ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია • იმსა/GaHe

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია • იმსა/GaHe

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია • იმსა/GaHe ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია (იმსა). Georgian Association of History Educators (GAHE)

სიახლე ქართულ მეცნიერებასა და გეოგრაფიულ კარტოგრაფიაში!სულ ახლახანს გამოიცა „ქვემო ქართლის რეგიონის გეოგრაფიული ატლასი“....
02/10/2026

სიახლე ქართულ მეცნიერებასა და გეოგრაფიულ კარტოგრაფიაში!
სულ ახლახანს გამოიცა „ქვემო ქართლის რეგიონის გეოგრაფიული ატლასი“. ეს მასშტაბური კარტოგრაფიული ნამუშევარი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მომზადდა, ქვემო ქართლის რეგიონის სრულფასოვან კარტოგრაფიულ ენციკლოპედიას წარმოადგენს. ატლასის კონცეფციის ავტორი და დიზაინერია ცნობილი ქართველი კარტოგრაფი, გეოგრაფიის დოქტორი, გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის განყოფილების ხელმძღვანელი გულიკო ლიპარტელიანი. მასალების მომზადებასა და რუკების შედგენაში კი ჩართული იყო ავტორთა მრავალრიცხოვანი კოლექტივი.
ქვემო ქართლის რეგიონის გეოგრაფიული ატლასი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში 2018 წელს დამუშავებული რეგიონული კარტოგრაფირების კონცეფციისა და მეთოდოლოგიის საფუძველზე შეიქმნა. ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს 12 რეგიონისთვის კომპლექსური ატლასების შედგენას სერიის სახით - ,,საქართველოს რეგიონული ატლასები", უკვე გამოიცა კახეთის რეგიონის გეოგრაფიული ატლასი. ქვემო ქართლის ატლასი აღნიშნული სერიის მეორე გამოცემაა.
198 გვერდიან ატლასში შესული რუკები შემდეგი თემების მიხედვითაა განაწილებული: მდებარეობა, ისტორია, ტერიტორიული მოწყობა, ბუნება, მოსახლეობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება, განათლება და კულტურა, ტურიზმი. ამ უმაღლესი დონის კარტოგრაფიულ ნაშრომში რუკებთან ერთად არის ტექსტები, დიაგრამები, გრაფიკები და ფოტოსურათები. ატლასს ახლავს აგრეთვე ბიბლიოგრაფიის ვრცელი სია.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების ფარგლებში განხორციელებული ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში, ტრადიციული ბეჭდური ვერსიის გარდა, შეიქმნა თანამედროვე ინტერაქტიული ვებ-ატლასი. ციფრული პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს მრავალმასშტაბიან კარტოგრაფირებას, დინამიკურ ფანჯრებსა და მონაცემთა მართვის მოქნილ ფენებს.
ატლასის როგორც ბეჭდური, ისე თანამედროვე ციფრული ვერსია იდეალური რესურსია მკვლევრების, რეგიონული დაგეგმარების სპეციალისტებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებისათვის.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს შემოთავაზებითა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ორგანიზ...
02/10/2026

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს შემოთავაზებითა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით 2026 წლის 12 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს ესტუმრნენ საჩინოს თემის პირველი საჯარო სკოლის (მასწავლებელი — ფიქრია კვირიკაძე), მუჟავის საჯარო სკოლისა (მასწავლებელი — ეკა ჭანია) და ფახულანის პირველი საჯარო სკოლის (მასწავლებელი — სოფიკო კიკორია) მოსწავლეები. მათ დაათვალიერეს ადრეულ შუა საუკუნეების ტაძარზე მიმდინარე გათხრები და იქ აღმოჩენილი სამაროვნები. ექსპედიციის ხელმძღვანელმა თამარ გიორგაძემ მოსწავლეებს აჩვენა არქეოლოგიური გათხრების მასტერკლასი და მოსწავლეებიც ჩართო პრაქტიკულ საქმიანობაში.

ჩვენი ასოციაციის პარტნიორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს შემოთავაზებით და ისტორიის მასწავლებელთა სა...
01/10/2026

ჩვენი ასოციაციის პარტნიორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს შემოთავაზებით და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით 2026 წლის 26 სექტემბერს დედოფლის გორაზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს ესტუმრნენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ დაათვალიერეს მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები და მოისმინეს ქართველი ისტორიკოსისა და არქეოლოგის ბატონ იულონ გაგოშიძის ლექცია მიმდინარე გათხრებთან დაკავშირებით.

