13/05/2026
ძვირფასო მშობლებო, თქვენი შვილი უკვე მოზარდია — და თქვენ ახალი გამოწვევების წინაშე ხართ.
ხშირად ბავშვი ყველაზე ხმამაღლა სწორედ მაშინ საუბრობს, როცა დუმს…
მოზარდობას ხშირად მოაქვს შიში, დაბნეულობა, საკუთარი თავის ძიება და ძლიერი ემოციები, რომელთა მარტო გადატანა რთულია.
ის იკეტება საკუთარ თავში, ბრაზდება უმიზეზოდ,
და ხშირად ამბობს — „არავის ესმის ჩემი“ —
ეს ყოველთვის უბრალოდ გარდატეხის ასაკის ბრალი არ არის.
ხშირად ეს დახმარების თხოვნის ჩუმი სიგნალია.
მნიშვნელოვანია, მოზარდმა იცოდეს,
ის მარტო არ არის.
ბავშვს იდეალური მშობელი არ სჭირდება, სჭირდება ადამიანი ვისთანაც ემოციების გამოხატვის არ შეეშინდება.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ შეხვედრებს მოზარდებისთვის:
ემოციური მხარდაჭერა • თვითშეფასება • კომუნიკაცია • უსაფრთხო სივრცე
და პარალელურად ვმუშაობთ მშობლებთანაც — რათა უკეთ გაიგონ შვილის ემოციები და სწორად შეძლონ მხარდაჭერა.
📩 მოგვწერეთ პირადში — პირველი ნაბიჯი იწყება აქ.