26/04/2026
💛 ბავშვის ემოციები ყველა ასაკში მნიშვნელოვანია💛
ბავშვები, მიუხედავად ასაკისა, საკუთარ ემოციებს სხვადასხვანაირად გამოხატავენ.
ზოგი ხმამაღლა ლაპარაკობს და გვიყვება, რა აწუხებს, ზოგი ჩუმდება,
ზოგი კი ქცევით გვაჩვენებს თავის განცდებს.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ , არ არსებობს „სწორი“ ან „არასწორი“ ემოცია.
არსებობს მხოლოდ ბავშვი, რომელიც თავისებურად ცდილობს გაგვაგებინოს, რას გრძნობს.
როცა ვეუბნებით:
„რატომ ბრაზობ ასე?“
ან
„ეს რა არის, ასე არ შეიძლება“
👉 შესაძლოა, მას ვუკეტავთ გზას, გამოხატოს საკუთარი თავი.
ბავშვის ემოციის ჩახშობა არ ასწავლის მას სიმშვიდეს.
ის სწავლობს, რომ უნდა დამალოს საკუთარი გრძნობები და ეს გრძელვადიანად უფრო რთულ შედეგებს იწვევს.
ყველა ბავშვი ინდივიდუალურია 💫
ზოგს სჭირდება დრო,
ზოგს საუბარი,
ზოგს უბრალოდ ჩუმად გვერდში ყოფნა.
ჩვენი როლია არ შევცვალოთ მათი ემოციები,
არამედ დავეხმაროთ მათ, ისწავლონ მათი გაგება და მართვა.
ხანდახან საკმარისია ვუთხრათ:
„მესმის შენი“
„ვხედავ, რას გრძნობ“
💛 და ამით ვაძლევთ ბავშვს ყველაზე მნიშვნელოვანს -მიღებას.
#ემოციები #ბავშვები #მშობლობა #ფსიქოლოგია #ზრუნვა