პედაგოგი: ია ლურსმანაშვილი

27/09/2026

"კამანის ტრაგედიიდან 33 წელი“
1993 წელს დაახლოებით 1 500 რუსი საოკუპაციო ძალის წარმომადგენელი დნესტრისპირეთიდან საქართველოს სოფელ კამანში შევიდა. 35 ქართველი ბოლომდე უწევდა მათ წინააღმდეგობას. ოკუპანტებმა სოფლის მოსახლეობა დახოცეს და სოფელი გადაწვეს.
დაღუპულთა შორის იყვნენ მართლმადიდებელი მღვდელი — მამა ანდრია და აფხაზი გიორგი (იური) ანუა, რომელმაც 1975 წელს აღადგინა კამანის ისტორიული მონასტერი.
სოფელ კამანში განისვენებს წმინდა იოანე ოქროპირის — კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის — ნეშტი, რომელიც 407 წელს გარდაიცვალა.

35 ქართველი მტერს ბოლომდე უწევდა წინააღმდეგობას. მათ შორის იყვნენ:
ბატალიონის მეთაური, მაიორი ზაზა ფაკელიანი და მისი მებრძოლები — გიუნტერ გულედანი, ანზორ სუბელიანი, ეგნატე კვიციანი, თამაზ ჩხეტიანი, ადამ გვიჩიანი, ვალოდია და თამაზ კახიანები, გოგი და ზურა გვიჩიანები, მერი ფაკელიანი, ალექსანდრე გამსახურდია, ელგუჯა გვიჩიანი და სხვა ქართველი გმირები.

„მათი სისხლის წინაშე ვფიცავთ, რომ მტერზე შურს ვიძიებთ!“

ავტორი: Shalva Mindadze | ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, განათლების მკვლევარი,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი (2025)

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია • იმსა/GaHe

📚 ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის წარმომადგენელი ზინობიანში გამართულ ღონისძიებაზე📆 12 ივლისს, სოფელ ზინობი...
12/07/2026

📚 ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის წარმომადგენელი ზინობიანში გამართულ ღონისძიებაზე

📆 12 ივლისს, სოფელ ზინობიანის საგამოფენო სივრცეში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა გამორჩეული უდი ენათმეცნიერის — ევგენი ჯეირანიშვილის ხსოვნას, ასევე უდიური ენის ახალი სახელმძღვანელოს შექმნისა და გამოცემის სამომავლო გეგმის განხილვას.

ღონისძიებას ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან ერთად თბილისიდან და თელავიდან მოწვეული სტუმრები, მკვლევრები, პედაგოგები და უდიური კულტურის საკითხებით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრას უძღვებოდნენ ორგანიზაცია „საქართველოს უდიების“ თანადამფუძნებლები — ანა აივაზაშვილი და ალექსანდრე ქავთარაძე. უდიური ენის სახელმძღვანელოს გამოცემის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა უდიური თემის წარმომადგენელმა ჟენია მამულაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ზინობიანის სკოლის უდიური ენის მასწავლებელი ალინა დალაქიშვილი.

🎤 დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს:

▪️ მაკა თეთრაძემ — ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენელმა;
▪️ ქეთევან ხუციშვილმა — პროფესორმა, თსუ-ის საერთაშორისო სისხლის სამართლის ცენტრის დირექტორმა;
▪️ გიორგი ახალკაციშვილმა — ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის წარმომადგენელმა.

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უდიური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შესწავლისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ახალი სახელმძღვანელოს შექმნა ხელს შეუწყობს როგორც ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე უდიური თემის ისტორიული მეხსიერებისა და იდენტობის შენარჩუნებას.

ℹ️ ევგენი ჯეირანიშვილი (1918–1984) იყო გამორჩეული უდი ენათმეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მეცნიერებათა აკადემიის წევრი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უდიური ენის მეცნიერულ შესწავლასა და პოპულარიზაციაში.

🎖️ უდიური ენის სამეცნიერო კვლევისა და ამ მიმართულებით გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის ევგენი ჯეირანიშვილი, გარდაცვალების შემდეგ, მეფე ჯუანშერის სახელობის უმაღლესი ჯილდოთი დაჯილდოვდა.

ჯილდო ზინობიანის მუზეუმში, მეცნიერის ხსოვნისადმი მიძღვნილ საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში განთავსდება.

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია მიესალმება ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს ეთნიკური და ენობრივი მრავალფეროვნების დაცვას, ეროვნული უმცირესობების ისტორიის შესწავლასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

#ისტორიისმასწავლებელთასაქართველოსასოციაცია
#ზინობიანი
#უდიურიენა
#ევგენიჯეირანიშვილი
#კულტურულიმემკვიდრეობა
#საქართველოსმრავალფეროვნება

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია • იმსა/GaHe

📍 5 ივლისი | სომხეთისაქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა სომხეთში შემეცნებითი და კულტურულ-საგა...
12/07/2026

📍 5 ივლისი | სომხეთი

საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა სომხეთში შემეცნებითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტი განახორციელეს.

