17/07/2026
☀️ჩვენი საზაფხულო სკოლის ფარგლებში პროფესიების კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დღე მეცნიერის პროფესიას დაეთმო.
👩🔬🧑🔬მოსწავლეები გაეცნენ, ვინ არის მეცნიერი, რა მიმართულებებით მუშაობს და როგორ იკვლევს ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს. ვისაუბრეთ იმ ხელსაწყოებზე, რომლებიც მეცნიერებს დაკვირვების, კვლევისა და აღმოჩენების პროცესში ეხმარება.
🔬განსაკუთრებული ინტერესი მიკროსკოპმა გამოიწვია. ბავშვებმა შეისწავლეს მისი დანიშნულება, გამოყენების წესები და თავადაც დააკვირდნენ სხვადასხვა პრეპარატს. მიკროსკოპის საშუალებით მათ იხილეს მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანის კანის უჯრედები, რაც მათთვის საინტერესო და შთამბეჭდავი გამოცდილება აღმოჩნდა.
🧫პრაქტიკულმა აქტივობამ მოსწავლეებს საშუალება მისცა, საკუთარი თვალით დაენახათ ის, რაც შეუიარაღებელი თვალით უხილავია, და კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყვნენ, რომ მეცნიერება მუდმივი აღმოჩენებისა და ცნობისმოყვარეობის სამყაროა.
☀️გარდა ამისა, გაეცნენ სხვადასხვა პროფესიას, იმსჯელეს მათი მახასიათებლებისა და ძირითადი დანიშნულების შესახებ.
🔫შემეცნებითი აღმოჩენებით სავსე კვირა, ტრადიციულად, წყლის თამაშებით დავასრულეთ.