 წელს 🤖

აქ შევკრიბეთ 45 AI ხელსაწყო, რომლებიც დღეს გამოიყენება გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში;
Prospect Research-იდან Workflow Automation-მდე.

თითოეული კატეგორიისთვის მოცემულია სამი ვარიანტი: კარგი, უკეთესი და საუკეთესო.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: „საუკეთესო" აქ არის ზოგადი შეფასება, რეალურად რომელი ხელსაწყო გჭირდებათ, დამოკიდებულია გუნდის ზომაზე, ბიუჯეტსა და კონკრეტულ საჭიროებებზე.

შეინახეთ და გამოიყენეთ, როცა თქვენს ბიზნესს AI-ს დანერგვა დასჭირდება 🥋✌

AI აგენტები უკვე მხოლოდ ჩატბოტი აღარ არის: ისინი იმახსოვრებენ, იყენებენ ხელსაწყოებს და ერთმანეთთანაც თანამშრომლობენ. ამ ...
24/09/2026

AI აგენტები უკვე მხოლოდ ჩატბოტი აღარ არის:
ისინი იმახსოვრებენ, იყენებენ ხელსაწყოებს და ერთმანეთთანაც თანამშრომლობენ.

ამ ინფოგრაფიკაზე 9 ძირითადი ცნებაა,
თითოეული ცალკე ბარათზე,
მოკლე განმარტებითა და სქემით.

AI ხელსაწყოების უფასო ლიმიტები ხშირად იცვლება, ზოგჯერ თვეში ერთხელ. ეს ინფორმაცია ასახავს იმას, რისი გადამოწმებაც შევძელ...
22/09/2026

AI ხელსაწყოების უფასო ლიმიტები ხშირად იცვლება, ზოგჯერ თვეში ერთხელ.
ეს ინფორმაცია ასახავს იმას, რისი გადამოწმებაც შევძელით დღევანდელი თარიღით, 2026 წლის 22 სექტემბერს.

აქ მოცემული ნებისმიერ ინფორმაცია,
გადაამოწმეთ ხელსაწყოს ოფიციალურ ფასების გვერდზე.

21/09/2026

ეს არ არის ხელოვნურ ინტელექტში
ჩაშენებული ბრძანებები, /word
უბრალოდ თითოეული სტილის მოკლე სახელწოდებაა.

რომელიმე მათგანის გამოსაყენებლად,
დააკოპირეთ შესაბამისი პრომპტის წინადადება,
ჩასვით ის AI-გამოსახულების გენერირების ხელსაწყოში და დაურთეთ თქვენი პროდუქტის ფოტო.

Claude Design vs Figma AI - რომელი  „აზროვნებს“ უკეთესი დიზაინერივით?AI დიზაინის ინსტრუმენტები სწრაფად ვითარდება და უკვე...
20/09/2026

Claude Design vs Figma AI - რომელი „აზროვნებს“ უკეთესი დიზაინერივით?

AI დიზაინის ინსტრუმენტები სწრაფად ვითარდება და უკვე საინტერესო კითხვა ჩნდება: ვინ ქმნის უკეთეს დიზაინს — AI, რომელიც თავიდანვე დიზაინერივით ცდილობს აზროვნებას, თუ დიზაინის კლასიკური ინსტრუმენტი, რომელსაც AI დაემატა?

დიზაინერმა ნიკ ბაბიჩმა ამ კითხვაზე პრაქტიკული ექსპერიმენტით სცადა პასუხის გაცემა.

მან ერთმანეთს შეადარა Anthropic-ის Claude Design და Figma-ს AI აგენტი — ზუსტად ერთსა და იმავე დავალებაზე:

👉 შეექმნათ ლენდინგი „Lingo“-სთვის — ესპანური ენის სასწავლო პლატფორმისთვის.

ორივე ინსტრუმენტს მისცა ერთი და იგივე დეტალური მოთხოვნა. გვერდს უნდა ჰქონოდა:

ნავიგაცია;

ძლიერი CTA-იანი Hero სექცია;

Social Proof;

გაკვეთილის ინტერაქტიული პრევიუ;

ახსნა, როგორ მუშაობს პროდუქტი;

საბოლოო CTA.

მაგრამ აქ იყო ექსპერიმენტის ყველაზე საინტერესო ნაწილი:

პროპმტი შეგნებულად დატოვა საკმაოდ ღია.

არ უთქვამს AI-ს, სად რა უნდა განეთავსებინა.