მარშრუტი აერთიანებდა ისტორიული შირაკისა და ლორის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს:

🏛️ გიუმრი — ქალაქი, რომელშიც ერთმანეთის გვერდით თანაარსებობს ძველი არქიტექტურა, მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე ურბანული ცხოვრება;

⛪ მარმაშენის სამონასტრო კომპლექსი — შუა საუკუნეების სომხური საეკლესიო არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში, რომელიც ბუნებრივ გარემოსთან განსაკუთრებულ ჰარმონიას ქმნის;

🏰 ლორის ციხე — შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი თავდაცვითი და პოლიტიკური ცენტრი, რომელიც რეგიონის ისტორიულ მნიშვნელობას ნათლად წარმოაჩენს;

🏯 შავი ციხე — Սև բերդ — გიუმრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სამხედრო-არქიტექტურული ძეგლი;

⛪ წმინდა მაცხოვრის ეკლესია — St. All Saviors / Սուրբ Ամենափրկիչ եկեղեցի — გიუმრის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი სიმბოლო;

⛪ ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი — Cathedral of the Holy Mother of God, ცნობილი როგორც „შვიდი ჭრილობის ღვთისმშობლის ტაძარი“ — Սուրբ Աստվածածին եկեղեցի (Յոթ Վերք).

ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისტორიული ძეგლების უშუალოდ გაცნობის, რეგიონის წარსულის გააზრებისა და საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი კულტურული კავშირების კიდევ ერთხელ დანახვისთვის.

ისტორიის სწავლება მხოლოდ თარიღებისა და მოვლენების გადაცემას არ ნიშნავს — იგი სივრცის, არქიტექტურის, ადამიანების მეხსიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებაცაა.

მადლობა თითოეულ მონაწილეს ამ შთამბეჭდავი და შემეცნებითი დღისათვის! 🇬🇪🤝🇦🇲

#ისტორიისმასწავლებელთაასოციაცია
#სომხეთი #გიუმრი #მარმაშენი #ლორისციხე
#კულტურულიმემკვიდრეობა #ისტორიისგაკვეთილებსაზღვრებსგარეთ

🏛️📜 ✨️ა/წ 19 მაისს კიდევ ერთი ლექცია ჩატარდა „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლაში“ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია • იმ...
23/05/2026

🏛️📜 ✨️ა/წ 19 მაისს კიდევ ერთი ლექცია ჩატარდა „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლაში“

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია • იმსა/GaHe ორგანიზებით, „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ მოსწავლეები მორიგ ლექციას დაესწრნენ.

ლექცია ჩატარდა Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმიში და მას უძღვებოდა ეროვნული მუზეუმის მეცნიერი-თანამშრომელი ეკა გედევანიშვილი.

📌 შეხვედრის თემა იყო — „წმინდა მხედრების კულტი ქრისტიანულ ხელოვნებაში“.

ლექცია მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.

✨ მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები მოსწავლეებში აღრმავებს ისტორიის, ხელოვნების, რელიგიური კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობისადმი ინტერესს.

გახსნითი სიტყვა წარადგიან, ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა Manana Shekiladzeმ.

✨️2026 წლის 16 მაისს ეროვნულ სასახლეში  ჩატარდა მოსწავლეთა 𝟕9-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია, რომლის მთავარი თემა იყო: ...
19/05/2026

✨️2026 წლის 16 მაისს ეროვნულ სასახლეში ჩატარდა მოსწავლეთა 𝟕9-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია, რომლის მთავარი თემა იყო: ციფრული ეპოქა და მისი გამოწვევები.

მონაწილეებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.
☑ ენათმეცნიერება და ლიტერატურა;
☑მათემატიკა;
☑ისტორია;
☑გეოგრაფია;
☑ქიმია;
☑ბიოლოგია;
☑ ფიზიკა;
☑პროგრამირება და თანამედროვე ტექნოლოგიები;
☑ინჟინერია და არქიტექტურა;
☑სამოქალაქო განათლება;

ისტორიის სექციის ჟიურიში მიწვეული იყო ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია, კერძოდ, მისი ხელმძღვანელი მანანა შეყილაძე.

ჟიურიმ მოისმინა და შეაფასა ფინალში გასული შვიდი მოსწავლის მოხსენებები. პირველი ადგილი დაიკავა თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ანამარია დობორჯგინიძემ (პედაგოგი მზია გელაშვილი).

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია • იმსა/GaHe

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის სახელით ფინალში გასულ ყველა მოსწავლეს და მათ მასწავლებლებს პერსონალურად გადაეცა წიგნები, ხოლო სკოლებს - სასწავლო-ისტორიული რუკები.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 08:00 - 20:00
Tuesday 08:00 - 20:00
Wednesday 08:00 - 20:00
Thursday 08:00 - 20:00
Friday 08:00 - 20:00
Saturday 09:00 - 15:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია • იმსა/GaHe posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share