ქართული ანიმაციის ხელოვნება არის ანიმაციების სკოლა და შემოქმედებითი სივრცე, რომლის მიზანია ბავშვებს დაეხმაროს საკუთარი ფანტაზიის, ემოციებისა და უნარების აღმოჩენაში.
თანამედროვე ბავშვები მუდმივად ინფორმაციის ნაკადში ცხოვრობენ, ხშირად დრო არ რჩებათ კრეატიულად ფიქრისთვის, ემოციების გამოხატვისთვის ან რეალური, ხელშესახები შედეგის შექმნისთვის. სწორედ ამიტომ ვქმნით სივრცეს, სადაც ხელოვნება აღიქმება როგორც თვითშემეცნების გზა და არა მხოლოდ ტექნიკური უნარი.
სკოლა აერთიანებს ანიმაციის სრულ პროცესს:
ხატვა და ვიზუალური აზროვნება
ტექსტზე და ისტორიაზე მუშაობა
ანიმაცია და მონტაჟი
გახმოვანება
ანიმაციური ფილმების განხილვა და მსჯელობა
მსგავსი კომპლექსური მიდგომა ბავშვებს უვითარებს არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ კომუნიკაციურ, მოტორულ და ტექნოლოგიურ უნარებს.
პროექტს აქვს ღრმა სოციალური დატვირთვაც. ჩვენ ვქმნით მეგობრულ და თანასწორ გარემოს, სადაც ბავშვები სწავლობენ თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და თანაგრძნობას.
სემესტრის ბოლოს ბავშვები ქმნიან ქართულ ანიმაციას, რომელიც დაფუძნებულია სიკეთის, სიყვარულისა და ერთობის თემებზე და იგზავნება საერთაშორისო ფესტივალებზე. ამ გზით ისინი ხდებიან არა მხოლოდ შემოქმედები, არამედ ქართული კულტურის ახალგაზრდა ელჩები.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ფერადი და თავისუფალი სივრცე, სადაც ბავშვების ფანტაზია მათივე ხელით გაცოცხლდება. ამ დაუვიწყარ გარემოში ერთად შევქმნით ისტორიებს, რომლებიც პატარა ნაბიჯით იწყება და დიდ ეკრანამდე მიდის.