მიზანი იყო არა იმის შემოწმება, რამდენად კარგად ასრულებს AI კონკრეტულ ინსტრუქციებს, არამედ — შეუძლია თუ არა მას დამოუკიდებლად მიიღოს კარგი დიზაინერული გადაწყვეტილებები.

🟣 Claude Design

Claude Design-ის ინტერფეისი ორ ნაწილად იყოფა:

მარცხნივ — ჩატი.

მარჯვნივ — Canvas, სადაც გენერირებული დიზაინი ჩნდება და მასთან ინტერაქცია თითქმის ისე შეგიძლია, როგორც რეალურ ვებგვერდთან.

ავტორის დაკვირვებით, Claude Design-ის ადრინდელი ვერსიები ხშირად დამატებით კითხვებს სვამდნენ, სანამ დიზაინზე მუშაობას დაიწყებდნენ. ახლა კი სისტემა უფრო დამოუკიდებლად მოქმედებს და პირველივე ეტაპზე პირდაპირ დიზაინის ვერსიას გაჩვენებს.

პირველ ცდაზე დიზაინში რეალური სურათების ნაცვლად placeholder-ები იყო გამოყენებული.

თუმცა ამ ტესტში ეს მთავარი არ ყოფილა.

ავტორი უფრო მეტად აკვირდებოდა იმას, როგორ „აზროვნებდა“ დიზაინი:

ჰქონდა თუ არა გვერდს მკაფიო ვიზუალური იერარქია;

იყო თუ არა კომპოზიცია საინტერესო;

რამდენად კარგად წარმოაჩენდა პროდუქტის ღირებულებას;

და რაც მთავარია — ხომ არ ჰგავდა კიდევ ერთ სტანდარტულ AI ლენდინგს, რომელიც მთლიანად „დამრგვალებული ბარათებისგან“ შედგება.

ამ კრიტერიუმებით პირველი შედეგი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა.

შემდეგი ეტაპი — რედაქტირება

ავტორმა Claude-ს ორი ტიპის ცვლილება მოსთხოვა.

პირველი იყო ძალიან კონკრეტული:

Hero-ს სურათი მონიშნა და დაწერა:

„make it pop“

ანუ — უფრო თვალშისაცემი და გამორჩეული გახადე.

მეორე კი ბევრად უფრო მასშტაბური იყო:

მთელი დიზაინის გადახედვა უფრო სარედაქციო, გამორჩეული ვიზუალური მიმართულებით, ნაკლები ბარათითა და კონტეინერით.

ორივე შემთხვევაში შედეგი ერთ წუთზე ნაკლებ დროში მიიღო.

წერტილოვანმა ცვლილებამ Hero-ს ნამდვილად მეტი ვიზუალური წონა შესძინა, თუმცა არჩეული ვიზუალური გადაწყვეტა ავტორისთვის იდეალური არ აღმოჩნდა.

გლობალურმა რედიზაინმაც ნორმალური შედეგი აჩვენა — საკმაოდ კარგი, თუმცა არა ისეთი, რომელიც დიზაინერს აუცილებლად გააკვირვებდა.

🔵 Figma AI

Figma-ს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:

შეგიძლია აირჩიო, რომელი AI მოდელი გამოიყენოს — GPT, Gemini თუ Claude.

თუმცა ავტორის დაკვირვებით, Figma დიზაინის გენერირებისას ავტომატურად უფრო სწრაფ მოდელს ანიჭებდა უპირატესობას და არა აუცილებლად ყველაზე ძლიერს. მისი ვარაუდით, კონკრეტულ შემთხვევაში ეს Gemini Flash იყო.

და ეს პირველივე შედეგზე გამოჩნდა.

პირველი ვერსია საკმაოდ ნაცნობი იყო:

ტიპური „AI-ს მიერ შექმნილი ლენდინგი“.

ანუ ცუდი არა — მაგრამ განსაკუთრებული ვიზუალური იდეის გარეშე.

შემდეგ ავტორმა Figma-საც იგივე დავალება მისცა:

Hero-ს სურათისთვის — „make it pop“.

ამ ცვლილებას დაახლოებით ერთი წუთი დასჭირდა, ანუ Claude-ზე მეტხანს.

შედეგი კი ნაკლებად დამაჯერებელი აღმოჩნდა.

დაემატა მსუბუქი ჩრდილი და დეკორატიული ბეჯი, მაგრამ მთლიანობაში სექცია თითქმის იგივე დარჩა.

ხოლო გლობალური რედიზაინი?

აქაც იგივე სურათი მივიღეთ.

Claude-ისთვის მიცემული იგივე მოთხოვნა Figma-საც გაუგზავნა — შეექმნა უფრო რედაქციული, განსხვავებული დიზაინი, ნაკლები ბარათებითა და კონტეინერებით.

მაგრამ Figma-ს პასუხი უფრო არსებული დიზაინის გაუმჯობესებას ჰგავდა, ვიდრე რეალურ რედიზაინს.

გვერდი კვლავ საკმაოდ გენერიკული რჩებოდა და გარკვეულწილად იმ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც ბევრი დღევანდელი AI-გენერირებული ლენდინგი ტოვებს:

„კი, ეს AI-მ გააკეთა.“

🎯 და საბოლოოდ?

ავტორის მთავარი დაკვირვება ასეთია:

თუ იდეას ნულიდან ქმნი და გინდა, რომ AI-მ თავად შემოგთავაზოს ვიზუალური მიმართულება, მიიღოს დიზაინერული გადაწყვეტილებები და პროცესში შენთან ერთად „იფიქროს“, Claude Design უფრო მეტად ჰგავს დამოუკიდებელ AI დიზაინერს.

მისი ფორმულირება განსაკუთრებით კარგად აჯამებს განსხვავებას:

Claude Design — AI დიზაინერი საკუთარი Canvas-ით.

ხოლო:

Figma AI — Figma, რომელსაც AI ფუნქციები დაემატა.

და სწორედ აქ არის ამ ექსპერიმენტის ყველაზე საინტერესო ნაწილი.

⚠️ თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დათქმა

ეს არ არის ლაბორატორიული ბენჩმარკი.

ეს არის ერთი დიზაინერის მიერ ჩატარებული, ერთჯერადი ტესტი, ერთ კონკრეტულ ლენდინგზე.

ამიტომ შედეგებიდან ძალიან ფართო დასკვნების გამოტანა არ ღირს.

მაგალითად, ტესტში თითქმის არ განხილულა:

რამდენად მარტივია საბოლოო დიზაინის დეველოპერთან გადაცემა;

რამდენად კარგად მუშაობს რეალურ production workflow-ში;

შესაძლებელია თუ არა დიზაინის პირდაპირ გამოქვეყნება;

როგორ იქცევიან ეს ინსტრუმენტები უფრო რთულ, მრავალგვერდიან პროექტებზე;

რამდენად კარგად ინარჩუნებენ ვიზუალურ თანმიმდევრულობას დიდი პროექტის მასშტაბით.

ანუ ეს ექსპერიმენტი უფრო ერთ კონკრეტულ კითხვას პასუხობს:

„რომელი AI უკეთესი დიზაინერული პარტნიორია მაშინ, როცა იდეას ნულიდან ვქმნით?“

და არა:

„რომელი ინსტრუმენტია ზოგადად უკეთესი დიზაინისთვის?“

სწორედ ამ განსხვავების გათვალისწინებით ხდება შედარება ბევრად უფრო საინტერესო.

ბოლო დროს,  უფრო მალე გეწურებალიმიტი Claude-თან მუშაობისას??მაშინ ეს რჩევები შენთვისაა ✌
18/09/2026

ბოლო დროს, უფრო მალე გეწურება
ლიმიტი Claude-თან მუშაობისას??

მაშინ ეს რჩევები შენთვისაა ✌

წარმოიდგინეთ, თქვენს კოლეგას, ან უფროსს,უნდა აუხსნათ რა არის ზოგადად AI და ასევე, რომელი რა  ფუნქციას ასრულებს 🥋🗺
17/09/2026

წარმოიდგინეთ, თქვენს კოლეგას, ან უფროსს,
უნდა აუხსნათ რა არის ზოგადად AI და ასევე,
რომელი რა ფუნქციას ასრულებს 🥋🗺

თუ Claude code-ის პროექტების გამოყენებას აპირებ, ეს პოსტი შენთვისაა📢ბევრი ინფორმაციაა, ყველა გამოსადეგი ✌
16/09/2026

თუ Claude code-ის პროექტების
გამოყენებას აპირებ, ეს პოსტი შენთვისაა📢

ბევრი ინფორმაციაა, ყველა გამოსადეგი ✌

Address

NUTSUBIDZE 4
Tbilisi
0107

Alerts

Be the first to know and let us send you an email when AIforHumans posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share